რუნი ბარდჯის შეთავაზებები 6 ქვეყნიდან აქვს

რუნი ბარდჯის შეთავაზებები 6 ქვეყნიდან აქვს

მოკლედ
20 წლის შემტევის დამატებით პრემიერ ლიგის, ბუნდესლიგის, ერედივიზიონის, ლიგა 1-ის, პორტუგალიის ჩემპიონატისა და სერია A-ს კლუბები ინტერესდებიან. თავად ფეხბურთელი "ბარსელონადან" წასვლას იჯარით ამჯობინებს.

ენტონი გორდონისა და კარიმ ადეიემის მოსვლის შემდეგ, 20 წლის რუნი ბარდჯის მომავალი “ბარსელონადან” წასვლას უკავშირდება. საუბარია იჯარაზე ან გამოსყიდვის უფლებით ტრანსფერზე, მიუხედავად იმისა, რომ ის “სპოტიფაი კამპ ნოუზე” სულ რაღაც ერთი წლის წინ მოვიდა.

ინტერესი ევროპის მასშტაბით

რუნის მსურველები მთელ ევროპაში ჰყავს და კატალონიური კლუბი საუკეთესო ვარიანტის მოსაძებნად მუშაობს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, მისით 6 სხვადასხვა ლიგის (პრემიერ ლიგა, ბუნდესლიგა, ერედივიზიონი, ლიგა 1, პორტუგალიის ჩემპიონატი და სერია A) კლუბები ინტერესდებიან. საინტერესოა, რომ ამ ეტაპზე ესპანეთის ჩემპიონატის გუნდები არ ფიგურირებენ. “ბარსელონამ” რუნიში თავის დროზე 2.5 მილიონი ევრო გადაიხადა და შეეცდება, რომ მისი ტრანსფერი 27 ივლისამდე, ინგლისში წინასასეზონო შეკრების დაწყებამდე დახუროს.

მსურველი კლუბები

პრემიერ ლიგიდან ინტერესს არაერთი კლუბი იჩენს. “ასტონ ვილამ”, “სანდერლენდმა”, “ევერტონმა”, “ფულემმა”, “ბრაიტონმა” და “ლიდს იუნაიტედმა” გარემარბის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს.

ერედივიზიონში შესაძლო დანიშნულების ადგილად “აიაქსი” სახელდება, თუმცა ამსტერდამში ამას ჯერჯერობით არ ადასტურებენ. ლიგა 1-დან კატალონიელთა ფეხბურთელი “მარსელს” დაუკავშირეს, პორტუგალიიდან – “პორტუს”, ხოლო სერია A-დან – “იუვენტუსს”. ბოლო ლიგა, საიდანაც ინტერესი გაჩნდა, ბუნდესლიგაა, კერძოდ კი დორტმუნდის “ბორუსია”. აღსანიშნავია, რომ ფრანგები და იტალიელები ევროპა ლიგაზე ითამაშებენ, პორტუგალიელები კი – ჩემპიონთა ლიგაზე.

ფეხბურთელის პოზიცია

თავად შვედი მოთამაშე ყველა წინადადებას აფასებს. ის იჯარის მომხრეა, რადგან არ სურს, რომ “ბარსელონას” სრულად დაშორდეს. შესაბამისად, რუნი სრულფასოვანი ტრანსფერის წინააღმდეგია.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • xavi-iniesta-messi
    xavi-iniesta-messi ლეგენდა
    16 ივლ 2026, 23:37

    აიაქსში გაასწორებს 2 სეზონით იჯარით. თუ გალანდებთან არა, მაშინ გერმანიაში დორტმუნდში.
    თუ არც გერმანია, მაშინ ასტონ ვილაში.
    ბრაიტონიც არაა ურიგო. შემტევი გუნდია და სულ 8 გუნდშია მინიმუმ.