ჰანსი ფლიკის მამა გარდაიცვალა

ჰანსი ფლიკის მამა გარდაიცვალა

“სპოტიფაი კამპ ნოუზე” დღევანდელი საღამო ძალიან ემოციური იქნება. სპორტულის გარდა დღევანდელ “ელ კლასიკოს” ადამიანური ფაქტორიც ემატება – თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის მამა გარდაიცვალა.

სამწუხარო ამბის გაგების მიუხედავად გერმანელი სპეციალისტი დღეს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” იქნება და გუნდს სათადარიგოთა სკამიდან უხელმძღვანელებს. მწვრთნელმა ფეხბურთელებს მამის გარდაცვალების შესახებ თავად უთხრა, შემდეგ კი ვარჯიში ჩაატარა.

მოსალოდნელია, რომ “ელ კლასიკო” წუთიერი დუმილით დაიწყება, ფეხბურთელები კი შავი სამკლავურებით ითამაშებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 10 მაი 2026, 23:26

    საშინელებაა