ბარსელონა FIFA-სგან ფრენკი დე იონგის ტრავმის კომპენსაციას 28 ივლისიდან მიიღებს

ბარსელონა FIFA-სგან ფრენკი დე იონგის ტრავმის კომპენსაციას 28 ივლისიდან მიიღებს

მოკლედ
FIFA-ს ტურნირზე დაშავებული ფეხბურთელის გამო "ბარსელონა" კომპენსაციის სახით დაახლოებით 2 მილიონ ევროს მიიღებს.

“ბარსელონაში” ფრენკი დე იონგის ტრავმის საბოლოო სიმძიმის გარკვევას ელოდებიან. მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა მას დამატებითი გამოკვლევები უნდა ჩაუტაროს და უარესი პროგნოზის გამართლების შემთხვევაში ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებას გეგმავს, პირველადი შეფასებით, მარჯვენა მუხლის პრობლემის გამო ფეხბურთელი დაახლოებით ოთხი თვე ვერ ითამაშებს.

როგორც Marca წერდა და Mundo Deportivo-მაც დაადასტურა, კლუბისთვის ცნობილია, რომ ნიდერლანდელმა მსოფლიო ჩემპიონატის ნაწილი გამაყუჩებლებით ითამაშა. მას ტურნირის ბოლო ორი შეხვედრა, ტუნისისა და მაროკოს წინააღმდეგ, ტკივილებით ჩაუტარებია და მარჯვენა მუხლზე დიდი ნახვევიც ეკეთა. მაროკოსთან დაპირისპირებაში, სადაც ნიდერლანდები პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, ის მოედანზე 110-ე წუთამდე დარჩა, სანამ მარტენ დე რონი შეცვლიდა.

ფეხბურთელის ამ მნიშვნელოვანი დანაკლისის გამო “ბარსელონა” კომპენსაციის მიღებას 28 ივლისიდან დაიწყებს. ამ დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდების ნაკრების ბოლო მატჩიდან ზუსტად 28 დღე შესრულდება. სწორედ ამ ვადას აწესებს ფიფას კლუბების დაცვის პროგრამა (რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს) იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციამ სანაკრებო მატჩებში დაშავებული ფეხბურთელის გამო კლუბს კომპენსაცია გადაუხადოს.

კატალონიური გუნდი მინიმუმ 2 მილიონს მიიღებს

კომპენსაცია მოიცავს პერიოდს ტრავმის მიღებიდან მოთამაშის სამედიცინო ნებართვის მიღებამდე.

პროგრამა ითვალისწინებს მაქსიმუმ 7.5 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას ერთ მოთამაშეზე. კომპენსაციის თნხა არის დღეში მაქსიმუმ 20.548, არაუმეტეს 365 დღისა. ფიფას კლუბების დაცვის პროგრამის საერთო ბიუჯეტი წელიწადში 80 მილიონ ევროს შეადგენს.

ამგვარად, “ბარსელონას” დე იონგის არყოფნის თითოეულ დღეზე, ტრავმის 28-ე დღიდან დაწყებული ფეხბურთელის გამოჯანმრთელებამდე, კომპენსაცია აუნაზღაურდება. თუ თავდაპირველი პროგნოზი დადასტურდა და ფრენკი ოთხი თვე ვერ ითამაშებს, ფიფას კლუბისთვის დაახლოებით 2 მილიონი ევროს (დაახლოებით 1.95 მილიონი) გადახდა მოუწევს, იმ პირობით, რომ ნახევარმცველი მოედანზე ნოემბრის შუა რიცხვებში დაბრუნდება.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    17 ივლ 2026, 00:16

    რა ნოემბერში დაბრუნდება ?! ზღაპარი …..ეხლა მაინც მოიყვანეთ საყრდენი !

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    17 ივლ 2026, 00:00

    gasagdebia gundidan umtitivit. sayrdenze unda vichalichot, amis datoveba agar sheidzleba. rodris 50 milionad tavisuflad gamovwevt, titon tu davkeret. siti atletiko ki araa kaltebi daaxion da dzalit datovon. sayrdeni gvinda uechveli tore amis imedze kumani iyos

  • Moriarti
    Moriarti გულშემატკივარი
    16 ივლ 2026, 22:20

    ესეთი ჩამკვდარი საიტი მემგონი არასდროს ყოფილა. 2 წელის არაა რაც დავრეგისტრირდი მარა ალბათ 10 წელია შემოვდივარ. ადმინებო რაღაც შეცვალეთ. სიახლეებს დებთ 1 კვირის დაგვიანებით და ეს ერთ ერთი მიზეზი მგონია

    • Tiki-Taka
      Tiki-Taka ახალბედა
      16 ივლ 2026, 23:32

      ადმინებმა რომ შეცვალეს “რაღაცები” და მაგიტომ არის ასე ცოტა ხალხი