ბარსელონას 5 დებიუტანტი მსოფლიო ჩემპიონატზე

ბარსელონას 5 დებიუტანტი მსოფლიო ჩემპიონატზე

მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გამოძახება ფეხბურთელის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტია. უდიდეს საერთაშორისო ტურნირზე საკუთარი ქვეყნის წარმოდგენის შანსი ხშირად არ გეძლევა. მსოფლიო ჩემპიონატზე მიმავალი “ბარსელონას” 16 ფეხბურთელიდან ხუთისთვის ეს უდიდეს საფეხბურთო სცენაზე დებიუტი იქნება.

ხუთეული

ესპანეთი ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდის სტატუსით ჩადის, როგორც შემადგენლობის ხარისხის, ისე სათამაშო სტილის თვალსაზრისით. ევრო 2024-ის მოგების შემდეგ, ისინი კვლავ ფავორიტებს შორის არიან. ესპანეთის ეროვნული ნაკრების მიერ შერჩეული “ბარსელონას” რვა ფეხბურთელიდან, სამი მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს: ლამინ იამალი, პაუ კუბარსი და ჟოან გარსია.

“ბარსელონას” ახალწვეულს, ენტონი გორდონს ასევე ექნება დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების რიგებში და ის გლობალურ სცენაზე თავისი ნიჭის წარმოსაჩენად მზადაა. მეხუთე დებიუტანტი კი 19-წლამდელთა გუნდის ეგვიპტელი ახალგაზრდა, ჰამზა აბდელკარიმია, რომლის შესანიშნავი თამაშიც შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

მეორე მუნდიალი

რაც შეეხება ჰანსი ფლიკის შემადგენლობის დანარჩენ ნაწილს, ბევრი მათგანი კატარის 2022 წლის მუნდიალის შემდეგ, თავის მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. ესენი არიან: ერიკ გარსია, პედრი, გავი, დანი ოლმო, ფერან ტორესი, რაფინია, ჟიულ კუნდე, ფრენკი დე იონგი, რონალდ არაუხო და ჟოაუ კანსელუ. არაუხოს შემთხვევაში, ის წინა მსოფლიო ჩემპიონატზეც იყო გამოძახებული, თუმცა ტრავმის გამო მოედანზე ერთი წუთიც არ გაუტარებია.

რაშფორდი – მესამედ

ინგლისელი თავდამსხმელი თავის მესამე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. მანამდე ის 2018 წელს რუსეთისა და 2022 წელს კატარის ტურნირებზეც იმყოფებოდა. მარკუს რაშფორდს მსოფლიო ჩემპიონატებზე ჯამში 11 მატჩი აქვს ჩატარებული და სამი გოლი გატანილი, სამივე კატარში: ერთი ირანის, ხოლო ორი უელსის წინააღმდეგ.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 04 ივნ 2026, 19:51

    მოურინიო ჯერ არ არის მთავარი, არჩევნების მერე დანიშნავენ თუ პერესი გაიმარჯვებს.

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 03 ივნ 2026, 17:50

    მსოფლიოზე იქნებ ვინმე ფორვარდმა გამოიჩინოს თავი ნუ მიაკვდებიან ამ ალვარეს.რატომ უნდა იჩქარო ტრანსფერები როცა წინ მსოფლიოა

    • Barca for life
      Barca for life ვეტერანი
      schedule 03 ივნ 2026, 19:12

      რადგან კარგი მსოფლიოს შემთხვევაში შეიძლება ვიღაცის ფასი გაორმაგდეს და გასამმაგდეს. ხოდა დარწმუნებული იყავი რომ ეგ ატლეტიკოც მსოფლიოს ელოდება და რეალურად მაგიტო წელავს თორე ალვარესი რომ მანდ არ ითამაშებს მომდევნო სეზონში ეგ დაადასტურა ლამის ყველა ჟურნალისტმა, სანდომ და არასანდომაც.
      და ამ წამს ვინც ნორმალური ცენტრია, ვისაც ელემენტარული ბურთი გაუგორებია, ყველას 100+ებს ადებენ, მაგალითად, ოსიმენზე დაიწერა რო 140ზე ნაკლებად არ შეელევიანო, კრუპი რო კრუპია ეგეც 100+ ღირსო, ჟოაო პედროზე ჩელსიმ ვენები გადაიხსნა რო არცერთ სამყაროში არ გავყიდითო და რავი ახლა ჰალანდზე და კეინზე საუბარიც ზედმეტია, რადგან ერთში 300მს მოგიხევენ და მეორე წასვლას არ განიხილავს, ამიტოა რო ალვარესს ეჩალიჩებიან, რადგან თუ 100+ უნდა გადაიხადონ ბარემ ბარსას სტილის, approved, ლალიგას შეჩვეულ, მრავალმხრივ ტიპს მოიყვანენ, რომელიც ბარსას ფანია ბავშვობიდან, შეთანხმებაც აქვს ბარსასთან და ყველაფერს გააკეთებს აქ მოსასვლელად. ამიტომ მგონი ვერ აცნობიერებთ რამდენად ახლოშია ეგ ტრანსფერი და რომც არ იყოს, რატომ უნდა ასე ბარსას ალვარესი.

      • Rivaldo80
        Rivaldo80 ვეტერანი
        schedule 03 ივნ 2026, 23:51

        9 დღეს დეფიციტია მაგიტომ ავარდა ფასები

  • Gaucho97
    Gaucho97 გულშემატკივარი
    schedule 03 ივნ 2026, 13:26

    ალვარეზე მაინც საგა დაიწყო რა ყოველდღე უაზრო სტატიები იდება, საბოლოოდ ვერ გადმოიყვანენ, რაც შეეხება დუმფრიზი კონატეს დამატებას რეალში და ასევე მოურინიოს მწვრთნელად მიყვანის ზოგიერთი ბარსას გულშემატკივრის კომენტარი შემხვდა რომ თურმე რეალი მაგრად გაძლიერდა, მგონია სადაც შევხვდებით ზუსტად იმ ელ კლასიკოებში გამოჩნდება რას უზავს ბარსა მაგ “ტოპ” ტრანსფერებს, მადრიდისტებს გონიათ დუმფრიზი იამალს გააჩერებს სხვადასხვა ფლანგი კი არის მაგრამ გააჩერებს 😂 დუმფრიზი თუ გააჩერებს სხვამ ჯერ ვერ შეძლო, ეხლა ბარსა ალვარეზს, ბერნარდუს და ერთ კაი მცველს თუ დაიმატებს სულ დაავიწყდებათ მადრიდისტებს და რამდენიმე ბარსას ფანს რეალის ტრანსფერები, მსოფლიომდე ერთი მაინც თუ იქნება თუ არადა მსოფლიოს მერე დაიწყება დიდი ვაჭრობა აგერ ნახავთ

    • Just_Barca_Lover
      Just_Barca_Lover ახალბედა
      schedule 03 ივნ 2026, 17:29

      რეალმა ეხლა სულ რო პრაიმ ბეკენბაუერი მიიყვანოს მაინც არ დალაგდება სანამ ეგოებია გასახდელში, ეგ მოურინიო პირიქით არევს გუნდს შიგნიდანაც და მოედანზე ხო საერთოდ. ასე მგონია მართლა დებერდა ეს პერესი რეებს აკეთებს ტიპი, რაის არბელოა ან რაის მოურინიო თუ ძმა ხარ რაღა დროს მოურინიოა.

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 03 ივნ 2026, 11:51

    ჟოანი ძირითადში უნდა იყოს ჯერ მარტო წლევანდელი სტატისტიკით ტიპმა ეგრევე ზამორა მოიგო