workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიდერობის 50 ტური

ლიდერობის 50 ტური

“ესპანიოლთან” მოგების შემდეგ ცხადი გახდა, რომ “ბარსელონა” ლიდერობას კიდევ მინიმუმ ერთი ტურის განმავლობაში შეინარჩუნებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კატალონიური გუნდი ლიდერი ზედიზედ 50 ტურის განმავლობაში იქნება.

“ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატში პირველ ადგილს 2012-13 წლების სეზონის პირველივე ტურიდან მოყოლებული ინარჩუნებს. გასულ სეზონში, ტიტო ვილანოვას შეგირდებმა პირველი თამაში 5:1 მოიგეს (“სოსიედადთან”) და ასევე 3 ქულის ამღებ გუნდებს ბურთების შეფარდებით აჯობეს. მას შემდეგ, კატალონიელები დანარჩენ გუნდებს ან ქულებით ჯობდნენ, ან თანაბარი ქულების პირობებში, ვილანოვას შეგირდები წინ ბურთების სხვაობით იყვნენ.

მიმდინარე სეზონი “ბარსამ” კიდევ უფრო შთამბეჭდავად დაიწყო. კატალონიელებმა “ლევანტე” 7:0 გაანადგურეს და ბუნებრივია, ლიდერობა პირველივე ტურში მოიპოვეს. “ბარსა” ქულებით უპირატესობას, ნელ-ნელა, ყველა გუნდთან იპოვებდა, მადრიდის “ატლეტიკოს” გარდა. ერთ-ერთი ტურის შემდეგ, კატალონიელები და მადრიდელები თანაბარნი იყვნენ როგორც ქულების, ასევე გატანილი და გაშვებული გოლების მხრივაც, მაგრამ ტატა მარტინოს გუნდი “ფეირ ფლეიმ” “იხსნა” და “ბარსამ” ლიდერობა შეინარჩუნა. ამჟამად, კატალონიელები გათამაშების სათავეში ერთპიროვნულად არიან მოქცეულნი.

ცნობისთვის, ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ლიდერი მადრიდის “რეალი” იყო, რომელიც გათამაშებას 53 ტურის განმავლობაში ლიდერობდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward