“ბარსელონა” ინგლისში გაემგზავრა, სადაც 3 აგვისტოს ჩათვლით “სენტ ჯორჯს პარკის” ბაზაზე წინასასეზონო შეკრებას გაივლის. კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ინგლისურ ტურნეზე 31 მოთამაშეს უხმო.
მთავარი სიახლე მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სიაში ყოფნაა. მეკარეს “აიაქსში” იჯარა ჯერ კიდევ არ დაუხურავს, ამიტომ ის დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად იმოგზაურებს. გამოძახებულთა შორის არიან ფერმინ ლოპესი და რონალდ არაუხოც, რომლებიც ტრავმების შემდეგ ექიმების ნებართვას ელიან.
რაც შეეხება რაფინიას, ის გუნდს ოთხშაბათს, 29 ივლისს შეუერთდება. მსოფლიო ჩემპიონატზე ნამყოფი ფეხბურთელების დიდი ნაწილის არყოფნის გამო, ფლიკმა შეკრების შესავსებად სარეზერვო და ახალგაზრდული გუნდებიდან არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე გამოიძახა.
დე იონგი გუნდთან ერთად მიემგზავრება
ორშაბათს “ჟოან გამპერის” ბაზაზე იმყოფებოდა ფრენკი დე იონგიც. ის გუნდთან ერთად შეკრებაზე გაემგზავრა, რათა მარჯვენა მუხლის ტრავმის კონსერვატიული მკურნალობა გააგრძელოს. ნიდერლანდელმა მსოფლიო ჩემპიონატზე შიდა გვერდითი იოგი გაიგლიჯა და ახლა დაკვირვების ქვეშ იმყოფება, რათა გაირკვეს, დასჭირდება თუ არა ოპერაცია.
ვინაიდან კლუბის სარეაბილიტაციო პერსონალი შეკრებაზე მიემგზავრება, დე იონგიც ამ დღეებს ინგლისში გაატარებს.
ფლიკის მიერ შერჩეული 31 ფეხბურთელი
- მეკარეები: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ვოიცეხ შჩესნი, არონ იააკობიშვილი, იკერ როდრიგესი.
- მცველები: ალეხანდრო ბალდე, რონალდ არაუხო, ჟერარ მარტინი, ანდრეას კრისტენსენი, ექტორ ფორტი, ჩავი ესპარტი, ალვარო კორტესი, ჟოფრე ტორენტსი, ჟორდი პესკერი.
- ნახევარმცველები: ფერმინ ლოპესი, მარკ კასადო, მარკ ბერნალი, ტომი მარკესი, გილე ფერნანდესი, ბრიან ფარინიასი, იბრაჰიმ დიარა, ორიან გორენი, ფრენკი დე იონგი.
- თავდამსხმელები: კარიმ ადეიემი, რუნი ბარდჯი, ჰამზა აბდელკარიმი, ოსკარ გისტაუ, ებრიმა ტუნკარა, ტონი ფერნანდესი, ალექს გონსალესი, შეინ კლუივერტი, რაფინია (29 ივლისიდან).
ხავიერ მასკერანოს მოსაზრება ბარსელონას ხელმძღვანელობის ტრანსფერების გაკეთების უნარებზე😕 ,, ხავიერ მასკერანო ეჭვქვეშ აყენებს „ბარსელონას“ მიერ მარკ კასადოსთვის 40 მილიონი ევროს შეფასებას მას შემდეგ, რაც ელიოტ ანდერსონი 134 მილიონ ევროდ შეფასდა:
🗣️ „არ მესმის, რატომ ფასდება მარკ კასადო მხოლოდ 40 მილიონ ევროდ, როცა მსგავსი პროფილის ფეხბურთელების ღირებულება დღევანდელ ბაზარზე 100 მილიონ ევროსაც მნიშვნელოვნად აღემატება.
თუ ელიოტ ანდერსონი 134 მილიონი ევრო ღირს, მაშინ „ბარსელონამ“ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, რატომ აფასებს საკუთარ ერთ-ერთ ტალანტს ასე იაფად. კასადოს უკვე უთამაშია უმაღლეს დონეზე, მონაწილეობა მიუღია მნიშვნელოვან მატჩებში და დაამტკიცა, რომ აქვს ყველა ის თვისება, რომელიც ტოპ-კლუბში წარმატებისთვის არის საჭირო.
ეს „ბარსელონას“ მუდმივი პრობლემაა. კლუბი დიდ თანხებს იხდის ფეხბურთელების შესაძენად, მაგრამ როცა საკუთარი აღზრდილების გაყიდვის დრო დგება, მათ ღირებულებას ხშირად თავადვე აკნინებს. სხვა კლუბები „ბარსელონასგან“ უზარმაზარ თანხებს ითხოვენ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ხოლო „ბარსელონა“ ხშირად მზად არის საკუთარი ფეხბურთელები მათ რეალურ საბაზრო ღირებულებაზე ბევრად იაფად გაყიდოს.
ფაქტი, რომ მარკ კასადო „ლა მასიას“ აღზრდილია, მის ფასს კი არ უნდა ამცირებდეს, არამედ პირიქით — უნდა ზრდიდეს. „ბარსელონაში“ გაზრდილ ფეხბურთელებს უკვე აქვთ კლუბის სათამაშო ფილოსოფიის უნიკალური გაგება და უმაღლეს დონეზე ასპარეზობის გამოცდილებაც.
გასულ სეზონში რამდენიმე კლუბმა გამოხატა ინტერესი მარკ კასადოს მიმართ, მაგრამ „ბარსელონა“ კვლავ მზად არის მისი გაყიდვისთვის, რადგან ამაში გარკვეულ სარგებელს ხედავს.
სიმართლე გითხრათ, უკვე დავიღალე იმ გადაჭარბებული აჟიოტაჟითა და ფასების ინფლაციით, რომელსაც ინგლისური მედია და პრემიერ ლიგა ქმნის. ეს მართლაც ძალიან გამაღიზიანებელია.“ ესეც მე ვარ? მოკლედ რომ ვთქვა სირია დეკო და ვირთხაა ლაპორტა🤮🐀 პ.ს წელს რეალმა კანტეროების გაყიდვით 116 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
ესე იგი დე იონგი ვერ ითამაშებს,მაგრამ აქ რა ვაკეთო ბარემ წამოვალ, გავერთობი მაინცო?
კორტესი ჟილე და ექაპარტი უნდა მოიხოდონ
კრუპი თუ ვიღაცა განიხილება ალვარესის ალტერნატივადო რომანომ. იცით ვინაა? როგორია?
ჯუნიორ კრუპი თამაშობს ” ბორნმუთში ” პრემიერ ლიგურ სეზონში შარშან 35 თამაშში 13 გოლი შეაგდო სიმაღლე 179 სმ ტრანსფერზე 70 უწერია ალვარესის ალტერნატივა რამდენად არის ეგ კიდევ საკითხავია თუმცა ჩვენს გარდა პრემიერ ლიგაში არსენალს მანჩესტერს და სიტის უნდა შეგიძლია YouTube -ზე ნახო El Junior Kroupi 2026
გაპიარებული იგროკია თუ მართლა ღირს მაგის მოყვანა?
ზუსტად ვერაფერს გეტყვი იმიტომ რომ ” ბორნმუთის ” თამაშებს არ ვუყურებდი შარშან მხოლოდ YouTube-ით მსჯელობა არა მგონია სერიოზული იყოს ფაქტი ის არის რომ ” ბორნმუთმა ” ფრანგული ” ლორიანიან ” 15 მილიონად იყიდა და ეხლა ტრანსფერზე 70 უწერია :)))) რას იზავ ინგლისია მანდ ყველაფერი მოსულა იმხელა ფული ტრიალებს…თუ მაგხელა ფულს იხდიან რატომ არ ყიდულობენ უკვე შემდგარ ფეხბურთელს ?! გაუგებარია მაგალითად ლაუტარო მარტინესს
კრუპმა ფეხი კოიტეხაო და სამიდან ოთ თვემდე გაუცდებაო