უსმან დემბელე ბარსელონადან წასვლაზე: სწორი გადაწყვეტილება მივიღე

უსმან დემბელე ბარსელონადან წასვლაზე: სწორი გადაწყვეტილება მივიღე

უსმან დემბელემ გამოცემა Marca-სთან ინტერვიუში “ბარსელონადან” წასვლის თავის ვერსიაზე ისაუბრა. ფრანგი შემტევი ირწმუნება, რომ 2023 წლის ზაფხულში “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლა “კარგად გააზრებული” გადაწყვეტილება იყო და, დროის გადმოსახედიდან, მიიჩნევს, რომ “ის სწორი იყო”.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ “ბარსელონას” დატოვებით საუკეთესო ნაბიჯი გადადგა, ფრანგმა ფეხბურთელმა მკაფიოდ უპასუხა: “დიახ, ასე ვფიქრობ”. დემბელემ განმარტა, რომ მიუხედავად კატალონიურ კლუბთან ემოციური კავშირისა, მიხვდა, რომ ახალი ეტაპის დაწყების დრო იყო. “მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვიყავი მიჯაჭვული “ბარსელონაზე”, რომელსაც ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ, ჩემთვის “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლა მნიშვნელოვანი იყო,” – აღნიშნა მან. თავდამსხმელმა ასევე გაამხილა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ლუის ენრიკეს, პარიზული კლუბის პრეზიდენტსა და სპორტულ დირექტორს ესაუბრა. “მე სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ეს შესანიშნავი ნაბიჯი იყო, როცა ხედავ, რა მოხდა “პარი სენ-ჟერმენში” ბოლო სამი წლის განმავლობაში და ამით ბედნიერი ვარ,” – დასძინა დემბელემ.

“ლუის ენრიკეს სიტყვებმა მაშინვე დამარწმუნა”

ინტერვიუში დემბელემ ლუის ენრიკესგან მიღებული ზარიც გაიხსენა. “ბარსელონასთან” ერთად ლოს-ანჯელესში ტურნეზე ვიყავი, როცა ლუის ენრიკემ დამირეკა. მან ამიხსნა თავისი გეგმები, თუ როგორ ხედავდა ჩემს როლს მის გუნდში და ჩვენს საერთო მომავალს “პარი სენ-ჟერმენში”. მისმა სიტყვებმა მაშინვე დამარწმუნა”, – იხსენებს უსმანი.

ფრანგმა ფეხბურთელმა ასევე უარყო ის მოსაზრება, თითქოს მისი საუკეთესო ვერსია მხოლოდ “სპოტიფაი კამპ ნოუს” დატოვების შემდეგ ვიხილეთ. როგორც მან განმარტა, კატალონიაში გატარებული ბოლო სეზონების განმავლობაში უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა. “ბარსელონაში” ჩემი ბოლო წლების განმავლობაში თავს უკვე ბევრად უკეთ ვგრძნობდი. 2021-2022 წლებში 24 ან 25 წლის ვიყავი და სიტუაცია საგრძნობლად გამოსწორდა,” – განაცხადა მან. დემბელემ გაიხსენა, რომ ესპანეთში მისი პირველი წლები ტრავმებით იყო სავსე, თუმცა მიიჩნევს, რომ ფიზიკური ევოლუცია პარიზში გადასვლამდე დაიწყო. “პარიზში მე უბრალოდ გავაგრძელე ის ხაზი, რაც “ბარსელონაში” ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მქონდა,” – აღნიშნა ფრანგმა შემტევმა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

დატოვე კომენტარი

  • Gio_bcn
    Gio_bcn ახალბედა
    12 ივნ 2026, 20:35

    რაღამც ეს შავი ცხენი მოვიშორეთ!

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    12 ივნ 2026, 19:35

    ორივესთვის კარგი გამოდგა, ბარსაში ახალი ერა დაიწყო, ლამინირებული ეპოქა ასე ვთქვათ(ნუ შეიძლება გადაჭარბებულია), თუმცა ამის მერე აქცენტიო გაკეთდა უფრო ახალაგზრდა და ლა მასიის გაზრდილებზე და შედეგი აუცილებლად იქნება

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    12 ივნ 2026, 19:03

    ძმებო, არგენტინის ზედიზედ მეორე მსოფლიო თუ ესპანეთის მოგება, რომელი გირჩევიათ? მეფის კიდევ ერთი მუნდიალი ძაან გამისწორდება, მეორეს მხრივ ესპანეთში უამრავი ჩვენიანი, ასე რომ ორივე შემთხვევა გვაწყობს.

  • MESSI 2017
    MESSI 2017 ვეტერანი
    12 ივნ 2026, 17:31

    როცა არ გამოგიდს კლუბში რაღაც უნდა გააჯვა დემბელე როგორც წავიდა ეგ იყო პროჭობაარა ნეტა ეგრე წავიდეს წელს არაუხოც და ფერან ტორესიც

  • MESSI 2017
    MESSI 2017 ვეტერანი
    12 ივნ 2026, 17:30

    კი სწორია და მიბაძოს დედამოტყნულმა არაუხომ ხომ შეიძლება

  • Johan Cruyff 14
    Johan Cruyff 14 ლეგენდა
    12 ივნ 2026, 16:56

    ლუის ენრიკემ გამოაცოცხლა და მაქსიმუმს აკეთებინებს თორე კიდევ უფრო მაგარი უნდა იყოს საფრანგეთის ნაკრებში კი ეტყობახოლმე და ზოგ თამაშებში რაცაა, ხვიჩას დამსახურებაცაა ეგ რასაც ამას აქებენ

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    12 ივნ 2026, 16:10

    ლუჩო რომ არა შენი ფეხბურთი დამთვარდებოდა სადმე ლილში ან ნანტში