ნეიმარი, მესი, დოს სანტოსი და ბოიან კრკიჩი იყვნენ ის “ბარსას” ფეხბურთელები, რომლებიც ამ კვირაში ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ივლისის პირველმა კვირამ სიახლეების სერიით ჩაიარა, რომელიც ძირითადად მესის, ნეიმარს და კრკიჩს ეხებოდა. ჰოკეის გუნდი და ევროლიგის შემდეგი წლის კენჭისყრა.
ორშაბათი, 1 ივლისი
ნეიმარი და ალვეში მთავარი ფიგურები არიან ბრაზილია 3-0 ესპანეთის შეხვედრაში, კონფედერაციის თასის ფინალში… ნეიმარი და ანდრეს ინიესტა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს პირველ და მეორე ადგილს იკავებენ.
კლუბმა განაცხადა, რომ არ მიიღებს შემოთავაზებებს შარუნას ჯასიკევიციუსზე, სიჯეი ვოლასი და ლუკას მავროკეფალიდისის შემდეგ წლისთვის კლუბის დატოვების თაობაზე. კვალიფიცირებული შეთავაზება მხოლოდ ჯო ინგლესზე გავრცელდა.

სამშაბათი, 2 ივლისი
გამგეობის პრესს-სამსახურის უფროსი ტონი ფრეიშა აცხადებს, რომ წევრებს არ ექნებათ 31 ოქტომბრამდე იმის უფლება, რომ განაახლონ მათი საყოველთაო აღწერის დეტალები.
ოთხშაბათი, 3 ივლისი
ლიონელ მესიმ და ნეიმარმა ერთმანეთს საქველმოქმედო მატჩში დაუპირისპირდნენ, პერუში. ორივე “ბარსას” ფეხბურთელმა ორი გოლი გაიტანა.

გორგოლაჭებიანი ჰოკეის გუნდმა საკუთარი პირველი გაძლიერება გააკეთა სეზონში, როდესაც სკ “ბარსელონამ” შეთანხმებას მიაღწია რაულ მარინთან შემდეგი ორი სეზონის განმავლობაში, მესამეს ოპციის გათვალისწინებით.

48-ე ჟოან გამპერის თასის გათამაშების ბილეთები გაყიდვაშია. ბილეთები უკვე გაყიდვაშია ინტერნეტშიც 9 €-დან.

ხუთშაბათი, 4 ივლისი
ევროლიგის 2013/2014 სეზონის კენჭისყრის შედეგად, “ბარსას” ჯგუფში მეტოქედ: “ცსკა”, “ფენერბახჩე”, “კიევი”, “პარტიზანი” და “ნანტი” ხვდა.
რაფა ალკანტარამ კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, კლუბი მას 2016 წლის 30 ივნისამდე შეინარჩუნებს.
პარასკევი, 5 ივლისი
კლუბი აცხადებს, რომ ბოიან კრკიჩი შემდეგ სეზონში არენდის წესების თანახმად ამსტერდამში, სკ “აიაქსსში” ითამაშებს. შემდეგი წლის ოპციის გათვალისწინებით.
შაბათი, 6 ივლისი
ესპანეთის 20 წლამდელთა ეროვნული ნაკრები, ჟერარ დეულოფეუსთან ერთად მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატს ტოვებს, დამატებით დროში გაშვებული ერთადერთი გოლი მეტოქეს გამარჯვებას აძლევს (1:0)