ფეხბურთელებმა, რომლებიც პოლონეთში არ გაფრინდნენ სამშაბათის საღამოს ვარჯიში ბარსელონას დროით 18:30 საატზე დაიწყეს. სესია წუთიერი დუმილით დაიწყო, რომელიც “ბარსელონას” ლეგენდარული მეკარის ანტონი რამალეტსის ხსოვნას მიეძღვნა.
საღამოს ვარჯიშში მონაწილეობას კონფედერაციის თასის მონაწილე ყველა ფეხბურთელი იღებდა, გარდა ნეიმარისა, რომელიც გუნდთან ერთად პოლონეთში გაემგზავრა. საღამოს ივარჯიშა ხავიერ მასკერანომაც, რომელმაც პრესეზონის წინა ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ვარჯიშს ასევე ესწრებოდნენ: ვალდესი, ალვესი, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, სესკი და პედრო.
პირველი გუნდის ათ ფეხბურთელთან ერთად ივარჯიშა “ბარსა ბ”-ს რვა და ხუვენილის ორმა მოთამაშემ.
მომდევნო ვარჯიში ოთხშაბათს, ბარსელონას დროით 9:00 საათზე დაიწყება.
