გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ლევერკუზენის “ბაიერი” სერჟინიო დესტის დამატებით ინტერესდება. კლუბი ამერიკელ მცველს ალეხანდრო გრიმალდოს პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.
ამჟამად დესტის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ გერმანული კლუბი ამ ზაფხულს მის სანაცვლოდ ამ თანხას გადაიხდის, ტრანსფერიდან “ბარსელონა” 5 მილიონ ევროს მიიღებს.
ეს იმით არის განპირობებული, რომ კატალონიურმა კლუბმა ფეხბურთელის გასხვისებისას ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტი გაითვალისწინა, რომლის მიხედვითაც, მოთამაშის მომავალი გაყიდვიდან გარკვეული პროცენტი სწორედ “ბარსელონას” ეკუთვნის. ეს ფინანსური სარგებელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბისთვის ნამდვილად სასიამოვნო ბონუსი იქნება.
სერჟინიო დესტი “ბარსელონაში” 2020-2024 წლებში ირიცხებოდა. კატალონიური გუნდის მაისურით მან 72 თამაში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც “პსვ ეინდჰოვენში” უფასოდ გადავიდა.
კომენტარები (0)