“ბარსელონამ” საყრდენი ნახევარმცველის, როდრის ტრანსფერზე “მანჩესტერ სიტისთან” პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია – ფეხბურთელთან, რომელიც ახლა მსოფლიოს მწვერვალზეა.
გთავაზობთ The Athletic-ის სტატიას ფეხბურთელზე, რომელიც ძალიან მალე “ბარსელონას” ნახევარდაცვას კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის.
30 წლის კაპიტანმა ესპანეთის ნაკრებს წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა. მან ტურნირის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი “ოქროს ბურთი” მიიღო და ტაქტიკური თუ ტექნიკური თვალსაზრისით, ჩემპიონატის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად აღიარეს.
საყრდენი ნახევარმცველის თამაში ფინალში, მოქმედი ჩემპიონის, არგენტინის წინააღმდეგ (1-0), მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. ის ყველგან იყო – ჭრიდა სახიფათო პასებს, ზუსტად და დროულად ეხმარებოდა რთულ სიტუაციაში მყოფ თანაგუნდელებს და შეტევების წამოსაწყებად წინ მიიწევდა. ნიუ-ჯერსიში, “მეტლაიფ სთედიუმზე” ჩატარებულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ის ნიჭი, რამაც როდრის 2024 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო – “ოქროს ბურთი” მოუტანა.
“ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ როდრი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია”, – აღნიშნა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ფინალის შემდეგ.
მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, როდრის ტიტულების სიაში უკვე შედის: 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი, 2022-23 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგის 4 ტიტული და ინგლისის 5 შიდა თასი “მანჩესტერ სიტისთან” ერთად.
არაორდინალური ფეხბურთელი
ბედის საინტერესო დამთხვევით, როდრი 2010 წელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, როდესაც ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატი პირველად მოიგო. 14 წლის მადრიდელი ბიჭი კონექტიკუტის ტყეში, საზაფხულო ბანაკში ინგლისურს სწავლობდა და ფინალს ბანაკის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მინი-ლეპტოპში უყურა.
ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, რომ როდრი ჩვეულებრივი ფეხბურთელი არ არის. მას არ აქვს სოციალური ქსელები და არ აინტერესებს ძვირადღირებული მანქანები თუ სპორტული ფეხსაცმელები. “ვილიარეალის” რიგებში თამაშისასაც კი, ის პარალელურად უნივერსიტეტში ბუღალტერიასა და ეკონომიკას სწავლობდა, ცხოვრობდა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში და ვარჯიშებზე ძველი Opel Corsa-თი დადიოდა. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო ურთიერთობა ლაურასთან – სამედიცინოს სტუდენტთან, რომელიც ახლა მისი მეუღლეა.
კარიერული გზა: “ატლეტიკოდან” ინგლისამდე
16 წლის ასაკში პირველმა კლუბმა, “ატლეტიკომ” ის დაიწუნა, რადგან თვლიდნენ, რომ პროფესიონალური ფეხბურთისთვის ზედმეტად ტანდაბალი იყო (რაც ახლა საკმაოდ ირონიულად ჟღერს, რადგან მისი სიმაღლე 190 სმ-ია). თუმცა, “ვილიარეალში” წარმატებული თამაშისა და ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ის “ატლეტიკოში” 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაბრუნდა. დიეგო სიმეონესთან მუშაობაზე როდრი ამბობს:
“ვილიარეალში” ბურთთან ერთად ძალიან კარგი ვიყავი, მაგრამ მაინც ცოტა რბილი ვჩანდი. სიმეონესთან ვისწავლე, რას ნიშნავს, იყო ცუდი ბიჭი, მოედანზე იყო ცოტათი ნაძირალა.”
ეს ხასიათი მას პრემიერ ლიგაშიც დაეხმარა, როდესაც 2019 წელს “მანჩესტერ სიტიმ” მის სანაცვლოდ 62.6 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ის პეპ გვარდიოლას გუნდში უმნიშვნელოვანეს ფიგურად იქცა, რისი ნათელი დასტურიც 2023 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ინტერის” წინააღმდეგ გატანილი ერთადერთი, გამარჯვების მომტანი გოლია.
ტრავმები, ლიდერობა და ესპანეთში დაბრუნება
მომდევნო წელს როდრი ევრო 2024-ზეც გადამწყვეტი ფიგურა იყო, სადაც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა, როდესაც გუნდს ანგარიშის გათანაბრება უჭირდა. თუმცა, ტურნირის ფინალში მან ტრავმა მიიღო, რასაც შემდგომში მანჩესტერში გატარებული ურთულესი ორი სეზონი მოჰყვა. ჯვარედინი იოგების გაწყვეტამ და 8-თვიანმა უქმობამ ფეხბურთელს სერიოზული დაღი დაასვა. შემთხვევითობაა თუ არა, “მანჩესტერ სიტიმ” ამ ორ სეზონში პრემიერ ლიგის მოგება ვერ შეძლო.
თუმცა, როდრი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იდეალურ ფორმაში დაბრუნდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას ყველაზე საჭირო მომენტში მაქსიმალური გავლენის მოხდენა შეუძლია. ესპანეთში დაბრუნება ყოველთვის მოსალოდნელი იყო, რადგან მან ზუსტად იცის, როგორ უნდა დაძლიოს ურთულესი პერიოდები და დაბრუნდეს მწვერვალზე.
“ჩემთვის ეს ძალიან რთული პერიოდი იყო”, – განაცხადა როდრიმ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების აღნიშვნისას. “თამაშის წინ ბიჭებს ვუთხარი: მათ თვალებში უნდა შევხედოთ. ჩვენ მამაცები ვიყავით და მეც მამაცი ვიყავი იმ მომენტში, როცა ფსკერზე ვიყავი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დამეხმარა. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ამ მომენტებში მინდა მადლობა საკუთარ თავსაც გადავუხადო.”
სერიოზული შევსებაა
მხეცია, ეს დაცვის პრობლემას მნიშვნელოვნად მოაგვარებს.
ჰა ეხლა ფორვარდი და ცენტრალური მცველიც და ეგაა
როდრი ერთადერთია ისტორიაში რომელიც მსოფლიოს,ლიგის,ევროპის ჩემპიონატის,ერთა ლიგის,საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა❤️❤️წარმოუდგენლად დიდი კაცია და პიკში ბარსაში იქნება იმედი მაქვს🥰🥰🥰
ოღონდ მიქაუტაძე მოიყვანონ და არ მინდა მეტი არაფერი
გილოცავთ❤️ როდრის ტრანსფერი თუ ტრავმები არ მიიღო იქნება ეპოქალური👌 ასაკს რომ იძახით 28 წლის ზიდანში რეალმა ლამის 20 წლის წინ გადაიხადა 70 მილიონი. ასე რომ დღეს 30 წლის როდრიში 70 მილიონი არის ძალიან მისაღები ფასი. კიდევ ვიმეორებ ტრავმები თუ არ მიიღო ეს კაცი თავის პოზიციაზე არის მესი. კანსელოს კი ნაღდათ ეკუთვნის დეიონგის ნაცვლად კაპიტნობა. დარწმუნებული ვარ სამკლავური ვაბშე გააგიჟებს და მოტივაციით გაავსევს😀 ისედაც არ არის ნორმალური და კაპიტნიბა ვაბშე გააცოფებს❤️ ახლა იმედია გამოცდილ მემარცხენე მცვეკსაც მოიყვანენ და სუფთა ცხრიანსაც. არ არის აუცილებელი კიჭა რონალდო იყოს. ნებისმიერი გოლის ალღოს მქონე ცხრიანი ამ ბარსელონაში 25+ გოლს თავისუფლად გაიტანს. კასადოა აუცილებლად გასაყიდი მინიმუმ 30 მილიონად. მოკლედ ჯერ ჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ( კარგი იქნება თუ მეკარესაც მოიყვანენ ვინმეს, შესნი ხაან შარია რეალურად)
სავარაუდოდ 2027 წლის სატრანსფერო ფანჯარაზე ბარსელონა კვლავ 1:1 წესის მიღმა აღმოჩნდება (ანუ შეზღუდვებში დაბრუნდება).
Barcauniversal
ამჟამად (2026 წლის ზაფხული) კლუბი უკვე 1:1 რეჟიმშია. ეს დადასტურდა კლუბის წყაროებითა და ლა ლიგის პრეზიდენტ ჯავიერ ტებასის მიერ — ლევანდოვსკის წასვლამ, ანსუ ფატისა და ინიაკი პენიას გაყიდვებმა და ხელფასების შემცირებამ საშუალება მისცა, რომ სრულად გამოიყენონ შემოსავლები და გათავისუფლებული ხელფასები ახალი ტრანსფერებისთვის.
Mundodeportivo
თუმცა, კლუბის შიდა პროგნოზითა და რამდენიმე რეპორტით (მათ შორის RAC1, Marca და სხვები), ეს მდგომარეობა დროებითია. 2027 წლის ზაფხულში Spotify Camp Nou-ზე ახალი სახურავის მონტაჟი იგეგმება (4–7 თვე), რის გამოც გუნდი დროებით ისევ მონტჟუიკზე დაბრუნდება. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს მატჩდეის შემოსავლებს (ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო), რაც ხელახლა გადააჭარბებს ლა ლიგის ფინანსურ ლიმიტებს და კლუბს 1:1-დან გაყვანს.
Barcauniversal
სწორედ ამიტომ ბარსელონა ამჟამინდელ ფანჯარას მაქსიმალურად იყენებს სტრატეგიული გაძლიერებისთვის (გორდონი, ადეიემი და სხვები), რადგან 2027-ში რეგისტრაცია და ახალი ტრანსფერები ისევ გართულდება. ეს პროგნოზია და საბოლოო მდგომარეობა დამოკიდებული იქნება შემოსავლებზე, გაყიდვებზე და სამუშაოების ზუსტ ვადებზე, მაგრამ ამჟამინდელი მოლოდინი სწორედ ასეთია.
სულ არ გაუკეთონ კამპ ნოუს სახურავი მაგის დედაც მოვ**ან
Bolos kai iyo dd
სახურავი თუ არ გაუკეთეს ვიღა ივლის სტადიონზე და დავრჩებით ისევ იმ 1:1 მიღმა თან ლიგის ფინალების და მუნდიალის ფინალის მიღებაც აღარ გამოვა. ისეთი დრო დადგა მაყურებელს კომფორტით უნდა მატჩის ყურება და არა ისე როგორც ბავშვობაში ძველ დინამოზე ზონტიკებით რო დავდიოდით, სრულად გადაუხურავი იყო, ეს დინამო კი 1976 ააშენეს, 12 წელი შენდებოდა.
ყველა ის ბონუსი შესრულებულიყოს რაც როდრის ტრანსფერშია
გიოკერეშზე დაიწერა და რას ფიქრობთ ტორესზე კაი რეალიზაცია კი აქვს არსენალში არ უქმნიდნენ მომენტებს აქ მომენტი მომენტზე ექნება მაგარ ჯანზეცა
ძან მაგარი იქნება , თან ცხენივით დარბის
პრესინგზე ბომბა გუნდი ვართ
არა, არა და არა
აბაა ვინ სხვა ჰოლანდი კეინს ვერ მოიყვანენ და
Me sportingidan mindoda eg axlac gaasworebs tan ar itxovs mgoni arsenali bevrs 70milionio sadgac shemxda. 70 milionad mshvenieri transferi iqneba