მისი სახელი ენტონი მაიკლ გორდონია, ის “ნიუკასლ იუნაიტედიდან” მოდის და 2026-27 წლების სეზონში “ბარსელონას” პირველი შენაძენია. თუ გსურთ, ლივერპულში დაბადებული გარემარბის შესახებ მეტი გაიგოთ, გირჩევთ, კითხვა განაგრძოთ.
2001 წლის თაობა
ენტონი გორდონი 25 წლისაა. ის 2001 წლის 24 თებერვალს დაიბადა, იმავე წელს, როდესაც პირველ გუნდში მისი ორი ახალი თანაგუნდელი: ერიკ გარსია (დაიბადა 2001 წლის 9 იანვარს) და ჟოან გარსია (დაიბადა 2001 წლის 4 მაისს). საინტერესოა, კიდევ ვინ დაიბადა 24 თებერვალს? არც მეტი, არც ნაკლები – ჰანსი ფლიკი.
დებიუტი 16 წლის ასაკში
“ლივერპულის” აკადემიაში ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, ენტონი გორდონი 11 წლის ასაკში “ევერტონს” შეუერთდა. მისი პროფესიონალური დებიუტი სულ რაღაც 16 წლის ასაკში, 2017 წლის დეკემბერში, კვიპროსულ “აპოლონ ლიმასოლთან” ევროპა ლიგის მატჩში შედგა. იმ დღეს “ევერტონის” რიგებში მადრიდის “ატლეტიკოს” ამჟამინდელი თავდამსხმელი, ადემოლა ლუკმანიც თამაშობდა.
ცნობილი მწვრთნელები
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 25 წლისაა და აქამდე მხოლოდ “ევერტონსა” და “ნიუკასლ იუნაიტედში” უთამაშია, ენტონი გორდონს შეუძლია დაიკვეხნოს, რომ ისეთ ცნობილ მწვრთნელებთან უმუშავია, როგორებიც კარლო ანჩელოტი, რაფა ბენიტესი და ფრენკ ლამპარდი არიან. ედი ჰაუ კი ის სპეციალისტია, რომელიც გორდონს “ნიუკასლ იუნაიტედში” გატარებული სამნახევარი წლის განმავლობაში ყველაზე დიდხანს წვრთნიდა.
ყოფილი თანაგუნდელები “ბარსელონასთან” კავშირებით
კარიერის განმავლობაში გორდონის გზები “ბარსელონას” არაერთ ყოფილ ფეხბურთელთან გადაიკვეთა. სანდრო რამირესი, ლუკა დინი, ანდრე გომეში და იერი მინა “ევერტონში” თამაშისას მისი თანაგუნდელები იყვნენ.
ისტორიული წარმატება “ნიუკასლში”
2023 წლის იანვარში “ნიუკასლ იუნაიტედში” გადასვლის შემდეგ, ენტონი გორდონი იმ ისტორიული გუნდის ნაწილი გახდა, რომელმაც 2025 წლის 16 მარტს უტიტულო 70-წლიანი სერია დაასრულა, როდესაც ინგლისის ლიგის თასის ფინალში “ლივერპული” დაამარცხა.
ქება “ბარსელონას”
გორდონი “ბარსელონას” სამჯერ დაუპირისპირდა და სამივეჯერ გასულ სეზონში. პირველი თამაშის (ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” გასვლითი გამარჯვება 2-1, სადაც გორდონმა “ნიუკასლის” ერთადერთი გოლი გაიტანა) შემდეგ, მან ჰანსი ფლიკის გუნდის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
სარეკორდო ოთხი გოლი
ენტონი გორდონისთვის, როგორც პროფესიონალისთვის, ალბათ, საუკეთესო დღე 2026 წლის 18 თებერვალი იყო. იმ დღეს “ნიუკასლ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში “ყარაბაღი” 6-1 გაანადგურა. ენტონი გორდონმა პირველ ტაიმში ოთხი გოლი გაიტანა – მიღწევა, რომელიც აქამდე მხოლოდ ბრაზილიელმა ლუის ადრიანომ შეძლო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშის 3 ჯილდო
იმ დღეს “ყარაბაღის” წინააღმდეგ მან ჩემპიონთა ლიგაში მატჩის საუკეთესო მოთამაშის მესამე ჯილდო მიიღო. ამ სეზონში ეს პატივი ოთხჯერ მხოლოდ ოთხ მოთამაშეს ხვდა წილად: ხვიჩა კვარაცხელიას, ჰარი კეინს, ფრანსიშკუ ტრინკაუსა და ვიქტორ ოსიმენს.
მესამე “ნიუკასლსა” და “ბარსელონას” შორის
ენტონი გორდონი პირველი ფეხბურთელია, რომელიც “ბარსელონას” “ნიუკასლ იუნაიტედიდან” შეუერთდა. ის ასევე მესამე ფეხბურთელია, რომელსაც ორივე კლუბში უთამაშია. პირველი პატრიკ კლუივერტი იყო, რომელიც გორდონის საპირისპირო მიმართულებით წავიდა. ის “ბარსელონაში” 1998-დან 2004 წლამდე თამაშობდა, სანამ ერთი სეზონით “ნიუკასლ იუნაიტედს” შეუერთდებოდა. მეორე ლუკ დე იონგი იყო, რომელმაც ასევე მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა “ნიუკასლში”, წლების შემდეგ, 2021 წელს კი “ბარსელონაში” აღმოჩნდა.
პირველი მსოფლიო ჩემპიონატი
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა გორდონი მსოფლიო ჩემპიონატის 26-კაციან განაცხადში შეიყვანა. საერთაშორისო ტურნირზე გორდონის პირველი გამოჩენა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხდა, სადაც ინგლისი ფინალში გავიდა, თუმცა დამარცხდა ესპანეთის ნაკრებთან, რომლის შემადგენლობაშიც დანი ოლმო, ლამინ იამალი, პედრი და სხვები თამაშობდნენ.
ფლიკი ტყუილად არ მოიყვანდა
საერთაშორისო ტურნირებაზე 2024 ევრო პირველი გამოჩენა არ იყო, ეს ბიჭი ასაკობრივი ნაკრებების ლიდერი და გამორჩეული ფეხბურთელი იყო, ვიყურებდი მის თამაშებს;
არ ვიცი ასტროლოგია ვისთვის რამდენად სერიოზულად გამოიყურება, თუმცა ამას და ჰანსის შორის ზუსტად 36 წელია სხვაობა; ერთი და იგივე დღე, წელი და ა.შ.
ტექნიკურია სწრაფი, მოძრავი და ფიზიკურად ძალიან კარგად მომზადებული, საუკეთესო ლიგიდან მოვიდა, ბრიტანალია და რაკი არ სვამს, საქმეს ძალიან პროფესიულად მიუდგება
მე მგონი, ფლიკმა ამ ბიჭში რაღაცა შეამჩნია და აუცილებლად მოქოქავს, მე მგონი ბრძოლისუნარიანობა მოეწონა ჩვენთანაც ბოლო წუთამდე იბრძოლა.
საინტერესო ფეხბურთელია