workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბლანი: ”ტიაგო სილვა პსჟ-ში დარჩება”

ბლანი: ”ტიაგო სილვა პსჟ-ში დარჩება”

”პარი სენ ჟერმენის” ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, ლორენ ბლანმა განაცხადა, რომ ”ბარსელონას” სამიზნე, ტიაგო სილვა შემდეგ სეზონშიც პარიზულ კლუბში ითამაშებს.
”გუშინ ტიაგოს ტელეფონით ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ბედნიერია პარიზში. ვგრძნობ, რომ სილვას მთელი კონცენტრაცია შემდეგ სეზონზე აქვს გადატნილი, რომელსაც პსჟ-ში ჩაატარებს.” – განაცხადა ბლანმა.
ამის გარდა, პრესკონფერენციაზე მან ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პსჟ აბიდალით არის დაინტერესებული: ”დიახ, ჩვენ კარგი მარცხენა მცველის შეძენას ვაპირებთ. ორი შესაძლო ვარიანტი გვაქვს: დინიე ან აბიდალი. ორივე მათგანი უძლიერესია თავის პოზიციაზე.” 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward