100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ხერარდო მარტინომ “ბარსელონა” ჩაიბარა. არგენტინელი მწვრთნელის მიერ გაწვრთნილი გუნდის შედეგები აღფრთოვანებას იწვევს.
153. სწორედ ამდენი წამი დასჭირდა “ბარსელონას” იმისათვის, რომ ხერარდო მარტინოს ხელმძღვანელობით გამართულ ოფიციალურ მატჩში სადებიუტო გოლი გაეტანა. “ლევანტესთან” 7:0 მოგებულ შეხვედრაში პირველი გოლი ალექსის სანჩესმა გაიტანა.
1. არგენტინელმა გუნდს ერთი ტიტული უკვე მოაგებინა. ეს მოხდა ესპანეთის სუპერთასზე, როდესაც კატალონიელებმა მადრიდის “ატლეტიკოს” აჯობეს. გარდა ამისა, “ბარსა” ლა ლიგასა და ჩემპინთა ლიგაზეც ლიდერობს.
0. ტატა მარტინოს გუნდს ჯერ წაგება არ აქვს. კატალონიელებმა 13-ჯერ მოიგეს და 4-ჯერ ფრედ ითამაშეს.
41. 17 თამაშში “ბარსამ” 41 გოლის გატანა მოახერხა, რაც თამაშში, საშუალოდ, 2.4 გოლს უდრის.
10. “ბარსელონამ”, მიმდინარე სეზონში, კარის მშრალად შენახვა 10-ჯერ მოახერხა. ვიქტორ ვალდესის კარში გოლის გატანა მადრიდის “ატლეტიკომ” (სუპერთასის განმეორებით მატჩში), “აიაქსმა”, “სელტიკმა”, “ლევანტემ”, “მალაგამ”, “რაიომ”, “ალმერიამ”, “ოსასუნამ”, “სელტამ” და “ესპანიოლმა” ვერ მოახერხს.
21. ტატა მარტინომ, ჯერჯერობით, 21 ფეხბურთელი გამოიყენა. პირველი გუნდის ის წევრები, რომლებსაც ჯერ არ უთამაშიათ, პინტო, ოიერი, კუენკა და ტრავმირებული აფელაი არიან.
17. ვიქტორ ვალდესმა გუნდის ჩვიდმეტივე თამაშში მიიღო მონაწილეობა და ის ასეთი ერთადერთი ფეხბურთელია.
11. სწორედ ამდენმა ფეხბურთელმა მოახერხა გოლის გატანა. ესენი არიან მესი, პიკე, პედრო, სანჩესი, ჩავი, ნეიმარი, ფაბრეგასი, ალვესი, ბარტრა, ბუსკეტსი და ადრიანო.
37. ტატა მარტინომ 37 პრესკონფერენცია გამართა. პირველი მათგანი 26 ივლისს შედგა, როდესაც არგენტინელის პრეზენტაცია გაიმართა, ხოლო უკანასკნელი 1 ნოემბრით თარიღდება. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მარტინომ პრესკონფერენცია გააცდინა, მისი მამის გარდაცვალების მიზეზით მოხდა. ამ პრესკონფერენციას მარტინოს ასისტენტი ხორხე პაუტასო დაესწრო.