ოფიციალურად: ჰანსი ფლიკი კვლავ ლა ლიგის საუკეთესო მწვრთნელია

ოფიციალურად: ჰანსი ფლიკი კვლავ ლა ლიგის საუკეთესო მწვრთნელია

ჰანსი ფლიკი 2025/2026 წლების სეზონის ლა ლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, ზედიზედ მეორედ.

“ბარსელონამ” მორიგი შესანიშნავი სეზონი დაასრულა. ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით “ბლაუგრანამ” ლა ლიგის ტიტული წარმატებით დაიცვა.

კატალონიელებმა ჩემპიონატში ჩატარებული 38 მატჩიდან მხოლოდ 6 წააგეს და 95 გოლი გაიტანეს. ამ წელს მათ კიდევ ერთ განსაკუთრებულ შედეგს მიაღწიეს: გახდნენ პირველი გუნდი ლა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ყველა საშინაო შეხვედრა მოიგო 38-მატჩიანი ფორმატის შემოღების შემდეგ. “ბარსელონა” ერთადერთი გუნდია, რომელმაც საკუთარ კედლებში ყველა მატჩი მოიგო: 19 გამარჯვება 19 მატჩში.

გერმანელი მწვრთნელი, რომელიც საუკეთესო მწვრთნელად გასულ სეზონშიც დასახელდა, კვლავ აღიარეს ლა ლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელად მას შემდეგ, რაც ფინალურ გამოკითხვაში ხოსე ბორდალასსა (“ხეტაფე”) და მარსელინოს (“ვილიარეალი”) აჯობა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 06 ივნ 2026, 09:38

    რატომღაც სხვანაირად რომ ყოფილიყო

  • joy
    joy ახალბედა
    schedule 04 ივნ 2026, 20:52

    21.00 საათზე იწყება ესპანეთის 17 წლიანების ნაკრების თამაში. ტუნკარას თამაში ვისაც აინტერესებს ლაივბალზე შეგიძლიათ უყუროთ

  • mesi_10
    mesi_10 ლეგენდა
    schedule 04 ივნ 2026, 16:55

    შემდეგ სეზონში უკვე წლის საუკეთესო მწვრთნელობა მიგველოცოს იმსახურებს ეს კაცი დაფასებას..

  • korezi
    korezi ახალბედა
    schedule 04 ივნ 2026, 11:50

    სანამ ლიგას არ დადებს ეს არსად წავა პრინციპული ტიპია აი მერე კი პრინციპულად წავა

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    schedule 03 ივნ 2026, 22:18

    შემდეგ წელსაც გახდება, მოუყვანონ ის ხალხი რომელსაც ითხოვს. სანამ ბარსადან წავა კლასიკოებში წინ უნდა გავიდეთ 5 მოგებით.

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 04 ივნ 2026, 19:47

      ეხლა თანაბრად ვართ, ასე რომ ერთ წელში მაგ გეგმას ვერ შეასრულებს.