ლამინ იამალი 2025/26 წლების სეზონის ლა ლიგის საუკეთესო მოთამაშეა

ლამინ იამალი 2025/26 წლების სეზონის ლა ლიგის საუკეთესო მოთამაშეა

ლამინ იამალის მორიგი აღიარება. “ბარსელონას” 10 ნომერი 2025/26 წლების სეზონის ლა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ეს ჰანსი ფლიკის ტიტულის მომგები “ბლაუგრანასთვის” კიდევ ერთი ჯილდოა.

“ლა მასიას” თავდამსხმელის ჯადოქრობა აშკარაა. თითოეულ მატჩში მას დრიბლინგი, გოლები და საგოლე გადაცემები მოჰქონდა. ის ნამდვილი თავსატეხია მეტოქის დაცვისთვის, რომელსაც “ბლაუგრანას” შემტევი საფრთხეების შესაჩერებლად დიდი ძალისხმევა სჭირდება. ამ ყველაფრის მიღმა, ახალგაზრდა კატალონიელმა 16 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა – ლა ლიგაში სხვა არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია ამდენი შედეგიანი პასი.

ყველაზე შედეგიანი სეზონი

ლამინ იამალისთვის ლა ლიგაში ეს ყველაზე შედეგიანი სეზონი აღმოჩნდა. თავისი 16 გოლით მან ტელმო სარას ჯილდო (ტურნირის საუკეთესო ესპანელი ბომბრადირი) ფერან ტორესთან გაიყო. კატალონიელი ფლიკისთვის შეტევაში უდავოდ მთავარი ფიგურაა და მისმა წვლილმა ლა ლიგის ტიტულის მოპოვებაში უდიდესი როლი ითამაშა.

ზედიზედ მეორე წელია, როცა “ბარსელონას” ფეხბურთელი ამ ჯილდოს იგებს – გასულ სეზონში ის რაფინიამ მოიპოვა.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    05 ივნ 2026, 19:34

    აბა ვალვერდე, ვალვერდეო.