“ბარსელონას” ვარსკვლავი, ანდრეს ინიესტა და მისი მეუღლე ანა ორტისი მე-2 შვილს ელოდებიან. ეს ინფორმაცია “ბარსას” მე-8 ნომერმა თავისი Twitter-ის საშუალებით გაავრცელა.
“მოხარულნი ვართ გაცნობოთ სასიხარულო სიახლე – ანა ორსულადაა! ვალერიას პატარა ძმა ან და ეყოლება!” – ვკითხულობთ ანდრეს ინიესტას Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 3 აპრილს, ანდრეს ინიესტასა და ანა ორტისს პირველი შვილი, ქალიშვილი ვალერია შეეძინათ.