მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე “ბარსელონა” თავიდან 16 ფეხბურთელით იყო წარმოდგენილი. რონალდ არაუხოს ურუგვაი ჯგუფში ჩარჩა, ფრენკი დე იონგის ნიდერლანდები 1/16-ფინალიდან გამოვარდა, ხოლო მარკუს რაშფორდმა და ჟოაუ კანსელუმ “ბლაუგრანა” დატოვეს.
მუნდიალის 1/8-ფინალში 12 “ბარსელონელის” გუნდი გავიდა: ესპანეთი (ჟოან გარსია, ერიკ გარსია, პაუ კუბარსი, პედრი, გავი, დანი ოლმო, ლამინ იამალი, ფერან ტორესი), ბრაზილია (რაფინია), ინგლისი (ენტონი გორდონი), საფრანგეთი (ჟიულ კუნდე), ეგვიპტე (ჰამზა აბდელკარიმი).
მერვედფინალში ესპანეთი პორტუგალიას დაუპირისპირდება, საფრანგეთი პარაგვაის, ბრაზილია ნორვეგიას, ინგლისი მექსიკას, ხოლო ეგვიპტე არგენტინას. ვინაიდან “ბარსელონელების” გუნდები ერთმანეთს არ ხვდებიან, არის მცირე შანსი, რომ 1/4-ფინალში ყველა მათგანი ვიხილოთ.
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში 12 წარმომადგენელზე მეტი არცერთ სხვა კლუბს არ ჰყავს. თავს იგივე შედეგით იწონებენ “მანჩესტერ სიტი”, “პარი სენ-ჟერმენი” და “არსენალი”.
კომენტარები (0)