სეზონის პროგნოზები – რა გამართლდა, რა შეგვეშალა

სეზონის პროგნოზები – რა გამართლდა, რა შეგვეშალა

ესეც ასე, ჩემპიონატი დასრულდა, მოვიდა დრო სეზონის წინ დაწერილ პროგნოზებს გადავხედოთ. ყოველთვის სახალიხო ამბავია და არასდროს ბოლომდე არ მართლდება. თუმცა, ამჯერად იმაზე მეტი რამ გამართლდა ვიდრე ველოდი. თქვენც შეგიძლიათ გადახედოთ თქვენს პროგნოზებს და ნახოთ რომელი მოლოდინი გამართლდა, მანამდე კი გამარჯვებულსაც გამოვავლენთ.

ვინ მოიგებს ლა ლიგას?

ეს იყო პირველი კითხვა და სწორი მოლოდინი მქონია. აქვე აღვნიშნავ რომ ჩაბი ალონსოსგან მეტს ველოდი, როგორც მინიმუმ იმას არ ველოდი, რომ შუა სეზონში გაუშვებდნენ, მით უმეტეს, რომ იყო მცირე ხნით პირველ ადგილზე და თითქოს ლა ლიგის ბედიც გადაწყვეტილი ეგონათ, მაგრამ ნაჩქარევი აღმოჩნდა ეს დასკვნები. გრძელ დისტანციაზე ფლიკმა უკეთ იარა. უფრო ჭკვიანური სტრატეგია აირჩია, ჩაბის მოკლე გარბენი კი უბრალოდ ეფექტური იყო.

პლუს ერთი ქულა!

რამდენი ტიტულით დაასრულებს სეზონს?

სამი ვივარაუდე, ორი მოვიგეთ. ლა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი. სხვა ტურნირებზე კი “ატლეტიკომ” შეგვიშალა ხელი. ისევ და ისევ, ძალიან უხერხულ მეტოქედ რჩება ბარსასთვის, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. არადა, ბარსას ძალიან გაუმართლა ბადეში, მეტის მოლოდინიც იყო, მაგრამ სიმეონემ მაინც თავისი გაიტანა. გააგდო ბარსა და დამარცხდა ყველაფერში.

ეს პროგნოზი არ გამართლდა.

რა იქნება მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგაზე?

აქ პროგნოზი არც ყოფილა, ეს უბრალოდ შევაფასეთ. მაქსიმუმი, რა თქმა უნდა, მოგება იქნებოდა, წინა სეზონის გათვალისწინებით, როცა ერთ ნაბიჯში იყო ბარსა წარმატებასთან. პროგრამა მაქსიმუმი ვერ შესრულდა. მინიმუმი კიბატონო.

საუკეთესო ტრანსფერი

რაშფორდსა და გარსიას შორის გარსია ვარჩიე და არც შევმცდარვარ. ნამდვილად საუკეთესო ტრანსფერი გამოდგა. არც რაშფორდი იყო ცუდი. რასაც ველოდით ის მივიღეთ, არც მეტი, არც ნაკლები.

პლუს ერთი ქულა!

სეზონის იმედგაცრუება

დავასახელე არაუხო და ტერ შტეგენი. არაუხო პირველზე, შტეგენი მეორეზე. მე მგონი, პირიქით მოხდა, შტეგენი უპირველესი იმედგაცრუება იყო იმის გამო თუ რა გააკეთა, კლუბს როგორ მოექცა, მისი ეგოიზმის გამო კინაღამ ყველაფერი წყალში ჩაიყარა. თუმცა, არც არაუხო იყო ცუდი ვერსია, რეალურად ორივემ ცუდად დაგვამახსოვრა თავი. შტეგენმა თავისი უტვინობის გამო გაუშვა შანსი ხელიდან რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ძირითადი მეკარე ყოფილიყო, ვერც ტრავმებს ასცდა სამწუხაროდ, არაუხო კი დიდი ხანია რეგრესირებს და დიდად არც იერუსალიმის მოლოცვამ უშველა.

პლუს ერთი ქულა!

საუკეთესო ვეტერანი

მარტივი ასარჩევია უკვე დიდი ხანია, რადგან ვეტერანი ლევანდოვსკი ბარსაში გადმოვიდა და ლეგენდად იქცა. ამ სეზონში კანსელუს რომ თავიდანვე დაეწყო თამაში კარგი კონკურენტიც ეყოლეოდა, მაგრამ ჟოაუს ბოლო გაბრწყინებები ლევის მიღწევებს რა თქმა უნდა ვერ გადაფარავდა. ასე რომ, კიდევ ერთი პლუს ქულა მე!

საუკეთესო ახალგაზრდა

კიდევ უფრო მარტივი ამბავია, ჩვენ ხომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს, რომელიც ჯერ კიდევ თინეიჯერია?! კიდევ ერთი ქულა.

სეზონის აღმოჩენა

ჩემი უპირველესი კანდიდატი ტრავმამოშუშებული ბერნალი იყო, მეორე კი დრო ფერნანდესი, რომელმაც ზამთარში დაგვტოვა. ასე რომ, არაფერიც არ გამართლდა. აღმოჩენა კი ჩემი აზრით არც გვყოლია. უბრალოდ, ორი ფეხბურთელი უნდა გამოვარჩიო – ერიკ გარსიამ და ფერმინ ლოპესმა იმაზე მაღალ დონეზე ითამაშეს ვიდრე ველოდი.

საუკეთესო ბომბარდირი

პირველად ლევანდოვსკის ნაცვლად ლამინე იამალი დავწერე და გაამართლა. ყველა ტურნირზე იამალზე მეტი არავის გაუტანია. ლა ლიგში კი ბომბარდირობა ფერანთან გაიყო. ასე რომ, ლამინე ყველაზე გამტანი იყო ამ სეზონში და პლუს ერთი ქულა მე.

საუკეთესო ასისტენტი

აქაც იამალზე გავაკეთე აქცენტი და ყველა ტურნირზე ფერმინ ლოპესთან ჩაძმაკაცდა. ჩემპიონთა ლიგაზე თანაბარი რაოდენობის გოლები შეყარეს და თანაბარი რაოდენობის პასები მიითვალეს, ექვსი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა. ლა ლიგაში იამალმა 11 საგოლე გადაცემა შეასრულა, ფერმინმა კი 9. თუმცა, ყველა ტურნირზე მათი პასები მაინც თანაბრდება. მიუხედავად ამისა, პლუს ერთი ქულე მე.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

ყველამ თავისი დაასახელოს, ჩემი ნომერ პირველი ლამინე იამალია.

საბოლოო სურათი:

  • ლა ლიგის ჩემპიონი – ბარსა ✅
  • რამდენი ტიტული – 3 ❌
  • რა უქნება მაქსიმუმი ლიგაზე? – ჩემპიონობა ❌
  • საუკეთესო ტრანსფერი – გარსია ✅
  • იმედგაცრუება – არაუხო ✅
  • საუკეთესო ვეტერანი – ლევანდოვსკი ✅
  • საუკეთესო თინეიჯერი – იამალი ✅
  • საუკეთესო ფეხბურთელი – იამალი ✅
  • საუკეთესო ბომბარდირი – იამალი ✅
  • საუკეთესო აისტენტი – იამალი ✅
  • სეზონის აღმოჩენა – ბერნალი ❌

თქვენს პროგნოზებს შეგიძლიათ აქ გადახედოთ, ამჯერად გამარჯვებული არ გვყავს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (8)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    24 მაი 2026, 22:36

    მე უფრო სურვილის მიხედვით ვწერ ხოლმე პროგნოზებს ხდდდ

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    24 მაი 2026, 19:14

    სეზონის იმედგაცრუებაში ვერ დაგეთანხმები, რადგან იმედი რომ გაგიცრუვდეს ჯერ საერთოდ იმედი უნდა გქონდეს და არაუხოს იმედი მემგონი დედამისსაც აღარა აქვს ბოლო 3წელია. ან შტეგენის იმედი რანაირად უნდა გქონოდა როჟა გუნდიდან გავაგდეთ.

    ამიტომ მოდი რეალურები ვიყოთ და იმათ შორის ავირჩიოთ ვისიც მართლა გვეიმედებოდა და ცუდი სეზონი ჩაატარა:
    ჩემთვის ასეთები ბევრნი არიან, მაგრამ ყველაზე მეტად პარადოქსულად რაფინიას გამოვყოფდი, რადგან სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან დროს ყოველთვის დატრავმული იყო, ხოლო ბოლო უმნიშვნელოვანესი ტრავმა არის იმენა თავისი ბრალი და ამან დაასამარა ბარსას ჩლს მოლოდინებიც, თორე ვინმეს ეჭვი აქვს რომ რაფინიასთან ერთად ატლეტიკოს არ გავძუყნიდით?!
    მოკლედ რაფინიაა იმედგაცრუება არა საფეხბურთო მიზეზების, არამედ ტრავმების გამო. ხოლო საფეხბურთოს რაც შეეხება, აქ პირდაპირ გამოვარჩევდი კუნდეს, რადგან როჟამ ისეთი ცუდი სეზონი ჩაატარა რომ ლამის საუკეთესო ფულბექობიდან საზიზღრობამდე ჩამოვარდა.. სადღაც იქვეა ბალდეც, ასევე კასადო იმენა 2 წლიანი იმედგაცრუებაა..

    საუკეთესო ვეტერანშიც ვერ დაგეთანხმები, რადგან ლევანა მთელი სეზონი საზიზღრობა იყო 1-2 ლალიგის თამაშის გამოკლებით, ბევრი არაფერი უქნია, გუნდის სისტემაში ვეღარ იჯდა და ბოლო-ბოლო ტორესმა გადასვა სკამზე, მაშინ როცა კანსელუ მართალია შუა სეზონში მოვიდა, მაგრამ მაგ პენსიონერმა კაცმა ბალდე აქეთ ამოაგდო და სტაბილურად ლამის ყოველ თამაშში მვპ მოჰქონდა ლალიგაში.

    და კიდევ სეზონის აღმოჩენა როგორ არ გვყოლია, აბა ჯერარდ მარტინი წყალბურთს თამაშობს?! როჟამ კარიერა იმ დონეზე დააქამბექა რომ ლამის ცენტრალურ მცველს აღარ ვყიდულობთ მის გამო. ტიპმა პოზიცია შეიცვალა და ისე ჩაჯდა გუნდში რომ ამ სეზონში დაჟე კუბარსიზე უკეთესი ფეხბურთელიც კი იყო..

    მოკლედ იმედგაცრუება: რაფა, კუნდე, ბალდე, კასადო
    საუკეთესო ვეტერანი: კანსელუ
    აღმოჩენა: მარტინი და გარსია

    პ.ს. ფერმინი აღმოჩენა იყო ჩავის დროს და მერე პლუს ოლიმპიადაზე.. ახლა რაღა დროს მაგისი აღმოჩენაა, პროსტა პროგრესირებს ისე როგორც მოსალოდნელი იყო და გარსია უფრო წინა სეზონის აღმოჩენა იყო, წელს მაგანაც პროგრესი განიცადა უბრალოდ, თორე მაგისი კარგი თამაში 2025 წლიდან დაიწყო

    • Moriarti
      Moriarti გულშემატკივარი
      24 მაი 2026, 21:49

      ფერმინს ჩავი თითქმის არ ათამაშებდა, ფლიკის მოსვლის მერე გაიხსნა

      • Barca for life
        Barca for life ვეტერანი
        25 მაი 2026, 12:11

        როგორ არ ათამაშებდა. ჩავის თუ ვინმეს აღმოჩენას მივაწერ ერთადერთი ლოპესია, რადგან ჩავიმ დაიტოვა პრესეზონის მერე და შესაბამის დროსაც აძლევდა. ძირითადად სკამიდან შემოდიოდა უბრალოდ თორე თუ სწორად მახსოვს იმ სეზონში 42 თამაში ითამაშა და 11 გოლი გაიტანა. მაგის მერე წაიყვანეს ევროზე და შემდეგ ოლიმპიადაზე და ტიპმა 2ვე მოიგო საიდანაც ოლიმპიადის მვპ და საუკეთესო გამტანი გახდა. მერე წინა წელს რომ დაბრუნდა ტრავმის გამო პრესეზონი გამოტოვა, პირველი ნახევარი ჩაუვარდა და მეორე ნახევრიდან ფორმაში შევიდა, თუმცა წინა წელსაც სათადარიგოს ფეხბურთელი იყო და წელს შედარებით უფრო იყო სტარტერი, მაგრამ გარანტირებული არა.
        ნუ ყოველშემთხვევაში ფერმინზე აღმოჩენა იყოო მაგისი თქმა არარეალური მგონია რავი.. მესამე სეზონია უმაღლეს დონეზე თამაშობს და არც კარიერა დაუქამბექებია და არაფერი განსაკუთრებული არ უქნია რასაც აქამდე არ აკეთებდა.

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    24 მაი 2026, 14:49

    წელს საბოლოდ დავრწმუნდით რომ ფლიკი არის უჯიუტესი კაცი😂❤️ კი გვიყვარს მაგრამ ლიგაზე უჭირს ორი სეზონია აგებს თავისი გადაწვეტილების გამო ინტერთან და ატლესთან ერთიდაიგივე შეცდომა დაუშვა.იმედია ისწავლის სიფრთხილეს და გუნდის უკან დაწევას🙏🏻 ჯერ მაინც ახალაშენებული გუნდია და ეს შედეგები უდიდესი მიიღწევა✊🏻

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladze გულშემატკივარი
    24 მაი 2026, 13:20

    კარგია ყოჩაღ ეხლა გილოცავთ უკვე ოფიციალურად ჩემპიონობას ❤️💙….ხოო მართლა ყანამადრიდის ფანებსაც ვულოცავ ბარსამ, რომ წააგო და რაღაც ქულები რომ შეამცირეს, იქ საიტზე ერთმანეთს ულოცავენ გადავხედე მაგაათაც…მორჩა სეზონი და კიდე ბარსას ლანძღავენ 😆😆😆 საცოდაობააააა რა…უნდა ვთქვა რაა მოურინიოს ახალწლამდე იმედია არ გაააგდებენ იქეთ სეზონში, რომ არ მინდა კიდე 101 წლის ბაბუსავით მოფანფალებული რეალი ვნახო…💙❤️😆

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      25 მაი 2026, 08:09

      მოურინიოს მოყვანა აჩევნებამდე გადაიდო, რიკელმეს არ უნდა.

      • Lasha Mamuladze
        Lasha Mamuladze გულშემატკივარი
        25 მაი 2026, 13:29

        ხოოდა ძალიან კარგი ✊