workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ელ შაარავი და სილვესტრე “ბარსასთან” არ იქნებიან

ელ შაარავი და სილვესტრე “ბარსასთან” არ იქნებიან

მასიმიალიანო ალეგრიმ უკვე დაასახელა ის 18 ფეხბურთელი, რომელიც “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. 

“მილანს” ამ მატჩში სტეფან ელ შაარავი, მატია დე შელიო და მატიას სილვესტრე დააკლდებიან. კრისტიან აბიატი რამდენიმე დღის წინ ტრავმას იშუშებდა და მისი მონაწილება მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ მან მოასწრო გამოჯანმრთელება და განაცხადშიც მოხვდა.

“ბარსელონას” დააკლდება ხორდი ალბა, რომელსაც სერიოზული ტრავმა აწუხებს. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხერარდ პიკე და ადრიანო კორეირა, რომლებმაც დღეს გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშეს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward