ფლიკს კიდევ ერთი ამხანაგური თამაში სურს

ფლიკს კიდევ ერთი ამხანაგური თამაში სურს

მოკლედ
კლუბი განიხილავს წინადადებებს, რომ 8 აგვისტოს უდინეში გასამართ სამთა ტურნირსა და 19 აგვისტოს ეგვიპტურ "ალ-აჰლისთან" დაგეგმილ გამპერის თასს შორის კიდევ ერთი მატჩი ჩაატაროს.

“ბარსელონა” ელოდება, რომ მალე ოფიციალურად გამოაცხადოს 8 აგვისტოს უდინეში გასამართი სამთა ტურნირის შესახებ, სადაც “უდინეზესა” და “ნოტინგემ ფორესტს” დაუპირისპირდება. ასევე 19 აგვისტოს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ეგვიპტურ “ალ-აჰლისთან” (ჰამზა აბდელკარიმის ყოფილ კლუბთან) გასამართ ჟოან გამპერის თასზე. ჰანსი ფლიკს სურს, რომ ამ შეხვედრებს შორის, 15 აგვისტოს, კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაინიშნოს, სადაც მას მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილე ეყოლება, კვირას, 23 აგვისტოს “ელჩესთან” ლა ლიგაში დაგეგმილ სადებიუტო მატჩამდე ერთი კვირით ადრე.

პოტენციური მეტოქეები და ლოკაციები

“ბარსელონაში” ასრულებენ იმ წინადადებების ანალიზს, რომლებიც რაბატში (მაროკო) ან თუნდაც ნაირობიში (კენია) თამაშს გულისხმობს. ეს უკანასკნელი ვარიანტი შესაძლოა კვლავ გააქტიურდეს, რადგან მეზობელ ქვეყნებში ებოლას ვირუსთან დაკავშირებული სიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა მეტოქე უკვე აღარ იქნება “ლივერპული”. თავდაპირველად სწორედ ინგლისური კლუბი იყო შერჩეული, მაგრამ მათ ზაფხულის გეგმები შეცვალეს და 16 აგვისტოს “ენფილდზე” სესკ ფაბრეგასის “კომოსთან” მატჩი უკვე ჩანიშნეს.

უკვე დადასტურებული ამხანაგური მატჩები

“ბარსელონამ” უკვე დაადასტურა 24 ივლისს, პარასკევს, “სიუტატ ესპორტივაზე” კლუბ “ევროპასთან” დახურულ კარს მიღმა გასამართი მატჩი. ასევე ამხანაგური შეხვედრა “ბირმინგემის” მოედანზე 31 ივლისს (20:45), შეკრების პერიოდში, სადაც ორშაბათს, 3 აგვისტოს, კიდევ ერთი დახურული დაპირისპირება შედგება ინგლისის ჩემპიონშიფის წარმომადგენელ “პრესტონ ნორთ ენდთან”.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    17 ივლ 2026, 11:27

    ეტყობა ძალიან აინტერესებს ახალგაზრდების დონე, ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები ფული გადაყარონ ტრანსფერებში.