workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ალმერია”–”ბარსელონა”: ისტორიაში საუკეთესო სტარტი

“ალმერია”–”ბარსელონა”: ისტორიაში საუკეთესო სტარტი

გუშინ “ბარსელონა” სამხრეთ ესპანეთს ეწვია და “ხუეგოს მედიტერანეოსის” მოედანზე ანდალუსიური კლუბი ანგარიშით 2–0 დაამარცხა.  ამ გამარჯვებით საფეხბურთო კლუბ “ბარსელონამ” ახალი ისტორიის წერა დაიწყო – ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონზე ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვეს.

პირველი დარტყმა კატალონიელებმა მეხუთე წუთზე განახორციელეს, თუმცა ანდრესის დარტყმული ალმერიელთა მეკარე ესტებანმა მოიგერა. მატჩში ანგარიში 21–ე წუთზე ლეო მესიმ გახსნა … უძლიერესი დარტყმა და ძელიდან ასხლეტილი ბურთი კარის ბადეში ეხვევა … “ბარსელონა” დაწინაურდა.

მაშინ, როდესაც ყველა ჯერ კიდევ ლეო მესის გოლს აღნიშნავდა, განწყობა შეიცვალა. მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო გოლის ავტორმა და კატალონილეთა ლიდერმა მოედანი დატოვა. 29–ე წუთზე მოედნაზე ლეო მესის ნაცვლად ჩავი ერნანდესი შემოვიდა.

მორიგი გოლი კატალონიელთა მხრიდან ადრიანომ, შეხვედრის 56–ე წუთზე ჩესკ ფაბრეგასის პასის შემდეგ  გაიტანა და ტაბლოზეც მატჩის საბოლოო ანგარიში 2–0 დაფიქსირდა.

საუკეთესო: მარკ ბარტრა

ხავიერ მასკერანოს ტრავმამ ახალგაზრდა მცველზე ნამდვილად კარგად იმოქმედა და მიმდინარე სეზონზე პირველად სასტრატო შემადგენლობაში მოხვდა. გუშინდელ მატჩში კი ბარტრამ დაამტკიცა, რომ მას ნადვილად შესწევს ძალა გუნდის ერთ–ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახდეს.

შაბათს გამართულ შეხვერდაში ნათლად დავინახეთ, რომ ეს ფეხბურთელი მეტ სათამაშო დროსა და ნდობას იმსახურებს. მთელი მატჩის განმავლობაში ის ბევრს დარბოდა და 81–ე წუთზე გოლის გატანაც კი შეეძლო. ბარტრა ასევე გახლდათ მოთამაშე, რომელმაც მოწინააღმდეგეს ყველაზე მეტჯერ (13)  წაართვა ბურთი. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე ჩემთვის ბარტრა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

ფაქტია, რომ გუშინდელ მატჩში შესანიშნავი ასპარეზობა მარკ ბარტრას თავდაჯერებას შემატებს და ტატა მატინოსაც ამ ფეხბურთელისადმი ნდობას გაუზრდის.  ეს ფაქტი “კულეებსაც” გვაიმედებს, იქნებ, უბრალოდ ვარაუდის დონეზე, სწორედ მარკ ბარტრაა ის ცენტრალური მცველი, რომელსაც კლუბი ამდენი ხნის განმავლობაში ეძებდა, ის კი უბრალოდ სკამზე იჯდა და შანსს ელოდა.

ყველაზე ცუდი: მესის ტრამა

ორი აზრი არ არსებობს იმაზე რომ ლეო მესის ტრავმა მატჩის ყველაზე ცუდი მომენტი იყო. ესპანურ პრესაზე დაყრდნობით ლეო მესი მინიმუმ ერთ კვირას გამოტოვებს და გუნდს “სელტიკისა” და “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებში ვერ დაეხმარება, თუმცა ოფიციალურად ეჯრ დადასტურებული არაფერია.

ყელას მოგეხსენებათ, რომ “ბარსას” მთავარი ფეხბურთელი და ლიდერი ლეო მესია. სწორედ ის ამწვავებს “ტიკი–ტაკას” და ფაქტია, რომ მის გარეშე გუნდს ძალიან გაუჭირდება. ბევრი ალბათ იტყვის, რომ “სელტიკთან” და “ვალიადოლიდთან” ნეიმარი შეითავსებს ლიდერის ფუნქციებს. თუმცა ხომ არ გგონიათ, რომ ამ “ბავშვს” ზედმეტ წნეხში ვაქცევთ ? თან კი, თან არა: კი, რაგან 21 წლის ბიჭისთვის ძალიან ძნელია ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ლიდერის ფუნქციები შეითავსოს. არა, რადგან ნეიმარმა მნიშვნელოვან ტურნიერებზე გუნდს ლიდერობა უკვე გაუწია (კონფედერაციის თასი 2013).

მუხედავად ამისა მიმაჩნია, რომ მესის არყოფნაში გუნდის ლიდერის ფუნქციებს ანდრეს ინიესტა და ფაბრეგასი იკისრებენ, რა თქმა უნდა მათ ჩავი და ბუსკეტსიც დაეხმარებათ, თუმცა ჩესკი და დონ ანდრესი შეასრულებენ უმნიშვნლოვანეს მისიას, მოამაგარებენ ალექსისსა და სხვა თავადამსხმელებს საგოლე გადაცემებით.

რა ვისწალეთ: “ბარსამ” ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია… ეს ცოტა მოულოდნელი იყო.

კლუბის ისტორიაში “ბარსელოამ” საუკეთესო სტარტი გვაჩვენა. შვიდი მოგებული მატჩი, 24 გატანილი და საკუთარ კარში მიღებული მხოლოდ 5 გოლი. ღმერთმა დალოცოს ტატა მარტინო და მისი ბიჭები!

ვფიქრობ, ტატა მარტინოს ეს შედეგი ყველასთვის ცოტა მოულოდნელი იყო.

როდესაც გავიგეთ, რომ ტიტო ვილანოვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გუნდს დატოვებდა, ამან ყველა ძალიან დაგვამწუხრა. რამდნიმე დღის შემდეგ კი შვეიტყვეთ, რომ გუნდს სათავეში ხერერდო მარტინო ჩაუდგებოდა. ამას არავინ მოელოდა. ამ ფაქტმა ყველა შეაშფოთა და ალბათ ცოტათი აანერვიულა კიდეც. თუმცა ახლა აშკარაა, რომ სანდრო როსელმა და ანდონი სუბისარეტამ სწორი ადაწყვეტილება მიიღეს. ტატა ჭკვიანია, მან იცის როგორ ათამაშოს გუნდი, მისი მთავარი მზიანია ფეხბურთელებმა ბურთი დაკარგვიდან მალევე დაიბრუნონ, არგენტინელი მიმართავს როტაციებს. მიუხედავად ცვლილებებისა ტატა მარტინომ გუნდისთვის წარმატების მომტანი უმნიშვნელოვანესი რამ შეინარჩუნა … ეს “ტიკი–ტატაა”, რომელიც მან “ტიკი–ტატად” აქცია. ჯერ–ჯერობით, “ტიკი–ტატას” გუნდისთვის მხოლოდ კარგი მოაქვს.

სეზონის დასაწყისში ნებისმიერი “კულესთვის” რომ გეკითხათ, წარმოიდეგნდა, თუ არა სეზონის ამგვარ სტარტს, მაშინ, როდესაც საზაფხულო ფანჯარაზე გუნდს არც ერთი ცენტრალური მცველი არ შეუძენია და შარშანდელი შემადგენლობით განაგრძობს ასპარეზობას,რომ გუდს ჰყავს ახალი მწვრთნელი, რომლიც  არ გახლავთ “ტიკი–ტაკას” ოჯახის წარმომადგენელი  უმრავლესობა ნამდვილად გეტყოდათ, რომ ამას ვერ წარმოიდგენდა.

თუმცა ფეხბურთი მოულოდნელობებით აღსავსე სპორტია …

მატჩის შემდეგ, როდესაც ტატა მარტინოს ამ გამარჯვებაზე ჰკითხეს არგენტინელმა უპასუხა: “ეს გუნდის რეკორდია. მე არაფერ შუაში ვარ.”

ტატა ცდილობს თავმდაბლობა შეინარჩუნოს, თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რეკორდის დამყარება ტატა მარტინოსა და მისი საფეხბურთო ხედვის დამსახურებაა…

“ბარსელონამ” ლიგის საუკეთესო ს სტარტი გვაჩვენა, და ეს მოხდა არა კრუიფის, ვან გაალის, გვარდიოლასა, თუ ტიტოს მწვრთნელობის დროს, არამედ ტატა მარტინოს ხელმძღვანელობთ.

 მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელი მატჩი “ბარსელონას” საუკეთესო შეხვედრა არ იყო, ფეხბურთელებმა მოგება მიანც შეძლეს. ამასთანავე გუშინ მადრიდულ დერბიში დამარცხდა “რეალ მადრიდი” ასე, რომ პრინციპულ მეტქოეებს შორის სხვაობა ახლა 5 ქულაა.

რაც შეეხება მომდევნო თამაშს, სამშაბათს კატალონიელები გლაზგოში “სელტიკს” დაუპირისპირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონზე “სელტიკ პარკზე” დავმარცხდით, ვიმედოვნებ წელს ყველაფერი “ბარსასთვის” სასრგებლოდ ჩაივლის…  

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward