“ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერის, ჩავი ერნანდესის “გრანადასთან” თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აღნიშნულ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ჩავის მარცხენა ფეხის ბარძაყის მცირე ტრავმა აქვს, რის გამოც, 33 წლის ნახევარმცველმა ბოლო რამდენიმე ვარჯიში ინდივიდუალური პროგრამით ჩაატარა. შესაძლოა, “ბარსას” ვიცე-კაპიტანმა შაბათს გასამართ მატჩამდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწროს.