ბარსელონას ფეხბურთელების მაისურის ნომრები მსოფლიო ჩემპიონატზე

ბარსელონას ფეხბურთელების მაისურის ნომრები მსოფლიო ჩემპიონატზე

ფეხბურთში ყველაზე დიდი საერთაშორისო მოვლენა სულ მალე აიღებს სტარტს. 11 ივნისს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ. ტურნირზე “ბარსელონას” 16 ფეხბურთელი 8 სხვადასხვა ეროვნულ ნაკრებში გადანაწილებული ითამაშებს. ახლა, როცა შეჯიბრებაში მონაწილე “ბლაუგრანას” წარმომადგენლები ცნობილია, დროა გავიგოთ, რა ნომრებს მოირგებენ ისინი.

გთავაზობთ “ბარსელონას” ფეხბურთელების სიას და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მათი მაისურის შესაბამის ნომრებს:

4. ერიკ გარსია
4. რონალდ არაუხო
5. ჟიულ კუნდე
7. ფერან ტორესი
9. გავი
10. დანი ოლმო
11. რაფინია
11. მარკუს რაშფორდი
13. ჟოან გარსია
18. ენტონი გორდონი
19. ლამინ იამალი
20. პედრი
21. ფრენკი დე იონგი
22. პაუ კუბარსი

პორტუგალია და ეგვიპტე ის ორი ეროვნული ნაკრებია “ბარსელონას” წარმომადგენლობით, რომლებსაც მოთამაშეთა ნომრები ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებიათ. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, რა ნომრით ითამაშებს ჟოაუ კანსელუ, ან ჰამზა აბდელკარიმი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტი ექნება.

ხუთი მოთამაშე საკლუბო ნომერს ინარჩუნებს

მას შემდეგ, რაც ესპანეთის, ურუგვაის, ბრაზილიის, ინგლისისა და ნიდერლანდების ნაკრებებმა მოთამაშეთა ნომრები დაადასტურეს, ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” რვა ფეხბურთელი ტურნირზე იმ ნომრისგან განსხვავებულს მოირგებს, რომლითაც მათ სეზონი კლუბში ჩაატარეს. ესენი არიან: ერიკ გარსია, ჟიულ კუნდე, გავი, დანი ოლმო, მარკუს რაშფორდი, ლამინ იამალი, პედრი და პაუ კუბარსი.

რონალდ არაუხო, ფერან ტორესი, რაფინია, ჟოან გარსია და ფრენკი დე იონგი კი ის მოთამაშეები არიან, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზეც ზუსტად იმ ნომრებს შეინარჩუნებენ, რომლებითაც კლუბში თამაშობენ.

ერიკ გარსია “ბარსელონაში” ყოველთვის 24-ნომრიანი მაისურით თამაშობდა. თუმცა, მისთვის ნაკრებში მე-4 ნომრით ასპარეზობა ახალი არ არის და ეს ნომერი მისთვის იღბლიანიცაა – სწორედ ამ მაისურით მოიპოვა მან 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი. ასევე არ არის გასაკვირი და საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა (იგულისხმება გავი) მე-9 ნომერი მოირგოს. ლამინ იამალიც ანალოგიურად მიჩვეულია ეროვნულ ნაკრებში 19-ნომრიანი მაისურით თამაშს – ეს ის ნომერია, რომლითაც მან “ბარსელონაში” 2024/25 წლების სეზონში ისტორია დაწერა. ოლმო ესპანეთის მე-10 ნომრად რჩება, ხოლო ფერანი ასპარეზობას 7 ნომრით აგრძელებს.

ექვსი ფეხბურთელი წინა მსოფლიო ჩემპიონატის ნომერს იმეორებს

ლუის დე ლა ფუენტეს შემადგენლობიდან მხოლოდ გავი მოირგებს იმავე ნომერს, რაც წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ჰქონდა. დანარჩენები ახალი ნომრებით ითამაშებენ. წინა მუნდიალზე ერიკ გარსიას 3 ნომერი ეცვა, ფერანს – 11, ოლმოს – 21, ხოლო პედრის – 26. ჟოან გარსიასა და გორდონისთვის ეს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, ამიტომ ისინიც სადებიუტო მუნდიალის ნომრებს მოირგებენ. ჟოან გარსიას შემთხვევაში, მან “ბარსელონაში” მთელი სეზონი 13 ნომრით ჩაატარა, ამიტომ ეს მისთვის ნაცნობი მაისურია. გორდონი კი ინგლისის ნაკრებში 18 ნომრით აქამდეც თამაშობდა, თუმცა მან გასული სეზონი “ნიუკასლში” 10 ნომრით გაატარა.

რონალდ არაუხო (მიუხედავად იმისა, რომ წინა ტურნირზე ერთი წუთიც არ უთამაშია), კუნდესთან, რაფინიასთან, რაშფორდსა და ფრენკი დე იონგთან ერთად გავის გზას მიჰყვება. ისინი შეინარჩუნებენ იმავე ნომრებს, რომლებითაც კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი