workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პირველი გუნდის 11 ფეხბურთელი სანაკრებო თამაშებისთვის ემზადება

პირველი გუნდის 11 ფეხბურთელი სანაკრებო თამაშებისთვის ემზადება

უახლოეს დღეებში, სანაკრებო მატჩებში “ბარსელონას” პირველი გუნდის 11 ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას. მათგან მხოლოდ 2 ითამაშებს ოფიციალურ მატჩში. ესენი არიან სერხი რობერტო და ალექს სონგი.

17 ნოემბერს, კამერუნი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს გამართავს. ფლეი ოფის პირველ მატჩში, ალექს სონგის გუნდი ტუნისს სტუმრად უგოლოდ დაუზავდა. თუ კამერუნში მასპინძლებმა მოიგეს, ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითმაშებენ.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც მონაწილეობას ოფიციალურ მატჩში მიიღებს, სერხი რობერტოა. ის ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში ითამაშებს. ახალგაზრდა ესპანელები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბოსნიას (14 ნოემბერს) და ალბანეთს (18 ნოემბერს) დაუპირისპირდებიან. სერხი რობერტოს გარდა, ახალგაზრდულ ნაკრებში “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელი სერხი გომესიცაა გამოძახებული.

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში “ბარსელონას” 5 ფეხბურთელი მოხვდა. ესენი არიან: ვიქტორ ვალდესი, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა, პედრო როდრიგესი და მარკ ბარტრა. ამ უკანასკნელმა ტრავმირებული სესკ ფაბრეგასი შეცვალა. ესპანელები პირველ თამაშს ეკვატორული გვინეის დედაქალაქ მალობოში ადგილობრივ ნაკრებთან გამართავენ. თამაში 15 ნოემბერს შედგება. 4 დღის შემდეგ, “ფურია როხა” იოჰანესბურგს ეწვევა და სამხრეთ აფრიკას გაეჯიბრება.

19 ნოემბერს, “ბარსელონას” ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ტორონტოში გასამართ მატჩში ერთმანეთის პირისპირ ბრაზილია და ჩილე წარსდგებიან. ერთ გუნდში დანი ალვესი და ნეიმარი არიან გამოძახებულნი, ხოლო მეორეში – ალექსის სანჩესი. ამ თამაშამდე, გუნდები თითო მატჩს გამართავენ. ჩილე ინგლისს ლონდონში შეხვდება, ხოლო ბრაზილია – ჰონდურასს მაიამიში.

ლეო მესის ტრავმის გამო, არგენტინის ნაკრებში მხოლოდ ხავიერ მასკერნო ითამაშებს. არგენტინელები ეკვადორსა და ბოსნიას დაუპირისპირდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward