ლიონელ მესიმ, რომელიც ტრავმირებულია და გუნდს მიმდინარე წელს ვეღარ დაეხმარება, გულშემატკივრებს ფეისბუქის საშუალებით მიმართა. “ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავის მიმართვას სრულად გთავაზობთ.
“როგორც ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მთელს ჩემს დროს ახალი ტრავმის მკურნალობას მოვახმარ. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ თანაგუნდელებთან ერთად არ ვარ… ახლა ყველაზე მთავარი ისაა, რომ სრულად გამოვჯანმრთელდე, რათა თანაგუნდელებს დავეხმარო. ვიცი, რომ თქვენი კეთილი სურვილებისთვის სამაგიეროს გადახდის საუკეთესო საშუალება ფეხბურთის თამაში იქნება. დიდი მადლობა წერილებისთვის!”