ოფიციალურად: ესპანეთის სუპერ თასს სტამბოლი უმასპინძლებს

ოფიციალურად: ესპანეთის სუპერ თასს სტამბოლი უმასპინძლებს

დიდი ხანია, “ბარსელონას” საქართველოსთან ასე ახლოს არ უთამაშია. 2015 წელს ევროპის სუპერ თასის თბილისში მოგების შემდეგ “ბარსელონა” ჩვენთან ასე ახლოს მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის გაზაფხულზე, სტამბულში იმყოფებოდა. 5 წლის შემდეგ კატალონიური კლუბი თურქეთის უდიდეს ქალაქში ბრუნდება, თანაც პოტენციური “ელ კლასიკოთი”.

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ესპანეთის სუპერ თასის მორიგი გათამაშება სტამბოლში ჩატარდება. თურქული ქალაქი ესპანურ გრანდებს 2027 წლის 2-7 თებერვალს უმასპინძლებს.

“ბარსელონა” ნახევარფინალში “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება. თუ კატალონიელებმა იმარჯვეს და მეორე ნახევარფინალში “რეალ მადრიდმა” “რეალ სოსიედადს” სძლია, ფინალში “ელ კლასიკოს” ვიხილავთ. ცნობისთვის, ჩვენს სამშობლოსთან ასე ახლოს “ელ კლასიკო” აქამდე არასდროს გამართულა.

თუ ჰანსი ფლიკის გუნდი ფინალშიც გაიმარჯვებს, ეს ამ ტურნირის ზედიზედ მესამედ მოგება იქნება, რაც 4-გუნდიან ფორმატში (2020 წლიდან) არასდროს მომხდარა, ისტორიაში კი სულ ორჯერ მოხდა – 1988-1990 წლებში ეს “რეალ მადრიდმა” შეძლო, ხოლო 2009-2011 წლებში “ბარსელონამ”.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (5)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 14 აგვ 2026, 12:15

    რა იცით, რო ატლეტიკოს მოვუგებთ, თასებზე ძალიან ვყავართ დაჩაგრულები თანაც ალვარესი გამწარებული იქნება და ამოგვტენის.

  • David_Villa...7
    David_Villa…7 გულშემატკივარი
    schedule 13 აგვ 2026, 20:56

    კაია წასვლა მარა აქეთ არ ვიქნები

  • JasoN
    JasoN ვეტერანი
    schedule 13 აგვ 2026, 20:48

    როდრიზე რა ისმის?

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 13 აგვ 2026, 19:44

    ისე რეალში მოურონიოა, ჩვენთანაც რო დაბრუნებულიყო პეპი მაგრად გაასწორებდა რა, სულ სხვა მუღამი ქონდა იმდროინდელ კლასიკოებს.