ერთ-ერთი ესპანური გამოცემა, კერძოდ კი Cope იტყობინება, რომ ფეხბურთის გულშემატკივარი სულ მალე უნდა ელოდოს ტიაგო სილვას სენსაციურ ტრანსფერს ”ბარსელონაში”.
გამოცემის თანახმად, ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ს კაპიტანი უკვე მომდევნო კვირაში ოფიციალურად გახდება ”ბარსელონას” ფეხბურთელი. ეს ტრანსფერი 28 წლის ფეხბურთელის დაჟინებული თხოვნის გამო განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ პსჟ-ს პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც ტიაგო სილვა მათი კაპიტანი და ლიდერია, ზუსტად ამიტომ ისინი არც ფიქრობენ მის გაყიდვაზე.


