“ბარსელონა” 2026/27 წლების სეზონისთვის მზადებას ოფიციალურად მომავალ ორშაბათს დაიწყებს, როდესაც ხელმისაწვდომი ფეხბურთელები სან ჟოან დესპის სპორტულ ქალაქში ტრადიციული სამედიცინო შემოწმების გასავლელად შეიკრიბებიან. თუმცა ჰანსი ფლიკმა კლუბის ბაზაზე მუშაობა უკვე გუშინვე დაიწყო, რათა საწვრთნელი გეგმა დეტალურად გაწეროს და ზუსტად განსაზღვროს, თუ რომელ მოთამაშეებთან მოუწევს მუშაობა.
პირველი გუნდის მხოლოდ 9 ფეხბურთელი
მსოფლიო ჩემპიონატისა და შვებულებების გამო, გერმანელი სპეციალისტი პირველი გუნდის შემადგენლობიდან საწყის ეტაპზე მხოლოდ 9 ფეხბურთელს გამოიყენებს. ესენია:
- მეკარეები: ტერ შტეგენი და შჩესნი
- მცველები: ბალდე, კრისტენსენი, ჟერარ მარტინი და ექტორ ფორტი
- ნახევარმცველები: კასადო და ბერნალი
- თავდამსხმელი: ბარდჯი
ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ამ ფეხბურთელებიდან ზოგიერთმა კლუბი მალევე დატოვოს, რადგან მწვრთნელის გეგმებში არ შედიან. ეს პირველ რიგში ეხება ტერ შტეგენს, რომელიც ამსტერდამის “აიაქსში” იჯარით გადასვლაზე მოლაპარაკებებს მართავს. რაც შეეხებათ კასადოს, ბარდღისა და ექტორ ფორტს – მათი მომავალი უშუალოდ ფლიკთან დაგეგმილ საუბარზეა დამოკიდებული. მათ წინასასეზონო მომზადებაზე უნდა დაამტკიცონ, რომ გუნდში ადგილს იმსახურებენ.
აქცენტი ახალგაზრდებზე
შესაბამისად, ფიზიკური მომზადების ახალი ხელმძღვანელის, იან-ბენჟამინ კუგელის განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელების უმრავლესობა “ბარსა ატლეტიკიდან” და “ხუვენილ ა”-დან იქნება. ახალგაზრდა ტალანტები შეეცდებიან, გამოიყენონ შანსი და გაიმეორონ ის გზა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ბერნალმა, ფერმინმა, ჟერარ მარტინმა ან კასადომ გაიარეს.
ამ კაცს ჭირდება ფორვარდი!!!!
ამ კაცს ჭირდება ფორვარდი ცენტრალური მცველი და მარჯვენა მცველი თორე უკონკურენტო გუნდი იქნება
ფორტი დაიტოვონ უეჭველი.
ეეჰ ნეტა ყველაფერი კარგად დამთავრდეს ამ ფანჯრის თემები დაიმატონ ვინც საჭიროა და ეს კაცი ტრებლს დადებს წელს თუ არადა მარტო კოპა შერჩება რომელიმე ხელში ამიტომ საჭიროა ტრანსფერები სწორი და რეალს კვლავ უტიტულოდ დატოვებს ფლიკი