“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ სერხიო აგუეროს ტრანსფერთან დაკავშირებით პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ კატალონიური კლუბი ახალი თავდამსხმელის დამატებას არ აპირებს.
“ცენტრფორვარდის ყიდვას არ ვგეგმავთ. “ბარსელონას” ისედაც ბევრი გოლი გააქვს. ამჟამინდელი შემადგენლობით კმაყოფილნი ვართ.
რაც შეეხება აგუეროსთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებს, არა მგონია “მანჩესტერ სიტიმ” ამ ფეხბურთელის გაყიდვა მოისურვოს.” – აცხადებს ბართომეუ.