workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: “ჩვენ ტიაგო სილვა გვჭირდება”

როსელი: “ჩვენ ტიაგო სილვა გვჭირდება”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა კატალონიური კლუბის ინტერესი დაადასტურა, “პსჟ”-ს ბრაზილიელი მცველის, ტიაგო სილვას მიმართ. იტყობინება, AS.

“ჩვენ გვჭირდება ტიაგო სილვა და გვსურს მისი გადმობირება. ფასი ამ საკითხში ნამდვილად არ არის პრობლემა, თუმცა თუ “პსჟ”-მ ფეხბურთელის გაყიდვა არ ისურვა და არც მოლაპარაკებების გამართვა, მაშინ ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.” – განაცხადა, როსელმა.

სანდრო როსელმა ასევე კომენტარი გააკეთა დავიდ ვილიას “ატლეტიკოში” გადასვლაზე: “ფეხბურთელის ანაზღაურება, კონტრაქტის პირობები და მისი ასაკი ცალსახად მნიშვნელოვანია ისევე, როგორც მწვრთნელის აზრები. დავიდმა იცოდა, რომ ჩვენს კლუბში მას არ ჰქონდა შანსები ჰქონოდა იმის შესაძლებლობა, რაც მას სურდა. ამიტომ ჩვენ განშორება გადავწყვიტეთ.” – ამბობს, როსელი.

“რაც შეეხება ვიქტორ ვალდესს, ის “ბარსელონაში” რჩება, რადგან მას ჯერ კიდევ სურს ჩვენს გუნდში თამაში. მოგვიანებით ჩვენ მისი შემცვლელის ძიებას შევუდგებით, რადგან ვალდესი შემდეგი სეზონის დასრულების შემდეგ მიდის.” – დაასრულა, როსელმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward