“აიაქსსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ შეხვედრაში უსიამოვნო ფაქტს ჰქონდა ადგილი. ამსტერდამელთა ერთ-ერთი გოლის აღნიშვნის დროს, დაახლოებით 10-მეტრიანი სიმაღლის ტრიბუნიდან ადგილობრივი გუნდის გულშემატკივარი გადმოვარდა, რომელმაც მძიმე დაზიანებები მიიღო.
მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს “აიაქსის” გულშემატკივარი გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამჟამად, ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.