“რეალ მადრიდის” ოფიციალური განცხადების თანახმად, კილიან მბაპეს ტრავმის დიაგნოზი უკვე ცნობილია. სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ფრანგ თავდამსხმელს მარცხენა ფეხის კუნთის დაზიანება აქვს. აღსანიშნავია, რომ მბაპემ დისკომფორტი გასულ პარასკევს, “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში იგრძნო.
კლუბს ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია. ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მოთამაშის მოედანზე დაბრუნებასთან დაკავშირებით ორი განსხვავებული ვერსია არსებობს. პირველი ვერსიის თანახმად, შესაძლოა მბაპემ მიმდინარე სეზონი ნაადრევად დაასრულოს და სრულად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად კონცენტრირდეს.
მეორე ვერსიით კი, ფრანგ შემტევს 10 მაისს, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართ ელ კლასიკოში მონაწილეობის მიღება ძალიან სურს. ორშაბათს ჩატარებულმა ტომოგრაფიამ დაადასტურა, რომ დაზიანება მსუბუქია, თუმცა ის მომავალ უქმეებზე “ესპანიოლთან” გასამართ შეხვედრას აუცილებლად გამოტოვებს.
ითამაშოს ნეტა, ეს და ვინისიუსი ერთად რომ თამაშობენ უფრო სუსტია რეალი
ამ სიმულიანტ კუ ნინძას უკვე საკუთარი გულშემატკივარი უსტვენს. თავის შეწუხება არ უნდა ბიჭს, დასეირნობს და საჯარიმოში ელოდება პასებს როდის მიართმევენ.
კუნთი კი არა აიხვი::დდდ
ნერვები აქვს დაწყვეტილი და ”მკურნალობს” ბიჭი::დდდდდდდ
თუ თვითონ სურს მხოლოდ ოქროს ბუცზე ოცნების გამო, იცის რო ბარსელონა თავს არ მოიკლავს ამ შემადგენლობით და როგორც რონალდუს ჩვეოდა სწორედ ბარსასთან გატანილი გოლით-ღა მოიფხანს გულს. ორი წელი რო რეალში ვერცერთ ტიტულს ვერ მოიგებ მართლა მაგარი თარსი უნდა იყო.
ახლა რომ ფერანმა აახიოს პიჩიჩი😂
::დდდ – რამდენი გოლია სხვაობა?
მბაპე-24
მურიქი-21
იამალი-16
ბუდიმირი-16
ოიარსაბალი-14
ტორესი-14
ვინისიუსი-13
ანუ მურიქის ვწურავთ პიჩიჩიზე?
სეზონი დასრულებულიაო ეტყობა მსოფლიოსთვის ინახავს თავს კარგად იცის ლალიგა დაკარგულია და ოქროს ბუციც კეინთან. ვაფშე ჯილდოს გარეშე დარჩება პიჩიჩს მურიქი არაახევს🤣🤣🤣🤣