ესპანური რვიანი მუნდიალის 1/4-ფინალშია

ესპანური რვიანი მუნდიალის 1/4-ფინალშია

ცოტა ხნის წინ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის დაძაბული და დრამატული შეხვედრა დასრულდა, რომელშიც ესპანეთმა პორტუგალიას 1-0 სძლია.

ევროპულ დაპირისპირებაში ესპანეთის სასტარტო შემადგენლობაში კვლავ ოთხი “ბარსელონელი” იყო – პაუ კუბარსი, პედრი, ლამინ იამალი და დანი ოლმო. კუბარსიმ და იამალმა სრულად ითამაშეს, პედრი და ოლმო კი 85-ე წუთზე შეცვალეს.

თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო ფერან ტორესი, რომელმაც ერთადერთი გოლის დროს ძალიან კარგი საგოლე გადაცემა გააკეთა. ერიკ გარსია, ჟოან გარსია და გავი კი ბოლომდე სათადარიგოთა შორის დარჩნენ.

“ფურია როხას” მომდევნო მეტოქე რამდენიმე საათში, ბელგიისა და აშშ-ს დაპირისპირებაში გაირკევა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (11)

დატოვე კომენტარი

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_ ვეტერანი
    07 ივლ 2026, 09:51

    ძალიან ვაკვირდებოდი როგორ მოიქცეოდა იამალი დასრულების შემდეგ, კარგი ქნა რო რონალდუსთან მივიდა.
    მგონი ჩვენი ბეიბი გოუთი აღარ არის გნიდა კიდი და სწავლობს ჭკუას,
    რა ჩაუტარა ამნაირი ჰანსი ფლიკმა

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    07 ივლ 2026, 02:07

    კრისტინკა, წაი კუტა სახლში, ჩაესვენა შენი მზე, აწი მესის უყურე. შენზე დიდი იყო ყოველთვის, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი, თუმცა ამის აღიარება დღესაც გიჭირს, რადგან ბოღმა და შურიანი ხარ. შემდეგი მბაპე მინდა იყოს. ესპანეთი კი ნახევარფინალში გასული მგონია.

    • Robert lewandovski
      Robert lewandovski კულე
      07 ივლ 2026, 02:17

      სრულიად გეთანხმები. და აქვე დავამატებ რო არც ნეიმარი შემეცოდა, რაც ბარსა ფულზე გაყიდა მაგის მერე დასანახავად მეზიზღება ეგ პიტალო. ზოგადად ბუმერანგია ყველაფერი, ლეომ ნანატრი მსოფლიო რო მოიგო ეგ შემთხვევითობა არ ყოფილა, ნეტავი ზედიზედაც დადებდეს რა.

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    07 ივლ 2026, 02:01

    კუბარსი რომ არაფერი დიდი მცველი გეგონათ როგორ ხართ?😂😂 სწორ ტაკტიკაში ბრილიანტია ეგ ბიჭი.👌🏻 თან თინეიჯერი არ დაგავუწყდეთ✌🏻

    • Robert lewandovski
      Robert lewandovski კულე
      07 ივლ 2026, 02:14

      დარწმუნებული ვარ მალე იტყვიან კუბარსის კონატე ჯობიაო 😁😁😁

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    07 ივლ 2026, 01:44

    ჰოდა სად იყვნენ აბა ვიტინია და ნევეში, რო გადაუარეთ პედრის? არ აფასებთ საკუთარ ფეხბურთელებს და ეგაა, აგერ დღეს ტორესიც საკაიფოდ ჩაერთო თამაშში და ასისტიც მიითვალა, იმ პიტალო ოიარსაბალს გაცილებით ჯობია.

    • Frenkie de Jong_
      Frenkie de Jong_ ვეტერანი
      07 ივლ 2026, 09:52

      და პედრი სად იყო?
      გუშინ პედრი -1 კაცი იყო,

  • LEVANII
    LEVANII ახალბედა
    07 ივლ 2026, 01:34

    იამალს აქვს აშკარად მოსამატებელი თორემ ასე საფრანგეთთან გაჭირდება თამაში. შემოტევებს ძალიან სუსტი თამაში ჰქონდათ განსაკუთრებით ოიარსაბალს. მომენტების რეალიზაცია პრობლემაა, მარტო მოედნის ცენტრის დაჭერით ფონს ვერ გავლენ

    • Robert lewandovski
      Robert lewandovski კულე
      07 ივლ 2026, 01:35

      აი ამ თამაშით საფრანგეთთან მართლა ძაან გაჭირდება რამის გაწყობა, რავიცი 2022 წლის ფინალის გამეორების დიდი შანსია.

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    07 ივლ 2026, 01:26

    საერთოდ არ შემეცოდა მე ეს ბოღმა, მესის შური ჰქონდა სულ და აკნინებდა, ათასი სისულელე თქვა, ისიც დააყოლა ჩემთვის 6 თუ 7 მატჩიანი ტურნირი არაფერს ნიშნავსო, ჰოდა ბატონო არ ნიშნავს და ნუ ნიშნავს, ვინც დაიმსახურა აგერ მოიგო და ძაან დიდი შანსია მეორეც წამოიღოს ზედიზედ. ფეხბურთის ღმერთი ერთია და ეს ლეო მესია, დამთავრდა აქ ყველაფერი.