workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Intel Corporation – “ბარსელონას” ახალი სპონსორი

Intel Corporation – “ბარსელონას” ახალი სპონსორი

“ბარსელონას” ახალი სპონსორი ჰყავს. კატალონიურმა კლუბმა კონტრაქტი ტექნოლოგიების დარგში ცნობილ ამერიკულ კომპანიასთან, Intel Corporation-თან გააფორმა.

შეთანხმების დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. “ბარსას” ოფიციალური საიტის ინფორმაციით, 12 დეკემბერს, თბილისის დროით 16 საათზე, “სიუტატ ესპორტივა ჟუან გამპერის” საპრესკონფერენციო დარბაზში კლუბის ხელმძღვანელობა პრესკონფერენციას გამართავს და მეტი ინფორმაცია ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

პრესკონფერენციას დაესწრებიან “ბარსელონას” პრეზიდენტი სანდრო როსელი, ეკონომიკასა და სტრატეგიულ განვითარებაზე ორიენტირებული დირექტორთა საბჭოს წევრი მანელ აროია, ტექნოლოგიურ საკითხებზე ორიენტირებული დირექტორთა საბჭოს წევრი დიდაკ ლი, ასევე მარკეტინგის მენეჯერი და კლუბის ვიცე-პრეზიდენტი დებორა კონრადი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward