workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესი: „მესი ღმერთია“

ვალდესი: „მესი ღმერთია“

“ბარსელონას” მეკარე ვიქტორ ვალდესი ლიონელ მესიზე და გუნდის სათამაშო სტილზე საუბრობს. კატალონილეთა კიპერი არგენტინელ თავდამსხმელს აქებს და აცხადებს, რომ მისი გუნდის თამაში ნაკლებადპროგნოზირებადი გახდა.

“მესი საუკეთესია. ჩემთვის, ლიონელ მესი ღმერთია იმის გამო, რასაც ის გუნდს აძლევს და იმის გამოც, რა გამოცდილებაც მე მისი თანაგუნდელობის დროს მივიღე.” – აცხადებს ვალდესი, რომელიც ხუმრობით ამატებს: “ასევე იმისთვის, რასაც ვარჯიშების დროს განვიცდი. ეს იოლი არაა.”

“ბარსელონას” წლევანდელ სათამაში სტილზე, – რომელიც გასული სეზონისგან განსხვავდება, – საუბრისას, ვალდესი შემდეგს აცხადებს: “იმ დონის გათვალისწინებით, რომელზეც ვიყავით, მესმის, რომ ხალხისთვის ძნელი გასაცნობიერებელია თუ რატომ ამომაქვს დაცვიდან ბურთი გრძელი პასით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეტოქეები კარგად გვიცნობენ და ჩვენი თამაშის ანალიზი უფრო მარტივია. ამ მხრივ საქმე უკეთესობისკენ მიდის.

ყველაზე მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაა და უკეთესია, თუ კარის მშრალად შენახვასაც მოვახერხებთ.” – ვალდესის ამ სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური საიტი ავრცელებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward