ასტურიელი ფორვარდს ეიმედება, რომ “ბარსელონას” მაისურს მოიგებს მას შემდეგ, რაც კატალონიელები ბოლო ტურში “ვალიადოლიდს” დაამარცხებენ.
დავიდ ვილია ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება გრანდიოზულ თეატრს, სადაც მთავარ როლს “ბარსელონა” ასრულებს, თეატრს კი “კამპ ნოუ” ქვია. ამ ზაფხულის ყველაზე ხმაურიან ტრანსფეს(შესაძლებელს) ისედაც არ აკლდა ყურადღება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვილია ბარსელონაში ჩავიდა «Adidas» -ის პრომო აქციისთვის მან მთელი საფეხბურთო მსოფლიოს ყურადღება მიიბყრო. ამბობენ, რომ დავიდი ბარსელონაში მხოლოდ ადიდასის გამო არ ჩასულა და რომ მისი მთავარი ამოცანაა ის, რომ ოცნება რეალობად აქციოს, რომელიც კატალონიურ გიგანტში თამაშს უკავშირდება.
ბოლო-ბოლო ასტურიელი თავდამსხმელი “ბარსელონას” მაისურით იპოზიორებს და ნაადრევად აიხდენს იმ ოცნებას, რაზეც მე უკვე ზევით ვისაუბრე.
როგორც ესპანელი ჟურნალისტები წერენ ისინი საგანგებოდ, ბოლო ერთი კვირის მანძილზე გამძაფრებული ყურადღებით აკვირდებოდნენ “ბარსელონას” და “ვალენსიას” და უკვე შესაძლებელია იმაზე საუბარი, რომ ისინი ვილიას თაობაზე მოლაპარაკებას ლა ლიგის დასრულების შემდეგ რამდენიმე საათში განაახლებენ. პეპ გვარდიოლას არ სურს, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, რაც “ვალიადოლიდს” არ უკავშირდება. მოლაპარაკება კარგად მიდის და სავარაოდოდ ეს ორი კლუბი ამ კვირის ბოლოს შეთანხმდებიან ტრანსფერის თაობაზე. გუშინ, მადრიდში LFP-მა სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩაატარა, სადაც ერთმანეთს ჟოან ლაპორტა და მანუელ ლიორენტე შეხვდნენ.
“ვალენსია” ჯიუტად ცდილობს, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო მიიღოს. მათ სურთ, რომ “ხელზე ფული” იხილონ და ამიტომ გამოირიცხა ყველანაირი სხვა სახის დამატებითი ღირებულების რამის ჩართვა, მაგალითად სხვა რომელიმე ფეხბურთელის. ასეა თუ ისე ლიორენტეს სურს, რომ ყველაფერი 30 ივნისამდე მოგვარდეს. “ბარსელონაში” კი სხვანაირად ფიქრობენ. ლაპორტა ცდილობს, რომ ეს ტრანსფერი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე განახორციელოს, ამასთან ცდილობენ, რომ გამოიყენონ ყველანაირი სახის საშუალებები, რათა ფასი დაწიონ დაბლა. ვალენსიელებმა უკვე უარი განაცხადეს ამ გარიგებაში ბოიან კრკიჩის გამოყენებისა. ემერი ვერ ხედავს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ახალგაზრდა თავდამსხმელის ადგილს “ვალენსიაში” და თავისმხრივ გვარდიოლასაც არ სურს კანტერანოსთან განშორება. ამგვარად კრკიჩს არ მოუწევს გუნდის დატოვება.
ვილიასთან მიმართებაში სიტუაცია შემდეგნაირია. ბოლო ორი წლის მანძილზე, რაც “ბარსელონა” მის მიმართ ინტერეს იჩენდა ყოველთვის იშლებოდა ტრანსფერი რაღაცის ან მადრიდის გამო, ამიტომაც ფეხბურთელი სიფრთხილეს იჩენდა მისდამი დაინტერესებული კლუბების მიმართ. “გუახემ” ეს გაკვეთილი ფრიადზე შეისწავლა, მან “ბარსელონას” აჩვენა, რომ სურს კატალონიაში გადასვლა, მაგრამ მანამ არ დაიჭერს მათთან საქმეს, სანამ ოფიციალურად არ ექნება მას შეთავაზება კლუბის პრეზიდენტისაგან, მანუელ ლიორენტესაგან. თავისმხრივ დავიდმა პირობა დადო, რომ მისი მხრიდან არ იქნებოდა არანაირი პრობლემა ტრანსფერთან დაკავშირებით, გახდება თუ არა ეს შესაძლებელი. ციფრები, რომლებიც შარშან ფიგურირებდნენ ძალაში რჩებიან, მათში მხოლოდ მცირეოდენი ცვლილებები იქნება შეტანილი. ტრანსფერი არ ჩაიშლება თუ კი “ბარსელონა” და “ვალენსია” კონცეტრირებას მოახდენენ მხოლოდ და მხოლოდ ფინანსურ საკითხებზე. ლაპორტას და ჩიკის სეუძლიათ მშვიდად იყვნენ.
დავიდ ვილიას მომავალი დღეს უკვე “ბარსელონას” ხელშია. კლუბის ოფისში იციან, რომ თავდამსხმელს სურს “ბარსაში” თამაში. იციან, რომ ის არ მოინდომებს ბედნიერების საძიებლად ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშს, ეს მისი ჩემპიონატია და ლაპორტამ, ლიორენტესთან ერთად იციან ამის შესახებ. გარდა ამისა მას აღარაფერი არ აკავშირებს მის ყოფილ აგენტთან, ხოსე-ლუის ტამარგოსთან. ამიტომაც მას შეუძლია მოაწეროს ხელი იმ კონტრაქტს, რომელიც მას მოესურვება, იმისდაგაუთვალისწინებლად თუ რა კომერციული მოგება ექნება მისი ტრანსფერით მის აგენტს.
დასასრულს მინდა გითხრათ, რომ დავიდ ვილიამ ორივე კლუბს სთხოვა, რომ მალე მიეღოთ გადაწყვეტილება და ერთმანეთს შეუთანხმდნენ, რათა იგი სამხრეთ აფრიკაში ისე გაფრინდეს, რომ უკან დაბრუნებულს ქონდეს “სადმე წასასვლელი”. ამ მოლაპარაკების სამივე მხრისთვის ცნობილია ერთი რამ: ვილია უნდა იყოს “ბარსელონას” ფეხბურთელი. “ბარსამ” და “ვალენსიამ” კი ამისათვის ყველაფერი უნდა გააკეთონ.
წყარო: sport.es
თარგმანი: მამუკა უგრეხელიძის (busquets)