პუნქტი კონტრაქტში, რომელიც ფერან ტორესის გახანგრძლივებას აძვირებს

პუნქტი კონტრაქტში, რომელიც ფერან ტორესის გახანგრძლივებას აძვირებს

მოკლედ
ფერან ტორესთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" დამატებით 8 მილიონს გადაუხდის.

“ბარსელონას” 26 წლის ფერან ტორესთან დაკავშირებით ერთი საკითხი აქვს მოსაგვარებელი. ვალენსიელ თავდამსხმელს კონტრაქტი მომავალი წლის 30 ივნისს ეწურება და მაგიდაზე შეთავაზებებიც აქვს. ერთ-ერთი მათგანი “პარი სენ-ჟერმენიდანაა”. ფრანგული კლუბი ფერანით დაინტერესდა და მხარეებს შორის კარგი ურთიერთობაა, თუმცა პრინციპული შეთანხმება ჯერ არ არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, “ბარსელონა” მოლოდინის რეჟიმშია, რადგან გუშინ დალასში ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ფეხბურთელს კლუბისთვის თავისი მომავლის შესახებ არაფერი უთქვამს.

8-მილიონიანი ვალდებულება “სიტის” წინაშე

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამორიცხული არც ფერან ტორესის მიერ ახალი კონტრატქის გაფორმებაა. თუმცა ეს გადაწყვეტილება მარტივი არ არის, რადგან არსებობს პუნქტი, რომელიც სამომავლო შეთანხმებას გააძვირებს. 2021 წლის დეკემბერში ფერანის ტრანსფერისას “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გაფორმებულ კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომელიც კატალონიურ კლუბს ავალდებულებს, ესპანელთან ხელშეკრულების გახანგრძლივების შემთხვევაში, ინგლისურ კლუბს 8 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ეს პირობა მოლაპარაკებებისას “მანჩესტერ სიტიმ” დააყენა, რასთანაც ტორესს არანაირი შეხება არ ჰქონია, და მას “ბარსელონას” იმდროინდელი სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი დათანხმდა.

ხელფასის საკითხი

ეს პუნქტი “ბარსელონასთვის” ფერან ტორესის შენარჩუნებას უფრო ძვირადღირებულს ხდის, რადგან ფეხბურთელის ხელფასს “მანჩესტერ სიტისთვის” გადასახდელი 8 მილიონიც დაემატება. ნებისმიერ შემთხვევაში, კატალონიური კლუბი თავდამსხმელთან ხელშეკრულების გახანგრძლივების ინტერესს ინარჩუნებს, თუმცა ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდის გარეშე, რადგან მიაჩნიათ, რომ მას ისედაც მაღალი ანაზღაურება აქვს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • Cule cule
    Cule cule ახალბედა
    13 ივლ 2026, 20:15

    გაყიდონ სასწრაფოდ ამდენი შემტევი არაა საჭირო 1 ცენტრალური მცველი და ფორვარდი მოიყვანონ