“ბარსელონა” და ჰანსი ფლიკი მოუთმენლად ელიან ჟოან გამპერის თასს (Festa del Gamper Estrella Damm), სადაც “ბლაუგრანა” ოთხშაბათს “ალ-აჰლის” დაუპირისპირდება. კატალონიელთა მწვრთნელმა მატჩის წინა დღეს კლუბის მედიასთან ისაუბრა:
“ეს არის პირველი საშინაო თამაში ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად “სპოტიფაი კამპ ნოუზე” და ეს ფანტასტიკურია”, – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
მზადყოფნა ყველაფრისთვის
გერმანელმა მწვრთნელმა ასევე აღნიშნა:
“გასულ სეზონში “ბარსელონას” გულშემატკივრების მხარდაჭერით ყველა საშინაო მატჩი მოვიგეთ და ეს ლა ლიგის მოგებაში გადამწყვეტი იყო. სწორედ ეს გვჭირდება მათგან ახლაც. არა მხოლოდ გამპერის თასისთვის, არამედ მთელი სეზონისთვის.”
ფლიკმა დასძინა, რომ მას “ფანტასტიკური გუნდი” ჰყავს და ისინი “მზად არიან ყველაფრისთვის იბრძოლონ”.
მან უჩვეულო წინასასეზონო პერიოდზეც ისაუბრა და განმარტა:
“რვა ფეხბურთელი მხოლოდ ერთი კვირის წინ დაგვიბრუნდა, ამიტომ ადაპტაცია მოგვიხდა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვარჯიშებზე ვნახე.”
კაპიტნები საბოლოო არჩევნებამდე
მწვრთნელმა ასევე განაცხადა, რომ გუნდის კაპიტნები შემადგენლობის საბოლოო დაკომპლექტებისა და კენჭისყრის შემდეგ დასახელდებიან.
“ფეხბურთელები შესაძლოა კიდევ მოვიდნენ ან წავიდნენ. როგორც კი შემადგენლობა საბოლოოდ დაკომპლექტდება, არჩევნებს ჩავატარებთ. მანამდე კი კაპიტანი რაფინია იქნება, ერიკსა და პედრისთან ერთად. ფრენკი ტრავმირებულია, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. ფრენკისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის უაღრესად პროფესიონალი მოთამაშეა და ჩვენი ურთიერთობა შესანიშნავია”, – თქვა მწვრთნელმა ნიდერლანდელი ნახევარმცველის შესახებ.
ცხრიანი გვინდა