ხერარდო ”ტატა” მარტინო გუშინ ოსლოში გაემგზავრა. მისი გუნდი დღეს ამხანაგურ მატჩს გამართავს. კლუბის ახალი თავკაცი ოსლოში ადგილობრივი დროით 23:05 წუთზე ჩაფრინდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ, კლუბის სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა, ჩავი მარტინი და ემილ საბადელი.
ოსლოში ჩასვლის შემდეგ ტატა სასტუმროში დაბინავდა. იქ მას ”ბარსას” ქომაგიც დახვდა. შემდეგ კი გაიმართა ხელმძღვანელობასთან ერთად ვახშამი.
შაბათს მისი გუნდი გამართავს პრესეზონის მეორე მატჩს ოსლოში. დღეს ის შეხვდება ფეხბურთელებსაც. თბილისის დროით ეს შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. გეტყვით ასევე იმასაც, რომ კონფედერაციის თასიდან ჯერ ფეხბურთელები არ დაბრუნებულან.
ხელმოწერა, პრეზენტაცია და ფრენა
გასული 48 საათი ”ბარსას” ახალი თავკაცისთვის ძალიან გადატვირთული გამოდგა. ხუთშაბათს იგი კატალონიაში ჩამოფრინდა. პარასკევს კი მან კონტრაქტი გააფორმა გუნდთან. ამის შემდეგ იყო შეხვედრა კლუბის ხელმძღვანელობასთან. ხელმოწერის შემდეგ იყო ფოტოსესიაც. ამ ყველაფრის შემდეგ იგი წარსდგა მედიის წინაშე და განაცხადა, რომ იგი თავის სტილით და ”ბარსას” იდეებით იხელმძღვანელებს”. ხოლო საღამო პარასკევს საღამოს იგი ოსლოში გაემგზავრა.