workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა მაროკოში ამხანაგური მატჩის გამართვას არ გამორიცხავს

ბარსელონა მაროკოში ამხანაგური მატჩის გამართვას არ გამორიცხავს

“ბარსელონას” წინასასეზონო ამხანაგური მატჩების კალენდარი პრაქტიკულად უკვე დახურული აქვს, თუმცა კომერციული და სპორტული დეპარტამენტები კიდევ ერთი შეხვედრის დამატებას არ გამორიცხავენ. საუბარია მაროკოში თამაშზე, რომლის თარიღი და მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.

ჟურნალისტ აშრაფ ბენ აიადის ინფორმაციით, კლუბი პოტენციურ პრომოუტერთან მოლაპარაკებებს განაგრძობს. კატალონიურ კლუბს რეგიონში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და მატჩმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი მოიტანოს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ამ ზაფხულს ტურნეს ორგანიზება ვერ მოხერხდა (რაც კლუბს ჩვეულებრივ დაახლოებით 10 მილიონ ევროს მოგებას უტოვებს ხოლმე).

დადასტურებული მატჩების განრიგი

სანამ მაროკოს ვარიანტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჰანსი ფლიკის გუნდს ლა ლიგის დაწყებამდე უკვე ჩანიშნული აქვს რამდენიმე შეხვედრა:

  • 31 ივლისი: ინგლისური შეკრების ფარგლებში, მატჩი “ბირმინგემ სიტის” წინააღმდეგ.
  • 3 აგვისტო: ასევე ინგლისში, დახურულ კარს მიღმა დაგეგმილი შეხვედრა “პრესტონ ნორთ ენდის” წინააღმდეგ.
  • 8 აგვისტო: გუნდი იტალიაში, უდინეში გაემგზავრება, სადაც სამთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. კატალონიელთა მეტოქეები “ნოტინგემ ფორესტი” და “უდინეზე” იქნებიან.
  • 19 აგვისტო: ოფიციალური სეზონის დაწყებამდე, კლუბი ტრადიციულ ჟოან გამპერის თასზე ეგვიპტურ “ალ აჰლის” დაუპირისპირდება.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 29 ივლ 2026, 12:18
    #1

    და ძირითადები როდის ბრუნდებიან.