ენტონი გორდონი უკვე ბარსელონაშია, რათა “ბარსელონაში” მისი ტრანსფერის ბოლო დეტალები მოგვარდეს. ინგლისელი გარემარბი კატალონიის დედაქალაქში დღეს, ხუთშაბათს, პირადი თვითმფრინავით ჩაფრინდა. ის ესპანეთში თავის წარმომადგენელ ადამ დაგდეილთან ერთად ჩავიდა.
აეროპორტის კერძო ტერმინალის დატოვებისას, გორდონმა “ბარსელონას” პირველი სიტყვები თქვა: “ძალიან ბედნიერი ვარ” — განაცხადა მან პრესასთან საუბარში.
გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ინგლისელმა შემტევმა ბარსელონაში სამედიცინო შემოწმება ცოტა ხნის წინ გაიარა, რაც “ბლაუგრანას” წევრად გახდომამდე ერთ-ერთი ბოლო ფორმალობაა. ფეხბურთელი კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ის 2026/27 წლების პროექტის პირველი დიდი შენაძენი გახდება. მისი აგენტები, უილ სოლტჰაუსი და ადამ დაგდეილი, უკვე დეკუს კაბინეტში იმყოფებიან და საბუთების მომზადებას ასრულებენ.
მოსალოდნელია, რომ “ბარსელონა” გორდონის ტრანსფერს ხვალ ან ზეგ გააოფიციალურებს.
ელვისებური ოპერაცია
“ბარსელონამ” და “ნიუკასლმა” შეთანხმებას 70 მილიონ ფიქსირებულ ევროდ და დაახლოებით 10 მილიონ ბონუსებად მიაღწიეს. მოლაპარაკებებს პირადად დეკუ ხელმძღვანელობდა, რომელმაც ლონდონში ექსპრეს-ვოიაჟის დროს შეთანხმების საფუძველი ჩაყარა, ხოლო ოთხშაბათს ბარსელონაში ყველა დეტალი შეათანხმა.
კატალონიური კლუბის სპორტულმა ხელმძღვანელობამ პროცესი ბოლო დღეებში მაქსიმალურად დააჩქარა, რათა ტრანსფერი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დაეხურა და მუნდიალის დროს ზედმეტი სირთულეები თავიდან აეცილებინა. თავად გორდონს “ლივერპულისა” და მიუნხენის “ბაიერნისგანაც” ჰქონდა სერიოზული შეთავაზებები, თუმცა მან პრიორიტეტი “ბარსელონას” მიანიჭა.
მუშა ფეხბურთელია რა, ფლიკის სისტემაში ჩაჯდება
ძალიან კარგი, დროზე უნდა მომთავრდეს ეს ფორმალობები, რო ფლიკმა უკვე ხელმისაწვდომი ფეხბურთელების გათვალისწინებით დაგეგმოს ახალი სქემები, რაც კარგად ეხერხება.
ანუ აქ მართლა გჯერათ, რომ ეს ტიპი იმისთვის მოჰყავთ, სათადარიგო სკამი რომ ძლიერ გვყავდეს ? :დ
80 მილიონს მხოლოდ დებილი თუ გადაიხდის ისეთ ფეხბურთელში, რომელიც სათადარიგო სკამისთვის გინდა, თან ფინანსურად არა მდგარი გუნდი. ეს ტიპი იქნება ძირითადის ფეხბურთელი და თუ ალვარესი მოვიდა, მაშინ ისმის კითხვა ვინ ამოვარდება ძირითადიდან ? ან რაფინია, ან ოლმო უნდა წავიდეს. ერთადერთი ვარიანტი არის, რომ ალვარესი არ მოვა და ცრუ ცხრიანით ვითამაშებთ.
პსჟ ზუსტად მაგიტომ გავიდა ჩლზე მეორეჯერ ფინალში რომ 2 შემადგენლობა ყავს, ერთი ლიგა 1სთვის და მეორე ჩლსთვის, შედეგად ჩლს ყველაზე დასვენებულები ხვდებიან და საბოლოოდ მაგით ამარცხებენ თავიანთ დაღლილ ოპონენტებს.
ჩემი აზრით ახლა ბარსა რასაც აკეთებს იდეაურად თითქოს ცდილობენ რომ პსჟსთან მიმსგავსებული პროექტი შექმნან, ძალიან ღრმა სკამით. რეალურად მარტო პსჟ კი არა ლამის ყველა გრანდს ყავს მეორე შემადგენლობა ჩვენგან განსხვავებით მხოლოდ ლამასიელების იმედად რომ ვართ და რეალურად პირველ რიგში სწორედ მაგიტომ ვვარდებით 2 სეზონია ჩლს დასკვნითი ეტაპებიდან თორე წინა წელს რომ ჯანზე მყოფი ბალდე, კუნდე, ლევანა და კასადო გვყოლოდა ინტერთან, აი თავი მომაჭერი თუ ჩვენ არ გავიდოდით ფინალში, წელს კი რაფინია დაგვაკლდა ათასჯერ და ათასჯერვე ყველა დიდი თამაში წავაგეთ მის გარეშე, შესაბამისად ეს გუნდიც ადგა და დაიწყო სკამის გაძლიერება, ხოლო რაფინიაზე იწერება რომ არსადაც არ მიდისო. ამიტომ გორდონი იქნება სუპერსაბი, რომელსაც ნებისმიერი შემტევის ჩანაცვლება შეეძლება და საკმაოდ ბევრ თამაშსაც ითამაშებს.. ასე არიან ფერმინი და ოლმოც და კი ვხედავთ რომ წელს 10იანზე პრობლემა არ გვქონია, პირიქით ისევ ეგ 10იანები ავსებდნენ მარცხენა ვინგის პოზიციასაც მიუხედავად იმისა რომ რაშფორდი ჯანზე იყო და ეგ ლოგიკურად იმას აჩვენებს რომ მწვრთნელი რაშფორდს არ ენდობოდა და გორდონი მოიყვანეს მის ჩასანაცვლებლად ვინაიდან პროფილურად რაფინიასა და კვარას მსგავსი ვინგერია. და ფინანსურადაც მაგდენი არ ჯდება, 70ია ფიქსირებული და ახლა ჩალიჩობენ რომ აბდე ნიუკასლს მიასაღონ და ვირჯილი ბეტისს რაც დაახლოებით 15-20 მილიონს მოუტანს ბარსას და გამოგვივა რომ გორდონი სადღაც 50ად გვყავს ნაყიდი.
რამდენჯერ წავაგეთ იმის გამო რომ ძიირთადი თერთმეტეულის შემცვლელი არ გვყავდა. ბოლო 2 წელი ლიგის ფინალს ვითამაშებდით კარგი სკამი რომ გვყოლოდა.
ალვარესის მოსვლა არ მინდოდა, მაგრამ თუ ფულია და ხელფასს ძაან დიდს არ მოითხოვს მოიყვანონ.
ჭ კლასის ფორვარდების მოსვლას ისევ ალვარესი ჯობია. ბოლოს და ბოლოს 10 საგოლე მომენტიდან 9 არ ანიავებს ფერანისგან განსხვავებით.
ამას საბოლოოდ სანამ არ გაიფორმებენ და არ წარადგენენ მანამდე ალვარეზს ვერ დაიმატებენ, მხოლოდ ერთი სიახლე რაც გავრცელდა ისიც ისეთი გვერდებისგან და ჟურნალისტებისგან რომ დამაჯერებელია პირადად შეუთანხმდნენ ობობას, ატლეტიკოც უარს ვერ ეტყვის, რაც მახსოვს სულ ვითომ უარს გვეუბნებოდა ატლეტიკო ფეხბურთელებზე და ყველა გადმოვიდა საბოლოოდ ესეც მასე იქნება, ჩოლოს თავისას იზავს, მაგ კაცს ბარსას მიმართ სიმპათია ყოველთვის ქონდა და არგენტინელს ენდომება არგენტინელის ბარსაში გადასვლა, ბოლო ბოლო ზუსტად ის კაცი ვინც გვჭირდება უკანაც ჩამოვა გუნდს რომ დასჭირდება და გოლსაც გაიტანს ნებისმიერი კუთხიდან თუ მანძილიდან, წელს რაც ვამუღამე საჯარიმოში არ დგას მარტო უკან ჩამოდის და მაგრად ამოაქვს ბურთი ზედმეტი ნერვიულობის გარეშე შეუძლია თამაში სამ და ოთხ კაცში, გორდონი-ალვარეზი-იამალი ან თუნდაც რაფინია-ალვარეზი-იამალი უხხ სეზონის დაწყებას ველოდები სულმოუთქმელად
Ალვარესამდე ბერნარდოს ვიმატებთ რომელიც ძალიან კარგია პროსტა ამდენი ნახევარმცველი რათ გვინდა არ ვიცი
სკამი მეგობარო ღრმ სკამი როტაცია როცა ეგედი დონის ნახევარმცველი გიზის სკამზე არ შეგეშინდება ცვლილების გაკეთება
რეალურად პედრი რო ტრამვას რო იღებდა არც არავინ იყო ნორმალური მაგის შემცვლელი
ზუსტადაც რომ ბერნარდუ გვინდა პედრის შემცვლელად, პედრი არი ის ფიჰურა ფლიკის ბარსაში და ზოგადად ბარსაში, რომ მაგის გარეშე გუნდი ვერ სუნთქავს, კარგია ბერნარდუც თუ მოვა, სტატია ვნახე ბერნარდუ რეალ მადრიდს ელოდებაო და ცოტა არ მესიამოვნა იქნებ ჭორია ან ვიღაც ყანამადრიდელის, მონაჩმახი, იმედია ჩვენთან მოვა 1-2 სეზონს შეგვარგებს
ახლა გამოხტეს ბაბუ და იჭიმთოს როგორ გვაკადრა ეს ყველაფერიო😅😅 აეგრე ყოველთვის უნდა მიაჯვას მთელ მადრიდს ნუ ატლეტიკოს ჯერ არა თუ მოგვცა ტრაკის თამაში გარეშე არაფერს ვერჩი და თუ აიფოფრნეენ მაგათი მეორე ბანაკიც გადაკუზა ლაპორტამ😅😅
რეპორტიორი: საიდან იშოვა ბარსამ ეს ფული 💰?
ლაპორტა: რეალის 2 თეთრ სეზონში 1xbet-ზე 40-ის მხარე ვითამაშე. 700M ევრო არაფერია. 😅😅😅😂😂😂
შეუსრულა ლაპომ რეალმა მაშოვნინაო 😀
Ალვარესზე სიახლე არაფერია? Დაწერეთ რამე