ჩესკის თავურმა გუშინ “ბარსელონას” სამი ქულა მოუტანა. ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ კომენატრი გააკეთა: “ვიცოდით რომ აქ გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდებოდა, რადგან მოწინააღმდეგე თავს ყოველთვის კარგად იცავს. საბოლოო ჯამში კარგი შეხვერა ჩაავატარეთ. ეს მატჩი მიმდინარე სეზონზე ჩატარებული მატჩებიდან ერთ–ერთ სრულყოფილად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ჩვენ ეს გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ.” ბოლოს კი ჩესკმა განაცხადა: “აქ ჩამოსვლა და ამ შესანიშნავ ატმოსფეროში მატჩის გამართვა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა.”
მატჩის შემდეგ კომენატრები სხვა ფეხბურთელებმაც გააკეთეს:
სერხიო ბუსკეტსი:
“გასულ სეზონზე მათ მსგავსი თამაშით მოგვიგეს, ვიცოდით, რომ ისინი დღესაც იმავეს გაიმეორებდნენ. ამჯერად ჩვენ ბურთს უფრო სწრაფად ვაგორავებდით და აუცილებლობის შემთხვევაში არც გრძელი პასების გაკეთებას ვუშინდებოდით. მეორე ნახევარში გატანილმა გომა კი ცოტაოდენი სიმშვიდე შეგვმატა.”
“ძირითადად თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. მათ გოლის გატანის ერთი რეალური შანსი ჰქონდათ, თუმცა იმ მომენტში ვალდესმა არაჩვეულებრივად ითამაშა. ასევე იყო რამდენიმე სახიფათო კუთხურიც. მართალია ეს ჩვენს მიერ ჩატარებული საუკეთესო თამაში არ ყოფილა, თუმცა ერთ–ერთი მათგანი ნამდვილად იყო.”
ჩავი:
“ბურთს დიდი ხნის განმავლობაში ვფლობდით და თამაშსაც ვაკონტროლებდით. მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ, მოიუხედავად იმის, რომ უფრო მეტის გატანა შეგვეძლო.”
“ნეიმარი და ბარტრა თავიანთ ხარისხს გვაჩვენებენ. მათ დღეს დაამკიცეს, რომ მთელი სეზონის განმავლობაში გუნდის უმნიშვნელოვანესი ნაწილები იქნებიან”.
ალვესი:
“ყოველდღიურად ვცდილობთ უკეთესობისკენ წავდიეთ. თუ ასე გავაგრძელებთ მოგების შანსებიც გაიზრდება.”
“ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ, ამიტომ მესისა და მასკერანოს არ ყოფნა გუნდს არ დასტყობია.”
ნეიმარი:
“მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება შევძელით. მიხარია, რომ გოლის გატანაში მონაწილეობა მივიღე. გუნდთან ადაპტირება კი ყოველდღიურად უმჯობესდება.”