workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სეზონის პირველი მარცხი

სეზონის პირველი მარცხი

“აიაქსთან” გამართული მატჩი მიმდინარე სეზონში პირველი გამოდგა, რომელშიც “ბარსელონა” დამარცხდა. ამის გამო, ტატა მარტინოს გუნდს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, “სელტიკთან” ქულის აღება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, “ბარსამ” პირველი ადგილი დაკარგოს.

“ბარსელონას” წაუგებელი სერია, რომელიც სათავეს გასულ სეზონში იღებდა, 25 მატჩს გაგრძელდა. 26-ე თამაში კატალონიელებმა ამსტერდამში ჩაატარეს და პირველი ტაიმის 0:2 წაგების გამო, ისინი უქულოდ დარჩნენ.

“ბარსელონა” ჰოლანდიას ტრავმირებული ვალდესის, ალბას, მესის, ტელიოსა და ალვესის გარეშე წვია. დისკვალიფიცირებული იყო ალექსის სანჩესი. ამას ისიც დაემატა, რომ ტატა მარტინომ სერხიო ბუსკეტსის დასვენება გადაწყვიტა. შედეგად “ბარსელონას” საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობა მივიღეთ.

საკადრო პრობელების მიუხედავად, ალბათ არავინ მოელოდა, რომ “ბარსელონა” პირველ ტაიმს ორბურთიანი სხვაობით წააგებდა. კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგის თამაშის პირველი ტაიმი ანგარიშით 0:2 აქამდე 18-ჯერ წაეგოთ და მათ არცერთ ამ შეხვედრაში გამარჯვებისთვის არ მიეღწიათ. 2 თამაში ფრედ იყო დასრულებული, ხოლო 16 “ბარსამ” წააგო. წაგებათა რიცხვს მე-17 თამაშიც დაემატა.

არადა, მე-2 ტაიმი სტუმარი გუნდისთვის ძალიან კარგად დაწიყო. ბოლო იმედი ჯარიმის გამო ველტმანმა წითელი ბარათი, ხოლო “ბარსამ” თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მიიღო. ჩავიმ 11 მეტრიდან ზუსტად დაარტყა, მაგრამ მთელი ტაიმის განმავლობაში, ტატა მარტინოს შეგირდებმა მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

“ბარსელონას” არგენტინელი დამრიგებლისთვის რომ “აიაქსთან” მატჩი დიდი მნიშვნელობის მატარებელი არ იყო, ეს იმითაც დამტკიცდა, რომ შეხვედრის მიწურულს მან მოედანზე ახალგაზრდა გამოუცდელი ფეხბურთელები შეუშვა. ესენი არიან სერხი რობერტო, პატრიკი და ადამა ტრაორე.

წაგების მიუხედავად, “ბარსელონა” მაინც კარგ სიტუაციაშია. კატალონიელებს ჯგუფიდან გასვლა განაღდებული აქვთ და მე-6 ტურში ისინი ბოლო ადგილზე მყოფ “სელტიკს” მასპინძლობენ. “კამპ ნოუზე” ქულის აღების შემთხვევაში “ბარსელონა” პირველ ადგილს შეინარჩუნებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward