“ბარსელონამ” ფრენკი დე იონგის სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ნიდერლანდელს მარჯვენა მუხლის შიდა გვერდითი იოგი აქვს გაგლეჯილი. ტრავმის გასაანალიზებლად, Mundo Deportivo სპორტული მედიცინის სპეციალისტს, ჟორდი სუროსს დაუკავშირდა.
მან შეაფასა როგორც კლუბის განცხადება, ისე ფეხბურთელის მიერ მოგვიანებით გავრცელებული წერილი, სადაც ის ოპერაციას არ გამორიცხავდა.
“ჩემი გადმოსახედიდან, ორივე განცხადება ერთმანეთთან თავსებადია. კლუბი საუბრობს დიაგნოზსა და მკურნალობაზე, ხოლო დე იონგი ხსნის, თუ როგორ განვითარდა ტრავმა. ჯერჯერობით არ ვიცით, გაგლეჯა ნაწილობრივია თუ სრული, სად არის ლოკალიზებული და როგორია მუხლის სტაბილურობის ხარისხი”, – აღნიშნავს ექიმი.
შიდა იოგი უფრო ადვილად ხორცდება
სუროსის აზრით, პრობლემა შესაძლოა მხოლოდ კონსერვატიული მკურნალობით მოგვარდეს.
“შიდა გვერდითი იოგი კარგად მარაგდება სისხლით და სხვა იოგებთან შედარებით, შეხორცების გაცილებით დიდი უნარი აქვს. ამიტომ, მსგავსი ტრავმების უმეტესობა ქირურგიული ჩარევის გარეშე იკურნება”, – აკონკრეტებს ის.
ექიმი ტრავმის განვითარებაზეც საუბრობს:
“მხოლოდ იოგზე არ უნდა ვკონცენტრირდეთ. მნიშვნელოვანია მისი ძვალთან შეერთების ადგილების შესწავლა ბარძაყსა და წვივზე. ასეთი ტრავმების დროს ხშირია ძვლის შეშუპება (ედემა), რომლის აღმოჩენაც მხოლოდ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით არის შესაძლებელი. ეს შეიძლება პირველი შემოწმებისას შეუმჩნეველი დარჩეს. ედემა მიუთითებს, რომ ძვალსა და იოგს შორის დამაკავშირებელი ნაწილიც დაზიანებულია. თუ ფეხბურთელი ნაადრევად დაიტვირთება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ცუდი შეხორცება, მუდმივი ტკივილი ან უფრო სერიოზული დაზიანება. ასევე უნდა შეფასდეს მენისკიც. ეს ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ შეფასდა ტრავმა თავდაპირველად მსუბუქად და მოგვიანებით – უფრო სერიოზულად.”
გამოჯანმრთელების პერიოდი
რაც შეეხება კონსერვატიულ მკურნალობას, ექიმი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე აუცილებელია მუხლის დაცვა და ტკივილისა თუ შეშუპების კონტროლი. შემდეგ კი მოთამაშე პროგრესულად დაიწყებს მობილურობისა და კუნთების ძალის აღდგენას.
საუკეთესო სცენარის შემთხვევაში, დე იონგი მოედანზე თვენახევარში დაბრუნდება.
“თუ საქმე გვაქვს ნაწილობრივ და სტაბილურ გაგლეჯასთან, საუკეთესო სცენარი 4-დან 6 კვირამდე პერიოდს მოიცავს. სრული, მაგრამ იზოლირებული და კარგი კონსერვატიული დინამიკის მქონე გაგლეჯის შემთხვევაში, საუბარი შეიძლება იყოს 2-3 თვეზე”, – გვაფრთხილებს ექიმი.
რაც შეეხება ნეგატიურ სცენარს, ექიმი ამატებს:
“ყველაზე ცუდი პროგნოზი იქნება ძვლის დაზიანება, გადანაცვლებული გაგლეჯა ან სერიოზული არასტაბილურობა. ამ სცენარში ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდება და ვადებიც საგრძნობლად გაიზრდება.”
დასასრულს, სუროსი ასკვნის:
“ის, რომ თავიდანვე ოპერაცია არ იგეგმება, კარგი სიახლეა. თუმცა, დე იონგის დაბრუნება კალენდარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ის მოედანს მხოლოდ მაშინ უნდა დაუბრუნდეს, როცა მუხლი სტაბილური და უმტკივნეულო იქნება და შეძლებს გაუძლოს პროფესიონალური ფეხბურთისთვის დამახასიათებელ მაქსიმალურ დატვირთვებს.”
პირველ წრეს გამოტოვებს რა
სიტყვა გაგლეჯილის ნაცვლად გაწყვეტილი, რომ იხმაროთ არ ჯობია?
კუმანია წიხლით საცემი, სულ ბარსას აბრალებდა მაგის ტრამვებს და თვითონ თურმე მუხლის შიდა გვერდითი იოგგაგლეჯილი ტრამვით, გამაყუჩებლებით ათამაშებდა. სად გაგიგიათ ტკივილგამაყუჩებლით ფეხბურთელი ათამაშო. კბილი ხო არ ტკიოდა შე კარგმოტყნულო ფეხებით არ უნდა ეთამაშა? და თურმე არაფერია მუხლი აქვს გაგლეჯილი? მერე რა, აი ეხლა მუნდიალს მოვიგებთ და მერე მივხედავთ მაგის მუხლს. როგორ მეზიზღება ეს ძალათ მწვრთნელი, კრესლო რო ქონდა გამოტანილი მინდორთან და გადაწოლილი რო “ხელმძღვანელობდა” თამაშს. თანაც არაფერს არ დარდობდა მე ტიტულების მოსაგებად არ მოვუყვანივარო. აგერ მოვიდა ნორმალური მწვრთნელი და უტიტულოდ სეზონს არ ატარებს.
თორნიმე კვარაცხელია ნახეთ ხალხო? ძმასავით არ მოძრაობს? ბარსაში ამოყოს ნეტა თავი.
მომდევნო სიახლე დადეთ რას ამბობს მკურნალო ექთანი დეიონგზე და მაგის შემდეგი სანიტარი რას იძახის სისუფთავე აქვს თუ არა მკურნალობის ეტაპზე
ეს 47 განყოფილებად დაყოფილი სტატიები გულს არ გიწუხებთ? დაწერეთ რა მარტივად როგორც ადრე იყო, რას თხზავთ
გარსიას და კრისტენსენი იმედზე უნდათ ყოფნა საყრდენ ზონაში? ბერნალი დონეა მაგრამ ღმერთმა იცის როდის შეიძლება გაიტრამვოს. როდრიზე როგორ არ წუხდებიან ბიჭო მაგიჟებენ. რეალის დდშვც დავიჯერო ბარსელონაში თავისიანევთან ყოფნა არ ურჩევნია?
არაა როდრი ამ ფლიკის ბარსას სტილის, თან მაგისი მოყვანით პედრიც საფრთხეში ჩავარდება და ფლიკს მოუწევს ტაქტიკების გადაწყობა რომ როდრის მოერგოს.
ბარსას ჭირდება დინამიური საყრდენი, რომელიც პედრისთან და ზოგადად გუნდთან კარგ ქიმიას შექმნის და სისწრაფეებზე და ჰაილაინში თამაში არ გაუჭირდება,მაშინ როცა როდრის ჭირდება ესპანეთის მსგავსად მოთამაშე გუნდი და ამავდროულად პედრის საერთოდ ვერ უგებს.
ფლიკს კაი ხნის წინ უნდა გადაეწყო ტაქტიკები და პრახადნოი არ ექნებოდა უკან. თამაშობს გუნდები პრესინგს დაბალანსებული დაცვითაც. რამონიმე წამში იბრუნებდა ესპანეთი ბურთს. ფლიკს არ მოერგება თურმე,არ მოერგება და ასე არ ექნება შედეგი რაც გვინდა და ასე კარგად გაუყვება გზას,მიუხედავად იმასა როგორც არ უნდა გვიყვარდეს. არავინ უარყოფს რო უდიდესი წუმოედან ამოგვათრია,გუნდს სული დაუბრუნა და სტილი მარა ცოტა რამე თუ არ შეცვალა და სიჯიუტეს არ მოეშვა წავა მომავალ ზაფხულს
ხოდა ფაქტია რომ ეგ კაცი არაპირებს არაფრის შეცვლას თორე მართლა შესაცვლელი როცა ჰქონდა მაშინ უნდა შეეცვლა, მარა ჯიუტია და რა ვქნათ ახლა.
მეც დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ესპანეთის მთლიან ნაკრებს ბარსაში თავისი დელაფუენტიანად მარა არ ხდება ეგრე.
ყველა მწვრთნელს თავისი ფილოსოფია აქვს და მაგ ფილოსოფიას არგებს ახალ ტრანსფერებსაც და მეც მაგას ვიძახი რომ როდრი არანაირად არ ჯდება ფლიკის ფილოსოფიაში და არაა მოსაყვანი თქო, მითუმეტეს როგორც ესპანეთის ფანი, ბოლო წლებია რასაც როდრი-პედრის დუეტს ვუყურე, იმენა საზიზღრობაა და აშკარაა მოედანზე ვერ გუობენ ერთმანეთს და რა ვქნათ ახლა.. მე მირჩევნია რო 23 წლის მსოფლიოს საუკეთესო ნახმცველზე გავაკეთო აქცენტი, რომელიც უკვე ისედაც გუნდში მყავს, ვიდრე 50+მ გავიქნიო 30 წლის ტიპში, რომლის გამოც თურმე გუნდის სქემებიც უნდა ამოტრიალდეს და იზამს ახლა მაგას ვინმე ჭკუათ მყოფელი?
ჩემთვისაც მაგარია როდრის სახელი და ზოგადად ყველას ისე გვიყალიბდება საფეხბურთო ფსიქოლოგია რომ ვიღაცა კაი ფეხბურთელის სახელს რომ გაიგებ გჭირდება თუ არა ყველას შენს გუნდში მიათრევ, მარა ჩვენ მაგას ვაკეთებთ ოცნებებში და რეალი როცა რეალობაში ახორციელებს ეგეთებს კიც ვხედავთ მერე ყოველი გალაქტიკოს შექმნისას რა შედეგებიც აქვთ.
მასე ეგონა ხალხს მბაპე რო მიყავდა, რა მაგარია ახლა წინ მბაპე-ვინი-ბელინგემი გვეყოლება და ვაბშე ყოველწელს ლიგებს მოვიგებთო, მარა ჩემი ფეხები, 2 წელია უტიტულოდ არიან, რატომ? ამ დროს 3ვე უდიდესი ფეხბურთელია და აი შენი აზრით რატომ ვერ გუობენ ერთმანეთს? აი მე ზუსტად მაგას ვიძახი რო პედრი-როდრისაც ეგ დაემართებათ!
რეალში არის დომინაციის პრობლემა! ზედმეტად დიდი დონის ფეხბურთელები შეყარეს მაგ 3ის სახით, რომელთაც მიაჩნიათ რომ საუკეთესოები არიან და არ დათმობენ არაფერს. კი ბელინგემსა და ვინისიუსს ქიმია ქონდათ და თან როცა ჩლ მოიგეს მაშინ ბელინგემის პირველი წელი იყო და შიგნით ვერ დაიწყებდა ვერაფერს, მარა მას მერე რაც ჩლ მოიგო ეგეც კაი მამლაყინწა გახდა, ხოლო ვინისიუსი ლამის ყოველ მეორე ფეხბურთელს ებრიქება მე 2 ლიგა მაქვს და შენ რა მოგიგიაო, ამათ დაუმატეს მბაპე, რომელიც ალბათ სამყაროში ყველაზე პრინცესულად გაზრდილი ეგოიანი ფეხბურთელია და ახლა გასახდელში ხოცავენ ერთმანეთს. აი ზუსტად მსგავსი პრობლემა შეიძლება შეიქმნას ბარსას ნახდაცვაში, რომელიც ამ წამს მსოფლიოში საუკეთესოა და თქვენ აქ ხალხი პროსტა ჯერ მაგას ვერ აცნობიერებთ და მერე გგონიათ რო აი ესეთი ფეხბურთელების მოყრაა იმისათვის მნიშვნელოვანი რო უფრო მაგარი გახდეს, არადა არაფერი ჭირდებათ. აი დეიონგი რომ არ დამტვრეულიყო ახლა იდეალურად იქნებოდა ყველაფერი, მარა დაიმტვრა და თუ მაინცდამაინც ახალი კაცი უნდა მოვძებნოთ მაშინ ზუსტად ისეთი პროფილისა და უკეთესი დაცვითი უნარების ფეხბურთელი უნდა იყოს და არა რადიკალურად განსხვავებული, ვინაიდან მაგ განსხვავების მოტანას გუნდის არევა შეუძლია და ამას თვალს არ უსწორებთ.
ამიტომაცაა რომ მთელი ორი დღეა მარტო ზუბიმენდის ვწურავ, რადგან ნანახი მაქვს ნაკრებში პედრისთან ერთად რას თამაშობს და აი მაგაზე ლამაზად და სრულყოფილად მოთამაშე ნახდაცვა იმ დიდების მერე ალბათ არც მინახია. მაგ 2ს და პლუს მერინოს აი ძალიან მაგარი ქიმია აქვთ და ძალიან დინამიურად და სასწაულად თამაშობენ, მაშინ როცა როდრისთან ერთად იმის მეათედსაც ვერ აკეთებენ თუმცა პოზიციურად და ბალანსში უკეთესები არიან. უბრალოდ ამ ფლიკის ბარსას ყველაზე მეტად დააკვდებოდა ზუბიმენდი, მაშინ როცა როდრი რეალურად დააკვდება რეალს.
ფლიკმა შეხედოს ესპანეთის ნაკრებს და დააკვირდეს როგორ გამაშობენ დაცვასაც შეტევასაც და პრესინგსაც, გავკარი მაგის აწეულ დაცვას, იმდენს იზავს ამ ახალგაზრდებს ფსიქიკას გაუნადგურებს. მწვრთნელი მაშინაა ძლიერი როცა რამდენიმე ტაქტიკა აქვს და ნებისმიერ დროს გადააწყობს გუნდს. როდრი თუარ მოწონს და არ ჭირდება მაშინ საერთოდ შეეშვას მწვრთნელობას ჯობია.
ძმას ვენაცვალე ვერ აანალიზებთ,არ გესმით და ჰარი ჰარალო არ გინდა. ვუყურებთ აქ ფეხბურთს შენს გარდა ხალხი და მეტად თუ არა არანაკლებ გვესმის. არსად მიხსენებია რო პედრი და როდრი მაინც და მაინც ერთად დახატავენ. მაგრამ იმას რო აჯობებს რაც ახლა ხდება ორი აზრი არ უნდა. სუბიმენდი და მერინო რო უკეთ ზიან პედრისთან ყველამ ვიცით მარა ეგ სამეული რო წამოიხიეს ერთა ლიგაზე ეგეც ვნახეთ. თან სუბიმენდის რო არავინ გამოუშვებს და მითუმეტეს 100 ზე ნაკლებად ეგ ყველამ ვიცით. სხვას ცოდნას უყურებ და დეიონგი რო იყოს დალაგებულიაო,როცა იმეეენა საყრდენი ზონაა ბუსკეცის მერე პრახადნოი. დეიონგის საუკეთესო თამაში რო ჩართო მინიმუმ 2 შეცდომას გაჩვენებ სადაც გუნდი გადარჩა გოლის გატენვას. სადაც ვერ გადარჩა კი წამოგვიხიეს.ამოწეულ დაცვაზე არანაკლებ საშინელეებაა რო ცენტრს ვერ ვიჭერთ ისე როგორც უნდა გვეჭიროს. მერე მეორე აქ საუბარი ზუსტად იმაზეა რო მცველმა როტაციებს უნდა მიმართოს და ტაქტიკურ ცვლილებებს.მაგიტო მისცემს გუნდს სიღრმეს როდრი. ვაფშე კიდე მთავარი აქცენტი იმაზე მაქვს გაკეთებული რო სულ რო ვერ ითამაშოს უმაღლეს დონეზე,2 წელი იგლახავებს მარა ბერნალს გამოგვიზრდიდა ცხოველად. დალშე სუბიმენდი ამ წამს მეც ყველას მირჩევნიამარა წარმოუდგენეკიცაა და ბერნალსაც შეაფერხებს და ბერნალის იმედიც მაქ,თუ დონე დადო 10-12 წელი კაცი არ გვინდა ცენტრში მარა ენდობა ბავშვს კაცი?თან ტრავმიანს. გამოზრდიდა და მერე ჩაიბარებდა. დეიონგის იმედზე იყოს ესპანიოლი.ამ გუნდს უნდა მინიმუმ კარგი ცაცია მცველი,კანსელო,9 ნომერი მკვლელი და ნახმცველი. ეს იმ ფონზე რო ფლანგების უკეთ გაძლიერების ერთი ადგილი არ გვაქვს…
თავს უფლებას მივცემ და შენი დიდი პატივისცემის მიუხედავად ( ამას სერიოზულად გეუბნები) ამ შემთხვევაში შენს მოსაზრებაზე უფრო ჩემთვის როდრის კლასი და შესაძლებლობებია დამაჯერებეკი. ეგოებზე და რეალზე გეთანხმები, მაგრამ მბაპესგან, ვინისგან და ჯუდისგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნებები მგონია პედრი და როდრი, პლუს ორივე ესპანელი და პლუს ერთად მოპოვებული ამხელა წარმატების შემდეგ ჩემი აზრით შეთამაშების პრობლემა ამ ორ უნიჭიერეს ფეხბურთელს ერთმანეთში არ ექნებათ, მით უმეტეს რომ ჩემი აზრით აბსოლუტურად სხვა და სხვა მონაცემების და შესაძლებლობების არის ორივე. მე მგონია რომ ზუბიმენდი როდრის ნახევარი ფეხბურთელია, ისიც მგონია რომ შეიძლება დელაფუენტე ფლიკზე დიდი ტაქტიკოსი იყოს ( შეიძლება და არც ამაში ვარ დარწმუნებული) მაგრამ როგორც მოტივატორი და გუნდის შემკვრელი ერთი მიზნის გარშემო ფლიკი არაფრით ნაკლები არ არის თუ მეტი არა დელაფუენტეზე. რატო ჩაიციკლე ამ თემაზე რომ პედრი და როდრი ერთად საშინეკებაა ვერ ვხვდები, შეიძკება ნაკრებში ჩააგდეს რამოდენიმე თამაში მაგრამ ერთ კლუბში ყოველდღიური ვარჯიშის შემდეგ, ორმა ასეთი ნიჭის პატრონმა, ერთი ეროვნების კაცებმა როგორ შეიზლება არ გაამართლონ ჩემამდე არ დადის. სულ რომ შენ იყო მართალი და ზუბიმენდი ჯობდეს ბარსასთვის მისი ყიდვა არის ზღაპარი. 30 წლის სასწაულ ფორმაში მყოფი როდრი კი 50 ჯდება, მთავარია თავად ის დაიკეროს. მე მესმის რომ მე უფრო დავკერავ ადრიანა ლიმას მინეტის გაკეთებაზე ვიდრე დეკო აჯობებს ფეხბურთელის დარწმუნებაში პერესს😕 მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ ალბათ ასაკის გამო ( არ უყვარს პერესს 30+ ფეხბურთელებში ფულის გადახდა) არ აქტიურობს და მგონია რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება 50 მილიონად არის სისულელე, მით უმეტეს იმ გუნდისგან ვინც ამ პოზიციაზე ათამაშებს დეიონგს, უხდის მგონი პლანეტაზე ყველაზე მეტ ხელფასს ტრავმებში და რეაბილიტაციებში. ისე მომგებიანი პოზიცია გაქვს😁 ჩვენი სირები როდრის მომყვანები არ არიან, რეალს მაინც აყიდინებს მაურინიო როდრის, დარწმუნებული ვარ ესპანელი რეალის ნახევარდაცვას საათივით ააწყობს და შენ კი იტყვი ხომ ვამბდი რეალის სტილის არისო. არადა ვერასოდეს ვერ გავიგებთ ბარსელონაში როგორ ითამაშებდნენ ერთად როდრი, ოლმო და პედრი🙂
კარგი ერთ რაღაცას გკითხავ, შენი აზრით ფლეიოფებში პედრი რატომ მოაჯინეს სკამზე? რუისი უკეთესი ფეხბურთელია?
ან ევროზე პედრის ტრავმის მერე ესპანეთის თამაში 1-2ად რომ ამაღლდა ეგ რისი ბრალი იყო?
ამაზე მინდა რეალური საფეხბურთო ანალიზი, აპა დანარჩენი ახლა მეც მესმის და შენც, 2022ის მერე გამადიდებელი შუშით ვაკვირდები როდრის და ყოველთვის მომწონდა, აქაც ბევრჯერ დამიწერია მოიყვანეთ თქო განსაკუთრებით ევროს მერე, მაგრამ ფეხბურთი დეტალებშია და სანამ ვინმეს მოიყვან იქამდე მარტო იმას კი არ უნდა შეხედო რა უნარები აქვს და რისთვის მიუღწევია, არამედ პირველ რიგში მისი მენტალიტეტიდან და გასახდელიდან იწყება ყველაფერი, მერე მინდორზე გუნდელების შეცნობიდან, მერე მწვრთნელის სქემებში ჩაჯდომიდან და ა.შ. უამრავი დეტალია..
მე რომ მითამაშია პრო დონეზე და ვიცი გუნდურ სპორტში რა როგორ მუშაობს ზუსტად მაგაზე დაყრდნობით ვიწერები ამ საბაზისოებს, დალშე ახლა რეალურად შიგნით ვინ როგორ ერგება ამ კრიტერიუმებს კაციშვილმა არ ვიცით და ბრმად მინდობილები ვართ მწვრთნელსა და დირექტორზე. შესაბამისად აქ ყველა ჩვენ ჩვენ ვარაუდებს გამოვხატავთ და ჩემი ვერდიქტი ეგაა რომ არ უნდა მოიყვანონ, თქვენი სხვაა და აგერ ვნახოთ მომავალში რა მოხდება.
მე ჯერ კიდევ 2017ში ჭკუა ვისწავლე კოუტინიო-დემბელეს ტრანსფერებიდან გამომდინარე, როცა რეალურად გავიაზრე თუ როგორ მოქმედებს ფეხბურთი სიღრმეებში.
ერთს კი ცოტას წავიტრაბახებ და ვიტყვი რომ თავის დროზე სულ ყველამ რომ ზურგი აქცია რაფინიას მგონი მარტო მე ვიცავდი, თავის დროზე კაციშვილს რომ არ ეგონა მე ვამბობდი რომ რეალი მბაპეს გამო დასამარდება თქო, თავის დროზე წლების მანძილზე პატარა იამალის დებიუტს იქამდე ვწურავდი სანამ საერთოდ ჩავი აღმოაჩენდა, 24-25ის სეზონის დაწყებამდე მთელი ზაფხული ტვინს იმაზე ვღუნავდი რომ ბარსელონური რენესანსი იწყებოდა, როცა კაციშვილს არ ჯეროდა ამ გუნდის და მაშინაც აქტიურად მიდიოდა საყრდენის მოყვანაზე საუბარი მაშინ როცა ბერნალი-კასადო უკვე ვიცოდი რაც იყვნენ და ეს მერე ნახა ფლიკმაც.. მოკლედ ზოგჯერ მგონია არც ჩემზე მეტად უყვარს ვინმეს ეს კლუბი და არც ჩემზე დიდი ანალიზის უნარი აქვს ძალიან ბევრს, რადგან 24/7ზე ამათ ვიდეოებს, სტატიებს, ინდივიდუალურად ფეხბურთელებს, გასახდელს და ყველაფერს ვაკვირდები, ამას პლუს ცოტა კრიტიკული აზროვნება, ცოტა ანალიზის უნარი და თავიდანვე ვხვდები ძალიან ბევრ რამეს რაც მომავალში მოხდება. ფეხბურთსა და ბარსას 2007ის ანკარა მესიდან მოყოლებული ვუყურებ, ამ საიტზე რეალურად 2010დან ვარ, ამის გარდა ბარსას თამაში არ გამიმაზია და თითოეული მათგანი ჩემთვის დღესასწაულია, კოშმარსა და ქვესკნელში ჩავყევი ამ გუნდს და მაგის მერე არ ვიცი რამ უნდა გამაკვირვოს, ამიტომ ვერცერთ სამყაროში საკუთარ თავზე უფრო დიდ გულშემატკივარს ვერ ვხედავ, შესაბამისად როცა რაღაცაზე საბოლოო დასკვნას ვაკეთებ, ზუსტად ვიცი რომ ეს ასე იქნება და 99% შემთხვევებში არის კიდეც.
პ.ს. როდრი რეალს დახატავს და შეავსებს. ბარსას ადგილზე მხოლოდ იმიტომ ვიყიდდი რომ რეალში არ წასულიყო, მაგრამ ეგ უკვე სიბოროტეა, ჩემი აზრით თუ გადავა, აი ზუსტად ეგ იქნება ამ რეალის სერიოზული turning point-ი, მაგრამ იგივე არ ითარგმნება ბარსაზეც, რადგან საერთოდ სხვადახხვა გუნდები ვართ ყველა დონეზე.
პ.პ.ს არავინ ამბობს რომ ზუბიმენდი როდრიზე უკეთესი ფეხბურთელია, იმაშიც გეთანხმები რომ როდრი 10ჯერ უკეთესია, მაგრამ ყოველთვის გააჩნია ვინ, სად და ვისთან ერთად თამაშობს. ეგაა ფეხბურთის ამომავალი წერტილი.
თორე ყველაფერი ლოგიკას რომ ექვემდებარებოდეს, მაშინ არცერთ სამყაროში ჩვენ ამ რეალისთვის 7დან 6 თამაში ვერ უნდა მოგვეგო და ყველა ტიტულიც ვერ უნდა აგვეხია, რადგან შემადგენლობა ჩვენსაზე გაცილებით კარგი ჰყავდათ და მწვრთნელებად კარლო და ალონსო.. საუკეთესო მენ მენეჯერები..
აი მარტო ეგ 1 მაგალითიც კი გაჩვენებს იმას რომ ძალიან სერიოზული კვლევაა საჭირო და არა პერესისეული აზროვნება😂
ზუსტად ლოგიკა ხსნის რატომაც გავხიეთ მაგ ყველა თამაშში რეალი. საერთოდ ამ სამყაროში ყველაფერი ლოგიკას და კანონზომიერებას ექვემდებარება. იბრძოლებ?იშრომებ?შეკრული იქნები? მოიგებ. არა და წააგებ მაგ 6 თამაშს. ხო როდრის რაც შეხება, 50/50 ზე ვარ კაცო,რეალი თუ გულით უნდა მაგის დედასაც იქ შვც. თუ ფიქრობს ბარსაზეც,შეიძლება დათრევა. რაღაცებს ჩვენც შევცლიდით,ბერნალსაც გამოგვიზრდიდა. თორე პედრისთან რო მთლად ვერ ხატავს ეგ კომენტატორმაც ახსენა იმ მატჩში😉და ჩვენც ვხვდებოდით მანამდე. მოკლედ მე მაინც მეშინია ბერნალის (არა მაგის პოტენციალის) და მაგიტო მინდა გაძლიერება ცენტრის. კასადო კაი გულიანი ბიჭია მარა ვალენსიას დონეა. იქნებ კანსელოს გარდა 3 ტრანსფერი გააკეთონ,მცველი/ნახმცველი/ცხრიანი. 1-2 ბავშვიც ამოწიონ და მკვლელი გუნდი ვართ.
რაღაც ლოგიკას ნამდვილად ექვემდებარებოდა რეალის ეს გახევები, მაგრამ იმ ლოგიკაში არ ჯდება მარტო სახელებით რო აფასებენ გუნდების შესაძლებლობებს, რადგან რეალს რახანია სტარებით ჩვენზე უკეთესი შემადგენლობები ყავს და უკეთესი ან იგივე დონის მწვრთნელები, მაგრამ ბოლო 2 სეზონში რაც ამ გუნდით ვუქენით მართლა ანომალიაა ესე ზედაპირულად რო იმსჯელო.
პროსტა რეალურად რატომაც მოხდა ის რაც მოხდა ჩემი აზრით პირველ რიგში მბაპეს ბრალია, ამან ვინი და ბელინგემი არია, მარჯვენა ფლანგი რახანია ვერ დაალაგეს, მერე დიდი ტრავმიანობაც ჰქონდათ, თანდათან ეგოებმა იმატეს, ყველა ერთმანეთს ჩაეძაბა და შიდა ომი იყო. ბარსამ კი 17 წლის ღლაპებით ესეთ დემორალიზებულ სისტემას გამართული დაუპირისპირა. დაახლოებით ზუსტად იგივე ქეისი იყო ახლა ესპანეთი-საფრანგეთის თამაშში რაც მოხდა.
ზოგადად ამ მსოფლიოზე ესპანეთმა ძალიან დიდი რაღაც შეცვალა საფეხბურთო აღქმებში და ამას მალე ვნახავთ.
მე პირადად კი ამდენხნიანი გულშემატკივრობის მერე პირველად გავიაზრე ესე რეალურად თუ რას ნიშნავს უბურთოდ სირბილი და კრუიფის სიტყვები რომ ფეხბურთელი თამაშში ბურთს საშუალოდ 3 წუთი ფლობსო, ჩემთვის კი პირველ რიგში იმას გააჩნია დარჩენილი 87 წუთი რას აკეთებსო.
ხალხის უმეტესობას ამის აღქმა ძალიან გვიჭირს, რადგან ჩვენი ფოკუსი ყოველთვის ბურთიან მოთამაშეზეა და ურთულესია ამ დროს სხვებს დააკვირდე, თუმცა გრანდებში დარწმუნებული ვარ ზუსტად ამას შვებიან.
ხალხი ახლა დიომანდეზე ლაპარაკობს და რა თქმა უნდა გორდონს ადარებს, როგორც ყოველთვის ისევ მხოლოდ გ/ა-ით, სისწრაფით, ასაკითა და ა.შ. ანუ იმით რაც ზედაპირზეა, მაგრამ არავინ იმაზე არ ლაპარაკობს თუ რას აკეთებს ეს ორი უბურთოდ მთელი თამაშის მანძილზე. აქ კი ჩემთვის ჯერჯერობით გორდონის ყველაზე მაგარი აღწერილობა ისაა რომ მექსიკის მწვრთნელმა ხუმრობაში შეაგინა f*ck you გორდონო, რადგან მის ფლანგს სახე გააძრო, არა მხოლოდ შეტევაში, არამედ პირველ რიგში დაცვისას. ახლა ხალხი რაზეც არ საუბრობს ისაა რომ რეალურად ბარსამ 1 სერიოზული დაცვითი ტრანსფერი უკვე გააკეთა და ესაა გორდონი. ფლიკის სისტემა წინა წელს იმიტომ იჯვამდა რომ გუნდი არასათანადოდ იყო ფიზმომზადებული, რაფინიამ ნახევარი სეზონი გამოტოვა, ზოგადად ხშირი ტრავმიანობა იყო და ამან პირველ რიგში ტაქტიკას დაარტყა, რადგან არ იყო შესაბამისი პრესინგი და დაცვას დაერხა. ბევრი იძახის რატო არ იყიდეს რაშფორდი 30ად და გორდონი წაიყვანეს 80ადო, იმიტომ რომ რაშფორდი სლაბი იყო პრესინგში! მაშინ როცა ხალხი მხოლოდ მის გ/ა ს უყურებდა, ფლიკმა დაცვითი პრობლემები სწორად შეაფასა.
ახლა დარწმუნებული ვარ რომ დეიონგსაც ისე შეუდგა წყალი, როგორც შტეგენს თავის დროზე, რადგან ერთი-ერთში იგივე აურა ტრიალებს და ასე მგონია რომ საყრდენს მოიყვანენ, როდრიზე ბრძოლაში ჩაერთვნენო და არ მინდა, რაც casualებისთვის რთული გასაგები ჩანს, მაგრამ სერიოზული მიზეზებიც მაქვს.. ბერნალს გამოგვიზრდიდა კი, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ის მგონია საერთოდ ითამაშებს თუ არა, რადგან ისეთი პირი უჩანს რომ ახლა კიდევ უფრო ბევრს იტრავმიანებს, უმოტივაციოდაც იქნება და ფულის კეთებაზეც მალე გადავა. ესეთი ფეხბურთელები როცა ასაკში არიან, ყველაფრი მოგებული აქვთ და საყვარელ კლუბს ტოვებენ, ან არაბეთში მიდიან ფულის გასაკეთებლად, ან კიდევ ევროპაში რჩებიან 1-2 წლით ბოლო კუდის მოსაქნევად, თუმცა მაგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველ რიგში იმ გუნდის სიყვარული მგონია სადაც გადადიან, თუ არადა მანდაც ფულის კეთებას დაიწყებენ ლაზარეთში წოლით, ეგ კაცი კი რეალს ეჩალიჩება რახანია და ბარსაში რა გულით უნდა მოვიდეს?
პერესიც არაა დებილი ამდენი ხანი რომ აჭიანურებს, რადგან იციან რომ ძალიან ტრავმიანი ფეხბურთელია და ასევე უკვე გატენილი ნახდაცვა ყავს, რამაც ისევ ეგოების დაპირისპირება შეიძლება მოუტანოს, მითუმეტეს ვალვერდე-ჩუამენი უკვე გადამტერებულები არიან.. ნუ ჩუამენის რომ ყიდდნენ და როდრი მოყავდეთ მაშინ ყველაფერი გასაგები იქნებოდა, მაგრამ იმ 2ს მგონი პირიქით, კონტრაქტს უხანგრძლიებენ და ახლა როდრიც თუ დაუმატეს, მერე ნახე დომხალი.. ნუ როდრი თუ იტრავმიანებს, რაღაცნაირად შეუწყვილდება ჩუამენის, მაგრამ მაგას თუ წურავ მაშინ საერთოდ რატომ მოგყავს?! და ვაი და არ იტრავმიანოს მერე სად მიგყავს ამდენი სუპერსტარი? აი ამ დებილ პოლიტიკას რომ აწარმოებს პერესი ზუსტად მაგიტოა რომ შიდა ომი წარმოექმნა და გუნდი ჩაეძირა თორე მართლა ყველა პოზიციაზე ლამის საუკეთესო ფეხბრუთელი ყავს და ლოგიკაში არ ჯდება ის რასაც მოედანზე თამაშობდნენ. ზუსტად ამიტომ ვიძახი რომ ფეხბურთში პირველ რიგში მთავარია მენტალიტეტი, ურთიერთობა, ქიმია, გასახდელი და მერეა ფიზიკური ასპექტები. ამიტომ ის რასაც პერესი აკეთებს ეგეც არაა გამოსავალი, რადგან ძალიან ჰგავს ძველი პსჟ-ს ქცევას, მბაპესთვის რომ მოჰყავდათ ყველა სუპერსტარი და ამას თუ ეგოებიც დაუმატა ხო საერთოდ.. 1 ეგოიანი ვინისუსი ალბათ დატოვებს, მაგრამ ბელინგემსა და მბაპესაც ეზიზღებათ ერთმანეთი და ჩუამენი-ვალვერდეც ვერ იტანენ ერთმანეთს, ასევე დაცვაშიც სერიოზული დომხალი იყო და მაგას თუ გონია 1 მოურინიო დაალაგებს ყველაფერს ძალიან ცდება. აი ბარსაში ჯერჯერობით ყველაფერი გაწონასწორებულად მიდის, ჯერ ფიზმომზადების მწვრთნელები შეიცვალნენ, მერე 2 ასეთი მაგარი ტრანსფერი.. მე მჯერა რომ ალვარესიც გამოვა და სავარაუდოდ ფისნიკიც, მცველებზეც მგონია რომ მუშაობენ, მაგრამ რეალურად ყველაფერს ძალიან ჩუმად აკეთებენ და რა იქნება კაცმა არ იცის, თუმცა ფლიკის მჯერა, რადგან მის ფილოსოფიასა და მიზნებს გარკვევით ვხედავ და ვიცი რომ ამ გუნდს მაგრად ააწყობს.
როგორც ბოლოს პრესაში დაიწერა 5-6 თვეს გამოტოვებსო და ტრავმა იმაზე მძიმეა ვიდრე თავიდან ელოდნენო.
კლუბს არ უნდა ფატისა და უმტიტის სიტუაცია განმეორდესო ამიტომ ოპერაციის გაკეთებას ურჩევენ დეიონგსო, მარა დეიონგი კონსერვატიულ მკურნალობას ამჯობინებსო.
ასევე გუშინ დეიონგმა ინსტაზე თავად აღიარა რომ ნაკრებში ტრავმით თამაშობდა და შემამსუბუქებელ გარემოებად ნაკრების ექიმებს დააბრალა რო ტრავმაზე მითხრეს მცირეა და გამაყუჩებლებით რომ ითამაშო არაფერი მოგივაო შედეგად კი ეს მოხდა..
და ისიც დაიწერა მერე რომ ატლეტიკოსთან ლიგის მეორე მატჩში ფლიკს თავიდანვე უნდოდა დეიონგის დაყენება და ექიმებისგან მწვანეც ქონდაო, მაგრამ დეიონგს უთქვამს ჩემს ჯანმრთელობას ვერ გავრისკავო და მაგის მერე ფლიკს ცუდი წარმოდგენები გაუჩნდა დეიონგზეო.
ერთი სიტყვით დიდი ალბათობით კასადო მაინც წავა, ფაბრიციომ დღეს დაწერა რომ საუდის კლუბები ინტერესდებიანო, აგერ დეიონგი ნახევარ სეზონზე მეტს ტოვებს და დიდი ალბათობით მგონია რომ საყრდენს მოიყვანენ.
უბრალოდ მე როდრი ნაღდად არ მინდა, რადგან ფლიკს ტაქტიკის გადაწყობა მოუწევს, როდრი და პედრი ერთად კარგად ვერ ითამაშებენ, ბარსას დინამიკაში ვერ ჩაჯდება და დიდი ალბათობით ვერ გაამართლებს.
იმედი მაქვს რამე დაიწერება საყრდენებზე და იქ ზუბიმენდიც იქნება, დეიონგს კი ამ სეზონის მერე გააჯმეინებენ.
გამართული ქართულით წერ, ეს იშვიათობაა, დღეს. აზრის ჩამოყალიბებაც და წინადადებების წყობაც მშვენივრად გამოგდის, ეს დადებით ემოციებს იწვევს მკითხველისთვის, მაგრამ აი ცოტა ძაან დარწმუნებული ხომ არ ხარ ხოლმე იმაში რასაც წერ? 😂 ბოდიში და ლამის დაიგინო რომ როდრი ბარსელონას დააქცევს, პედრის გააუბედურებს და მთლიანად სისტემას მოშლის🙂 რავი არ გაქვს მაგდენი არგუმენტი მგონი რომ ასეთი დარწმუნებული იყო შენს მოსაზრებებში ამ კონკრეტულ თემაზე. უბრალოდ იმიტომ რომ შენი ვარაუდების საპირისპიროდ თანამედროვეობის ორი, უნიჭიერესი, ერთი ეროვნების ნახევარმცველია რომლის ერთად თამაშსაც იმინა შავი ხაზი გადაუსვი. აი საერთიდ არ უშვებ რომ გეშლება და როდრი ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს ბარსაში??? აბა ცოტა ხანი ჩვენი თვალით შეხედე ამ სიტვაციას ვისაც ძაან გვინდა და გვჯერა როდრის წარმატებების ბარსაში🙂 დამიჯერე ცოტა გამაღიზიანებელია შენი ასეთი თავდაჯერებული საუბარი, გეგონება სამწვრთნელო კურსები გაქვს გავლილი რინუს მიხელსთან, კლოპთან და გვარდიოლასთან ერთად😂 ვიმეორებ საეყენად ნაღდათ არ გეუბნები, უბრალოდ დაფიქრდი რასაც გეუბნები იმაზე✌️და შედი ჩვენს მდგომარეობაში🙂 ლამის გუშინ ვუყურეთ როგორ წამოიცვა მთელი მსოფლიო როდრიმ ესპანურ სარდელზე და გაგვიგე რომ მისი ეფექტური თამაში უფრო დამაჯერებელია ჩვენთვის ვიდრე შენი, ოდნავ მენტორული ტონი და არგუმენტები✌️