“ბარსელონა” მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში მინიმუმ 11 ფეხბურთელით იქნება წარმოდგენილი. კუნდეს საფრანგეთს, რაფინიას ბრაზილიასა და ენტონი გორდონის ინგლისს რამდენიმე წუთის წინ ესპანეთიც შეუერთდა, რომლის განაცხადშიც რვა “ბარსელონელს” ვხვდებით.
ავსტრიასთან გამართულ 1/16-ფინალში ესპანეთმა ჩვეულ სტილში ითამაშა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, რაც შედეგშიც აისახა – 3-0.
ისევ შეუცვლელად ითამაშა პაუ კუბარსიმ. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ პედრი, ლამინ იამალი და დანი ოლმოც, რომლებმაც მოედანი მეორე ტაიმში დატოვეს. ცვლილებაზე შევიდნენ გავი და ფერან ტორესი, ხოლო ერიკ და ჟოან გარსიები ისევ ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ.
მისთვის მიცემული 85 წუთის განმავლობაში ლამინ იამალი ჩვეულად აქტიური იყო, თუმცა არც მას და არც მის თანაკლუბელებს საგოლე მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა არ მიუღიათ.
მე მგონი იამალი საკუთარ შედეგზეა ორიენტირებული და აღარ აინტერესებს გუნდი, პასებს ძალიან აგვიანებდა, არ გავდა საკუთარ თავს.