“ბარსას” საფეხბურთო ხელმძღვანელი, რაულ სანლი წავიდა ბრაზილიაში, სადაც კონფედერაციის თასის ფინალი გაიმართება “სელესაოსა” და “ფურია როხას” შორის. მოგეხსენებათ, რომ ფინალში “ბლაუგრანას” 11 ფეხბურთელი იქნება, მაგრამ სანლი მხოლოდ ამ მატჩისა და “ბარსას” მოთამაშეების სანახავად როდი მიდის, ის აპირებს ტიაგო სილვასთან შეხვედრას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ბრაზილიელი მცველის “ბარსაში” გადმოსვლის საგა.
“ბარსელონას” სურს, რომ დაარწმუნოს ტიაგო სილვა ანაზღაურების შემცირებაში, რადგან არ დააზარალოს ბრაზილიელის ხელფასმა პირველი გუნდის სახელფასო სტრუქტურა, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სილვას ტრანსფერის განხორციელებამდე. სანლი, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი ნეიმარის ანაზღაურების საკითხს, ასევე შეეცდება მსგავსს კონსენსუსს მიაღწიოს სილვას მენეჯერთან, პაულო ტონეტოსთან.
ტიტო ვილანოვასთვის ტიაგო სილვა ყველაზე პრიორიტეტული ფეხბურთელია “ბარსელონას” დაცვის ცენტრის გასაძლიერებლად, მაგრამ სირთულეს მოთამაშის ხელფასი და სატრანსფერო ღირებულება წარმოადგენს. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ “პსჟს” არ სურს საკუთარი გუნდის კაპიტნის გაშვება. სწორედ ამიტომ, სანლის საზრუნავი ეს საკითხები იქნება, რათა “ბარსას” მთავარი მწვრთნელის სურვილი შეასრულოს.


