დარჩა ერთ თვეზე უფრო ნაკლები მანამ, სანამ ტიტო ვილანოვას შეგირდები მალაიზიის XI-ის წინააღმდეგ წარსდგებიან კუალა-ლუმპარში.
გუნდის კაპიტნები, კარლეს პუიოლი და ჩავი ერნანდესი სუპერვარსკვლავებთან, ლიონელ მესისთან და ნეიმართან ერთად თამაშის სარეკლამო პლაკატს ამშვენებენ. “ბარსელონას” ვიზიტი აზიაში 10 აგვისტოს დასრულდება სწორედ მალაიზიის XI-ის წინააღმდეგ მატჩით. ეს იქნება პრე-სეზონის მე-6 შეხვედრა ამ ზაფხულს პოლონეთში, მიუნხენში, ოსლოში, ბარსელონაში (ჟოან გამპერის თასი) და ტაილანდში ჩატარებული შეხვედრების შემდგომ.
უზარმაზარი სტადიონი
- შეხვედრა ბუკიტ ჯალილის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, რომელიც 2008 წელს გაიხსნა და ყველაზე დიდია ქვეყანაში, ეროვნული ნაკრების მასპინძლობითაც. იგი 100 000 მაყურებელს იტევს. ეს უბრალოდ იქნება იდეალური სცენა “ბარსელონას” პირველი თამაშისათვის, მალაიზიაში.
- კლუბი მიიღებს მთლიან პირველ გუნდს კუალა-ლუმპურაში და ეს იქნება მათი უკანასკნელი წინასასეზონო შეხვედრა ლა ლიგაში “ლევანტესთან” მატჩამდე.
