workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მეტი ვიდრე უბრალოდ კაპიტანი

მეტი ვიდრე უბრალოდ კაპიტანი

სულ უფრო ცოტა დრო რჩება ესპანეთის პრიმერადივიზიონის დასრულებამდე, მომენტამდე როცა ბარსას კაპიტანი და სიმბოლო, კარლეს პუიოლი, კიდევ ერთხელ აღმართავს თასს “კამპ ნოუზე”. შესაძლოა ის არ არის ლამაზი, მომხიბვლელი, ან თუნდაც ელეგანტური, მაგრამ ის ლიდერადაა დაბადებული და უკანასკნელ ორ სეზონში კარლესმა ითამაშა ის თამაში, რა თამაშითაც თამამად შეუძლია ღირსეული ადგილი დაიკავოს ისეთი მცველების გვერდით როგორებიც არიან: პაოლო მალდინი, ლორენ ბლანი, ლილიან წურამი… ის არის იმ ტიპის ფეხბურთელი , რომელთათვისაცაა შექმნილი სიტყვა: “ლეგენდა”. კარლესმა პირველ გუნდში გადმოსვლისთანავე გამოავლინა საკუთარი ინტელიგენტურობა და ხასიათის სიმტკიცე, რაც მოგვიანებით მისი საფირმო ნიშანი გახდა და რითიც ბარსას გულშემატკივრების სიყვარული დაიმსახურა. ის იყო ახალგაზრდა ფეხბურთელი ველური, ფაფრისმაგვარი ვარცხნილობით, რომლის თამაშის შემხედვარე აუცილებლად გაიფიქრებდა რომ ეს ბიჭი მზად იყო მომკვდარიყო საკუთარი კლუბისთვის. დიახ, ის იყო მოუქნელი, ზედმეტი ენთუზიაზმით აღსავსე, ხშირად შედიოდა ორთაბრძოლებში, რომელთა მოგების შანსიც არ ჰქონდა, მაგრამ ამ ყველაფერში მაინც იყო რაღაც. ის რაღაც, რაც გაუძღვებოდა ბარსას დიდი გამარჯვებებისკენ.

ყველასათვის კარგად ცნობილი ლუის ენრიკესგან 2004 წელს კაპიტნის სამკლავურის მიღების შემდეგ კარლესს გაურთულდა ცხოვრება, თუმცა მან ყველა სირთულე გადალახა და მომავალი 6 წლის მანძილზე იმდენმა ვერცხლის ნივთმა გაიარა მის ხელში, რომ სურვილის შემთხვევაში, თავისუფლად მოაწყობდა აუქციონს. მათ შორის: ორი ევროპის ჩემპიონთა ლიგა და სამი ლა ლიგა. ამასთან ის მალევე გახდა უმნიშვნელოვანესი ფიგურა ეპსანეთის ნაკრებში და 2008 წელს ევროპის ჩემპიონობაც შეემატა მის მდიდარ კოლექციას.

იშვიათია, როდესაც ადამიანის შეხედულება იმდენის მთქმელი იყოს მაყურებლისთვის, როგორც ეს კარლეს პუიოლის შემთხვევაში ხდება. როდესაც კარლესი მინდორზე ჩნდება, ბარსაში თუ ნაკრებში, ხალხმა უკვე იცის რას უნდა ელოდოს. ისინი ხედავენ კულულებს, ამაყ ნიკაპს, მიხანდასახულ თვალებს და ყველა ერთიდაიმავეს იმეორებს გულში: “ჩვენ უსაფრთხოდ ვართ, ის დაგვიცავს”. ფეხბურთის გულშემატკივრებმა იციან, რომ ისინი იხილავენ სულისკვეთებას, სიმტკიცეს, ლიდერობას. მისი “არასდროს დანებდე” დამოკიდებულება თუნდაც ნეიტრალურ გულშემატკივარს ფეხზე აყენებს და აიძულებს ტაში დაუკრას.

ბევრი მიზეზი არსებობს, თუ რატომ ცემენ ამხელა პატივს გულშემატკივრები ბარსას კაპიტანს: მისი ერთგულება კლუბისადმი, თავმდაბლობა, საფეხბურთო კლასი, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის ხანგრძლივი დროა, რაც მან გუნდში გაატარა. ითაშო თითქმის 10 წელი ისეთი ტოპ კლუბის ძირითად შემადგენლობაში როგორიც ბარსაა და ამავდროულად იყო შეუცვლელი ესპანეთის ნაკრებში, გასაოცარი, დაუჯერებელი მიღწევაა, რითიც კარლესს ნამდვილად შეუძლია იამაყოს.

რაიკაარდის ერის დასასრულს, 2007-08 წლებში, პუიოლს ჰქონდა ჩავარდნა, რაც მეტწილად გამოწვეული იყო მუხლის ტრავმით, მაგრამ მას შემდეგ რაც პეპ გუარდიოლა დაინიშნა მთავარი მწვრთნელის პოსტზე, კაპიტანი თითქოს ახლიდან დაიბადა, ახალი ძალა, ენერგია და მიზნები გაუჩნდა. პუიოლმა ითამაშა გადამწყვეტი როლი პეპის წარმატებებში, შექმნა რა თითქმის გაუვალი დაცვის ხაზი ახალგაზრდა ხერარდ პიკესთან და ჩაატარა 80 მატჩი ბოლო 2 სეზონში, რაც დაუჯერებლად დიდი ციფრია მისი ასაკის გათვალისწინებით. შეგვიძლია გავიხსენოთ ძალიან ბევრი დიდი ფეხბურთელი, რომლის კარიერამაც მნიშვენლოვანი დაღმასვლა განიცადა მას შემდეგ რაც 30 წელს გადააბიჯეს. გაიხსენეთ ფაბიო კანავაროს უკანასკნელი წლები რეალის შემანდგენლობაში ან თუნდაც რაფაელ მარკესი, რომელიც პუიოლზე ახალგაზრდაა. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მექსიკელს აღარ შერჩა იმდენი ძალა და ენერგია რომ ადრინდელივით ითამაშოს.

მერე რა თუ კარლესმა უკვე მოიგო ყველაფერი რისი მოგებაც შეიძლებოდა, მას მუდმივად მეტი სურს, თუნდაც იმიტომ რომ ის სიამოვნებას ღებულობს თამაშით, თვითოეული მოგებული ორთაბრძოლით. გარდა იმისა რომ კარლესი მსოფლიო დონის ცენტრალური მცველია, ის ერთნაირი წარმატებით თამაშობს დაცვის როგორც მარჯვენა ისე მარცხენა ფლანგზე და ვინმეს რომ დაევალებინა ალბათ ფორვარდადაც ითამაშებდა. შესაძლოა კარლესი ვერ იყოს ისეთი სწრაფი ან პროდუქტიული როგორებიც ალვეში და აბიდალი არიან, მაგრამ დაკისრებულ სამუშაოს ფრიადზე ასრულებს, ამას მოწმობს ის რამდენიმე საგოლე პასი რომელიც მან ამ სეზონში გააკეთა.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჯონ ტერი და რიო ფერდინანდი როგორ ტოვებენ გამუდმებით საკუთარ საჯარიმოს, აკეთებენ გრძელ გადაცემებს შეტევაში, ატყუებენ მეტოქის მცველებს? ეს შეიძლება მოხდეს იშვიათად, ყოველ შემთხვევაში არა იმდენად ხშირად და იმდენად საიმედოდ როგორც ამას კარლესი აკეთებს. ყოველივე ამის მთავარი მიზეზი კი ისაა რომ კარლესი არაა გუნდის ერთი რიგითი, ჩვეულებრივი წევრი, ის კაპიტანია და ისე უყვარს კლუბი როგორც ალბათ არავის. მისი სახლი კამპ ნოუა და მისი ისტორია ბარსას ისტორიაა.

როდესაც ვინმე ფიქრობს ბარსაზე, მას ახსენდება კამპ ნოუ, ლამაზი, შთამბეჭდავი სანახაობა და პირველ რიგში კარლეს პუიოლი. სხვა გუნდები მხოლოდ ოცნებობენ საკუთარ რიგებში იხილონ კარლესი. ის არსად მიდის, ის მხოლოდ ბარსას, ჩვენი კაპიტანია. ერთადერთი პრობლემა რაც გვაქვს არის ის რომ ავაშენოთ საკმარისად დიდი კაბინეტი მისი ჯილდოების შესანახად იმ დღისთვის, როცა ის ფეხბურთიდან წასვლას გადაწყვეტს. მისი და ზოგადად გუნდის დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე კი ვფიქრობ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ ამ პრობლემის გადაჭრას.

წყარო: www.totalbarca.com

პ.ს ეძღვნება დათოს, Spun10-ს , საიტისა და ფორუმის ერთგულ წევრსა და მომხმარებელს

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward