პირველი სრული ვარჯიში მიმდინარე სეზონში

პირველი სრული ვარჯიში მიმდინარე სეზონში

დღევანდელი ხუთშაბათი არ ყოფილა ჩვეულებრივი დღე “ბარსელონაში”, რადგან მიმდინარე წინასასეზონო ეტაპზე პირველად, ჰანსი ფლიკს საერთო ვარჯიშზე ყველა ხელმისაწვდომი მოთამაშე ჰყავდა. დილის ვარჯიში “სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე” თბილისის დროით 11:30 საათზე დაიწყო.

პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომი მოთამაშე ჩართულია

“ბარსელონას” მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ვარჯიში ჩაატარა პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომი მოთამაშის მონაწილეობით. მათ შორის იყვნენ ლამინ იამალი, პაუ კუბარსი, ოლმო და პედრი, რომლებიც გუნდს ოთხშაბათს შეუერთდნენ, ასევე ჟიულ კუნდე, რომელიც სამშაბათს დაბრუნდა.

ამასთანავე, დილის ვარჯიშში “ბარსა ატლეტიკისა” და ახალგაზრდული გუნდის 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა: ჰამზა აბდელკარიმი, ალვარო კორტესი, ჟორდი პესკერი, ორიან გორენი, ებრიმა ტუნკარა, ბრაიან ფარიანიასი, ჩავი ესპარტი, ჟოფრე ტორენტსი, გილე ფერნანდესი, ტომი მარკესი, ტონი ფერნანდესი და არონ იააკობიშვილი.

სიახლეში, რომელიც დღევანდელ ვარჯიშს ეძღვნება, “ბარსელონამ” საერთოდ არ ახსენა ფერან ტორესი. ეს შეიძლება იმის მინიშნებად მივიღოთ, რომ “ბლაუგრანა” ესპანელს გუნდის შემადგენელ ნაწილად აღარ მიიჩნევს და მისი “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლა გადაწყვეტილია.

დღეს მხოლოდ ერთი ვარჯიში

“ბარსელონამ” დღეს, 13 აგვისტოს დაგეგმილი ერთადერთი ვარჯიში დაასრულა. გუნდი დილის საათებში პარასკევსა და შაბათსაც ივარჯიშებს, წინ კი უკვე “ბაზელთან” ამხანაგური მატჩია (შეხვედრა 16 აგვისტოს, თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება).

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (7)

დატოვე კომენტარი

  • BlackBull
    BlackBull გულშემატკივარი
    schedule 13 აგვ 2026, 17:51

    მოკლედ როდრის თემა სე რატომ გაიწელა? რეალს თუ აძლევდნენ 60 მილიონად ჩვენ გვაყლევებენ? მომავალწელს მაინც მიდის და 60 მილიონი+ ბონუსებმა რატომ არ დააკმაყოფილა, იმედია იყიდიან როდის

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 13 აგვ 2026, 17:36

    80 მილიონს ფეხს არ უცვლის სიტი და რავიცი ღირს რო გადახდა უკვე აღარ ვიცი…🙄

  • AMZNG
    AMZNG კულე
    schedule 13 აგვ 2026, 16:05

    მიქაუტაძეზე იწერება აქტიურად რომ ფერანის ადგილს დაიკავებს,დეკუს მოსწონს და დიდი ალბათობით იყიდიანო,რომერომაც თქვა დაუკავშირდა ფეხბურთელსა და გარემოცვას და ამავდროულად ფლიკიც ესაუბრაო.ჭორი აღარაა,სპორტმა,მარკამ და რომერომ დაადასტურეს.ფერანის ტრანსფერი უკვე ფინალიზირებულია და ფაქტიურად პსჟ -ს ფეხბურთელია.

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 13 აგვ 2026, 15:30

    ებიჯო, ვერ დახურეს როდრის ტრანსფერი? რა გაახურეს საქმე რა.

    • La Pulga10
      La Pulga10 ვეტერანი
      schedule 13 აგვ 2026, 17:05

      65 მლნ-ზე უარი თქვა სიტიმო 80 ს ითხოვენო

      • Robert lewandovski
        Robert lewandovski კულე
        schedule 13 აგვ 2026, 17:30

        ისე, 30 წლის კაცში მაგხელა თანხა ცოტა ნამეტანი ხო არაა? და თან ტრავმებისკენაა მიდრეკილი საკმაოდ, რავიცი თან კონტრაქტიც შემდეგ წელს უმთავრდება და. ატრაკებენ შეიხები.

  • David_Villa...7
    David_Villa…7 გულშემატკივარი
    schedule 13 აგვ 2026, 15:20

    ფერმინი დადგება ბოლოს ფორვარდად ან ოლმო აგერ მე და აგერ თქვენ :))) ესენი ვინმეს არ იყიდიან ქნ თუ იყიდეს დაარეგისტრირებენ ?